საარჩევნო დოკუმენტაციის არასათანადო წარმოება/შევსება

2020-12-03
გორის 23-ე საარჩევნო უბანზე, ამომრჩეველმა რომელიც შეყვანილი იყოს სპეციალურ სიაში (ამომრჩეველს ხმა უნდა მიეცა #107 საარჩევნო უბანზე), ხმა მისცა ძირითად უბანზე. რეგისტრატორმა 11:30 წუთზე ამომრჩეველს მარკირება გაუკეთა და რეგისტრაციაში გაატარა, ისე, რომ ამომრჩეველს არ წარმოუდგენია თვითიზოლაციის დასრულების რაიმე საბუთი. აღნიშნული ფაქტი აღმოაჩინა კომისიის თავმჯდომარემ 17:00 საათზე და აცნობა ზემდგომ საოლქო კომისიას.