თარიღი: 2020-10-31 პერიოდი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე ოლქი: გლდანი ინციდენტის კატეგორია: კენჭისყრის დღის ზოგადი დარღვევები, ფიზიკური ძალადობა/მუქარა/ზეწოლა |
გლდანის მე-10 საარჩევნო ოლქში დღის მანძილზე რამდენიმე ინციდენტი მოხდა 39-ე სჯარო სკოლასთან, სადაც მდებარეობს 78-ე საარჩევნო უბანი. ბოლო ინციდენტში ფიგურირებს იარაღი. როგორც „სამართლიან არჩევნებს" გლდანის #10 საოლქო საარჩევნო კომისიის წევრმა მაია ხუნდაძემ განუცხადა, მან თავადაც დაინახა როგორ ემუქრებოდა უცნობი პირი, საარჩევნო უბნის გარეთ ერთ-ერთ დამკვირვებელს. „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის ინფორმაციით, ამ ტერიტორიაზე დღის განმავლობაში სიტუაცია რამდენჯერმე ძალადობრივ ინციდენტში გადაიზარდა და ამჟამად კვლავაც ხალხმრავლობაა. მობილიზებულია პოლიციაც.