დამკვირვებლის შევიწყოვება
2020-11-20 ქუთაისის 69-ე საარჩევნო უბანზე, ორგანიზაციის მობილურმა ჯგუფმა უბანზე დაწერა საჩივარი - სამართლიანი არჩევნების დამკვირვებელს შეეზღუდა დაკვირვევის უფლება. კერძოდ: კომისიამ წილისყრის ჩაუტარებლად გამოავლინა მთვლელები, რაზეც დამ,კვირვებელმა გამოთქვა შენიშვნა და კომისიას მოუწოდა პროცედურების დაცვისკენ. "ქართული ოცნების" წარმოამდგენელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა დამკვირვებელს და სცადა ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაც. კომისიის წევრებმა ნაცვლად იმისა, რომ დაეცვათ დამკვირვებლისათვის გარანტირებული დაკვირვების უფლება, თავიანთი აგრესიული ქცევით, შეუძლებელი გახადეს დამკვირვებლისთვის დაკვირვების უფლების განხორციელება. მკომისიის აგრესიული ქცევა გამოიხატებოდა დამკვირვებლისათვის ყვირილით, სიტყვიერი შეურაცხყოფით, შერცხვენის მცდელობით და დამუნათებით, ამ პროცესში მონაწილეობდა კომისიის ყველა წევრი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე