სააგიტაციო მასალის დაზიანება
2020-12-08
სააგიტაციო მასალების დაზიანებას საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მასიური ხასიათი აქვს. ამ ეტაპისთვის, „ევროპული საქართველოს" სააგიტაციო მასალების მასიურად დაზიანება შეინიშნება 20 მუნიციპალიტეტში. პლაკატების უმრავლესობა ჩამოხეული და დაზიანებულია, ხოლო ზუგდიდში, ახალციხეში და ასპინძაში პარტიის პლაკატებს „ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატების ფოტოები გადააკრეს.
„ნაციონალური მოძრაობის" პლაკატების მასიურად დაზიანება შეინიშნება ხუთ მუნიციპალიტეტში. მათ შორის გორში, აქტივისტები ამბობენ, რომ დაზიანებულ პლაკატებთან კერძო ობიექტების სათვალთვალო ვიდეოკამერებია განთავსებული, თუმცა მათი შესწავლა არ ხდება.
შვიდ მუნიციპალიტეტში დაზიანდა „ქართული ოცნების" კანდიდატების პლაკატები, მათ შორის, გურჯაანში, კანდიდატ სონღულაშვილის პლაკატები მასიურადაა ჩამოხეული.
ცალკეულ მუნიციპალიტეტებში დაზიანდა „სტრატეგია აღმაშენებლის", „ლეიბორისტული პარტიის" და „თავისუფალი საქართვლოს" სააგიტაციო მასალაც.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე