ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა
2020-10-26
„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს აბაშის მკვიდრმა მიაწოდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების" წევრები, მათ შორის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები, კარდაკარის პრინციპით შეხვედრებისას, მოსახლეობას სთავაზობდნენ მედიკამენტებით უზრუნველყოფას. ისინი იწერდნენ მათ პირად მონაცემებს, მათთვის საჭირო მედიკამენტების დასახელებას და ჰპირდებიან გადაცემას. გრიგოლიამ დაასახელა მათი გვარები ესენი იყვნენ: ნადარაია და მესხი, რომლებიც დადიოდნენ მოსახლეობაში.
სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურეს. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შტაბის უფროსმა დავით დარცმელიძემ დამკვირვებელს მიაწოდა ვიდეო მასალა, რომელშიც ჩანს „ქართული ოცნების" სიმბოლიკიან ტანსაცმელში გამოწყობილი ახალგაზრდები როგორ იწერენ მოსახლეობის მონაცემებს და მათთვის საჭირო წამლებს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე