სავარაუდოდ, კამპანიისთვის ხელის შეშლის შემთხვევა
2020-10-26 „ლელო საქართველოსთვის" წარმომადგენლების ინფორმაციით, 19 სექტემბერს, მათი ოფისის გახსნისას, „ქართულ ოცნებასთან" აფილირებულმა მაგული მაჭარაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა „ლელოს" აქტივისტებს. იგი უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილის ქვეყანაში სხვა პარტიის მხარდამჭერები არიან მოღალატეები, ასევე მისი მხრიდან იყო მუქარა, რომ პარტიის აქტივისტებს შეექმნებათ პრობლემა. როგორც „ლელო საქართველოსთვის" საჩხერის ოფისის ხელმძღვანელმა დიანა ბერაძემ განაცხადა, მაჭარაშვილი არის „ქართული ოცნების" კოორდინატორი საჩხერის სოფელ კორბოურში. გარდა ამისა, კრედო ბანკის წარმომადგენელია და სხვა პარტიის მხარდამჭერებს ემუქრება, რომ ისინი სესხს ვერ მიიღებენ. 
„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი დაუკავშირდა მაგული მაჭარაშვილს, რომელმაც ფაქტი არ დაადასტურა და სატელეფონო ინტერვიუზე უარი თქვა. „ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან ივანაშვილმა დამკვირვებელს უთხრა, რომ მაჭარაშვილი მათი მხარდამჭერია. რაც შეეხება ფაქტს მისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ მაგული მაჭარაშვილმა უკმაყოფილება გამოთქვა, რადგან ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებას ხალხი ვერ ხედავს, მათ შორის საჩხერეშიც.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე