ზეწოლა ტელეკომპანიის მფლობელზე
2020-10-26
21 ოქტომბერს, „TV პირველის" დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მის მამას, ავთანდილ წერეთელს ლისის მიმდებარე ტერიტორიაზე დახვდნენ უცნობი პირები, რომლებმაც უთხრეს, რომ თუ მისი შვილი ტელეარხის სარედაქციო პოლიტიკას არ შეცვლიდა და „თუ არ გაჩერდები, მოგკლავთო". ვატო წერეთელი ფაქტის დროულ გამოძიებას ითხოვს.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დაწყებულია გამოძიება.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე