ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-10-26
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიას" წევრის, თამარ კორძაიას თქმით, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუსა და წალენჯიხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ალექსანდრე მოწერელია წინასაარჩევნოდ 3 სოფლის მოსახლეობას დაპირდა ეკლესიების აშენებას, სამშენებლო მასალები მიიტანა და მშენებლობა დაიწყო.
„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ალექსანდრე მოწერელია, მარტვილში, სოფელ გაჭედილში შეხვედრისას, ადგილობრივ მოსახლეობას დაჰპირდა სკურდის უბანში არსებული ეკლესიის მშენებლობაში დახმარებას. ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, მან ჩამოიტანა 4-5 მანქანა ბეტონი და სამშენებლო მასალა, ხოლო შეხვედრიდან რამდენიმე დღეში სოფელში ჩაიტანეს ეკლესიის გადასახური მასალაც.
„ნაციონალური მოძრაობის" შტაბის წარმომადგენლების განცხადებით, ისინი ინფორმირებულები არიან ფაქტის შესახებ და მიიჩნევენ, რომ საქმე ეხება ამომრჩეველთა მოსყიდვას, მაგრამ რადგან ეკლესიისათვის მოხდა ამ მასალის შეწირვა, არ აპირებენ თემაზე აპელირებას.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე