არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში
თარიღი: 2020-10-26
პერიოდი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - წინასაარჩევნო პერიოდი
ოლქი: ამბროლაური
ინციდენტის კატეგორია: სხვა
2020-10-26
8 ოქტომბერს, 13 საათზე, ამბროლაურის პარკში „ქართული ოცნების" რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთისა და მესტიის მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინეს. დასწრება ხდებოდა წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით. აქციას ესწრებოდნენ სკოლის პედაგოგები, ა(ი)პ-ების თანამშრომლები, მათ შორის, ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მაკა კიკაბიძე, რომელიც სიებში აზუსტებდა აქციაზე მოსული მოქალაქეების ვინაობას.
ოპოზიციის ადგილობრივი ლიდერების თქმით, „ქართული ოცნების" შეხვედრაზე ამომრჩეველთა მობილიზება მოხდა, ჩამოიყვანეს არა მარტო სოფლის რწმუნებულები, არამედ სკოლის პედაგოგებიც.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე