სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა
2021-08-30
30 ივლისს სამოქალაქო აქტივისტმა ზაზა მეხრიშვილმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ფიზიკურად ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ ჯანაშვილი გაუსწორდა. მეხრიშვილი ამტკიცებს, რომ ჯანაშვილის გარდა მასზე ფიზიკურად ხაშურის მერიის მაღალჩინოსნებმაც იძალადეს. საუბარია სერგო ლალიაშვილზე, რომელიც მერიის ეკონომიკის სამსახურს ხელმძღვანელობს და კოტე ფრუიძეზე, რომელიც კულტურის სამსახურის უფროსია. მეხრიშვილის მტკიცებით დაპირისპირება სოციალურ ქსელში მისმა აქტიურობამ გამოიწვია, რადგან ხაშურის მუნიციპალიტეტის მესვეურებს კორუფციაში ამხელდა. მისი თქმით, სამართალდამცველებისთვის არ მიუმართავს, რადგან საკრებულოს თავმჯდომარე მოკვლით ემუქრებოდა. მეხრიშვილი ამბობს, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე პარტიიდან "გირჩი" კენჭისყრას აპირებდა, რის გამოც მას პროვოკაცია მოუწყვეს, მათ შორის, მიგზავნილი მეგობრის მეშვეობით ტელეფონი მოჰპარეს, რომელშიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების ძალადობის არაერთი მამხილებელი ვიდეო ჰქონდა.

ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარემ „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელთან საუბარი არ ისურვა და უკანონოდ აუკრძალა საკრებულოს შენობაში შესვლა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე