სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევა
2020-10-26
„ლელოს" ტყიბულის შტაბის წარმომადგენლების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, მათი შტაბის თანამშრომლის დედაზე, რომელსაც სახლის გადახურვა სჭირდება, საწირის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელმა პირობა წაუყენა, რომ სახლს მაშინ გადაუხურავდნენ, თუ მისი ოჯახი „ლელოს" აღარ დაუჭერდა მხარს. ქალმა „სამართლიანი არჩვენების" დამკვირვებელს დაუდასტურა, რომ მას ამგვარი ულტიმატუმი ნამდვილად წაუყენეს.
მერის წარმომადგენელმა უარყო ზემოაღნიშნული და თქვა, რომ მხოლოდ შემოსავლის დოკუმენტის შესავსებად ჰკითხა ქალს, დააფიქსირებდა თუ არა ოჯახის შემოსავლად მისი შვილის „ლელოში" აღებულ ხელფასს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე