უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებების უკანონო შეზღუდვა
2020-11-20 მცხეთის 39-ე საარჩევნო უბანზე, ბიულეტენების გადარჩევისას გამოვლინდა საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელზეც არ იყო რეგისტრატორის ხელმოწერა. თავმჯდომარემ არ მისცა დამკვირვებელს უფლება, რომ გადაემოწმებინა ეს რაოდენობა ზუსტად და ასევე დაეზუსტებინა რეგისტრატორის სახელი და გვარი, რომელსაც ევალებოდა ამ ბიულეტენებზე ხელმოწერა. მოთხოვნა არ ყოფილა დაკმაყოფილებული, რაზეც საჩივარი დარეგისტრირდა უბანზე და საოლქოში დაიწერა საჩივარი მოთხოვნით, რომ დამდგარიყო კომისიის თავმჯდომარის პასუხისმგებლობა და აღმოფხვრილიყო დარღვევა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე