არაუფლებამოსილი პირების მონაწილეობა წინასაარჩევნო კამპანიაში
2020-10-26 4 ოქტომბერს „ქართული ოცნების" ახალციხე–ადიგენი–ასპინძა–ბორჯომის მაჟორიტარობის კანდიდატი ანტონ ობოლაშვილი ადიგენის სოფლებში მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები გამოქვეყნდა კანდიდატის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. შეხვედრას ესწრებოდა N38 ადიგენის ოლქის N7 ვარხანის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე რუსუდან ხობიაშვილი. თავდაპირველად, მან უარყო შეხვედრაზე დასწრება, თუმცა როცა დააზუსტეს, რომ დასწრების ფაქტი ასახულია ფოტოზე, თქვა, რომ არ ესწრებოდა შეხვედრას და ფანჯრიდან უსმენდა, შემდეგ ვერ მოითმინა, რადგან ანტონი მისი ნათესავია, გავიდა, 10 წუთით ნახა და უკან დაბრუნდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე