ზეწოლა ჟურნალისტებზე
2020-10-26 3 ოქტომბერს, საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიამ ტელეკომპანია ,,მაესტროს" გადაცემა „ბიზნესის სიახლეების" ჟურნალისტების მიერ წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით, ტელეკომპანია „იმედის” გენერალური დირექტორის მოადგილის ნიკოლოზ ლალიაშვილის1 მიერ ქარტიის მეორე პრინციპის დარღვევა დაადგინა, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ. 
ქარტიამ დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევას. ნიკა ლალიაშვილი აძლევდა მითითებებს ჟურნალისტებს, როგორ გაშუქებულიყო საკითხი ისე, რომ მმართველი გუნდის ინტერესი არ დაზარალებულიყო. ქარტიამ ხაზი გაუsვა, რომ მედიამენეჯერების ნაწილს სურს ჟურნალისტები აქციონ მიკერძოებულ ჯარისკაცებად პოლიტიკურ ძალთა ომში.
მსგავი ფაქტები და წინასაარჩევნოდ უკიდურესად პოლარიზებული მედიაგარემო დამაზიანებელია მოქალაქეთა მიუკერძოებლად ინფორმირებისა და არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარების მიზნებისთვის.



ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე