ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-10-26
ფირუზ წულუკიძე „სამართლიან არჩევნებთან" საუბარში აცხადებს, რომ „ოცნების შტაბიდან" მეგობარი სპორტსმენები მიუგზავნეს და „ნაციონალური მოძრაობის" დატოვების სანაცვლოდ ძმის გათავისუფლება შესთავაზეს. წულუკიძე აცხადებს, რომ აღნიშნული სპორტსმენები მისი მეგობრები არიან და მათი ვინაობის დასახელება არ სურს.
ფირუზ წულუკიძის ძმა დაპატიმრებულია. მის დაკავებას ოჯახი პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ „სამართლიანი არჩევნების" წინასაარჩევნო პერიოდის პირველი შუალედური ანგარიში, გვ.: 12.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე