სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარის შემთხვევა
2020-10-26
„ლელო საქართველოსთვის" აქტივისტმა რაშად მუსაევმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და „ქართული ოცნების" მოქმედ მაჟორიტარ დეპუტატს, სავალან მირზოევს სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
რუსთავი-გარდაბნის ოლქში „ლელოს" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გრიგოლ გეგელიას თქმით, რაშად მუსაევი მძიმე ემოციური ფონის ქვეშ იმყოფებოდა და ამის შედეგი იყო მუქარა.
საქმეს შსს იძიებს. რაშად მუსაევმა ზემოაღნიშნული ვიდეო ფეისბუქ-გვერდიდან წაშალა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე