პროცედურული დარღვევა
თარიღი: 2020-12-03
პერიოდი: 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები - არჩევნების დღე
ოლქი: მარნეული
ინციდენტის კატეგორია: სხვა
2020-12-03 მარნეულის 69-ე საარჩევნო უბანზე კომისიამ დაარღვია დათვლის და შეჯამების პროცედურის რიგითობა, კერძოდ: კომისიამ გახსნა და ერთმანეთში აურია ძირითადი და გადასატანი ყუთის კონვერტები, ისე, რომ მანამდე არ შეუმოწმებია და არ დაუთვლია გადასატანი საარჩევნო ყუთის სია. ყუთების გახსნისა და ბიულეტენების შერევის შემდეგ აღმოაჩინე,ს რომ უბანზე არ იყო გადასატანი ყუთის სია, შესაბამისად, არც იმ ამომრჩეველთა ხელმოწერები, რომელთაც გადასატანი ყუთით მისცეს ხმა. აღნიშნული სია მოგვიანებით, ძებნის შემდეგ იპოვეს. უბანზე "სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელს უკანონოდ ეთქვა უარი აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით, მის მიერ წარდგენილი საჩივრის რეგისტრაციაზე თავმჯდომარისა და მდივნის მიერ.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე