ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება
2020-10-27
10 ოქტომბერს, ქუთაისში ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის 160-ე წლის იუბილე გაიმართა, რომელსაც „ლელოს" ადგილობრივი წარმომადგენლების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ესწრებოდა „ქართული ოცნების" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ქართული ოცნებიდან", ზაზა ლომინაძე. ამასთან, თავად „ლელოს" წარმომადგენელს თეატრის ადმინისტრაციამ დასწრებაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ „ოფიციოზი" მათ შორის პრეზიდენტი იქნებოდა ღონისძიებაზე და ამიტომ გარეშე პირებს ვერ შეუშვებდნენ შენობაში.
თეატრის ადმინისტრაციამ „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს დაუდასტურა, რომ ზაზა ლომინაძე ესწრებოდა ღონისძიებას, ასევე არ უარყვეს მისი სიტყვით გამოსვლის ფაქტიც, თუმცა აღნიშნეს, რომ გამოსვლის ტექსტში პოლიტიკა არ ყოფილა და მხოლოდ თეატრისადმი მილოცვით შემოიფარგლებოდა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე