დამკვირვებლისთვის ხელის შეშლა
2020-10-27
29 სექტემბერს, დაახლოებით 17:00 საათზე, „სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიანი დამკვირვებელი წინასაარჩევნო მონიტორინგის ფარგლებში აკვირდებოდა პ/გ „ლელო საქართველოსთვის" კანდიდატის შეხვედრას დედოფლისწყაროს სოფელ საბათლოში. პარტიის ავტომობილი გააჩერეს მათთვის უცნობმა პირებმა და ხელს უშლიდნენ თავისუფლად გადაადგილებაში. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი შეეცადა აღნიშნული ვიდეოთი გადაეღო, რაშიც მერის წარმომადგენლის ძმამ და ადგილობრივი მაღაზიის გამყიდველმა ხელი შეუშალეს - მოსთხოვეს გაურკვეველი დოკუმენტაცია, რითაც ის დაადასტურებდა საჯარო სივრცეში ვიდეოგადაღების უფლებას. ამასთან საქმის გარჩევის მიზნით, დაიბარეს სოფლის ცენტრში და უთხრეს, რომ „სოფლიდან ვერ გავიდოდა".
„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელმა გამოიძახა საპატრულო პოლიცია თუმცა, ის შემთხვევის ადგილზე არ მისულა. ორგანიზაციის დამკვირვებელი მოგვიანებით არხილოსკალოს პოლიციის რაიონულ განყოფილებაში განცხადების დასაწერად დაიბარეს. განყოფილებიდან გამოსვლის შემდგომ, მას კვლავ დაუკავშირდა პოლიცია და განყოფილებაში მიბრუნება სთხოვა დეტალების დასაზუსტებლად, რადგან საკითხით პოლიციის განყოფილების უფროსი იყო დაინტერესებული. განყოფილების დატოვების შემდეგ, დამკვირვებელს მესამედ დაუკავშირდნენ და პოლიციის დედოფლისწყაროს განყოფილებაში მისვლა სთხოვეს.
გამოძიება მუქარის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე