სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარისა და ხელის შეშლის შემთხვევა
2020-10-26 10 ოქტომბერს, შორაპანში „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი წერეთლის მოსახლეობასთან შეხვედრას ესწრებოდა ლიანა ქაჯაია, ადგილობრივი მცხოვრები, რომელიც თავისი აქტიურობით ხელს უშლიდა კანდიდატს და არც მას და არც სხვა დამსწრეებს შესაძლებლობას არ აძლევდა აზრი გამოეთქვათ ან დაესრულებინათ.

„ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატის გიგი წერეთლის ინფორმაციით, მას მოსახლეობასთან შეხვედრა ჰქონდა სოფელ ულევში, რა დროსაც დაიწყო ტელეფონებზე ზარები და საყვედურები მოსახლეობასთან, თუ რატომ გამოვიდნენ შეხვედრაზე. გიგი წერეთელის თქმით, მან გამოართვა ტელეფონი ერთ-ერთ ადგილობრივ მაცხოვრებელს და თვითონ დაელაპარაკა პირს, რომელიც რეკავდა და ზეწოლას ახორციელებდა მოსახლეობაზე. ეს პირი აღმოჩნდა მერის წარმომადგენელი შროშის ადმინისტრაციულ ერთეულში მურად ლაბაძე.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე