ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-10-26
სოფელ ზემო მაჩხაანის სკოლის დიასახლისის, მზია ხარაშვილის თქმით, 15 ოქტომბერს, N14 დედოფლისწყაროს ოლქის N10 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა თარაშვილმა, შესთავაზა 200 ლარი, თუ მისი მეუღლე, რომელიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორია მირზაანის თემში, არჩევნებზე მხარს დაუჭერდა მმართველ პარტიას („შემოხაზავდა").
კობა თარაშვილმა „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან უარყო რაიმე ინფორმაციის ქონა ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით. მისი თქმით, მზია ხარაშვილთან კომუნიკაცია საერთოდ არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ კობა თარაშვილი მირზაანში მერის წარმომადგენლის - აკაკი თარაშვილის შვილი და „ქართულ ოცნებასთან" დაახლოებული პირია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე