შემაჯამებელი ოქმთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემები
2020-11-03 საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმები შედგენილია საარჩევნო კოდექსის დარღვევებით კერძოდ: პროპორციული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში არ არის მითითებული შედგენის დრო. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მე-11 გრაფაში ასახული მონაცემი გადასწორებულია. შედგენილია შესწორების ოქმი პროპორციული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში შესწორების შეტანის შესახებ, სადაც გამორჩენილია საუბნო საარჩევნო კომისიის ნომერი, ასევე გადასწორებულია სიტყვა „პრპოპორციული". 07.09.57 საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული პროპორციული და მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების ასლები არ არის დამოწმებული კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერებით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე