წინასაარჩევნო კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციის ჩართულობა
2020-10-26 დეკანოზი შალვა კეკელია გაერთიანებული ოპოზიციის ხაშურის კანდიდატის, ნატო ჩხეიძის საარჩევნო ბუკლეტში კანდიდატის სასარგებლოდ აგიტაციას ეწევა. იგი ამბობს, რომ ნატო ჩხეიძემ დიდი წვლილი შეიტანა სასულიერო ცხოვრებაში, ქაშუეთის ეკლესიაში დამხმარე ნაგებობა ააშენა, შემდეგ პატრიარქის რეზიდენცია აღადგინა სიონის ტაძარში. „მხოლოდ ეკლესიას კი არა ხალხსაც ეხმარება და სიკეთეს უანგაროდ აკეთებს. საერთოდ, ადამიანს, რომელიც საკუთარ ოჯახს ძალიან თბილად და ყურადღებით ექცევა, ქვეყნის მიმართაც ასეთივე დამოკიდებულება აქვს"- ეს არის შალვა კეკელიას ციტატის ნაწილი ნატო ჩხეიძის საარჩევნო ბუკლეტიდან.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე