მმართველი პარტიის კანდიდატების არაოფიციალური კამპანია
2021-08-30
219 ხარაგაულელი პირველკლასელი ხარაგაულის მერისგან, კობა ლურსმანაშილისგან საჩუქრად წიგნ-რვეულ „პირველკლასელთა აკადემიას" მიიღებს. წიგნები საგანმანათლებლო პროექტის „ეტალონი" ფარგლებში მომზადდა. წიგნ-რვეულს საჩუქრად 2021 წლის ოქტომბრისა და ნოემბრის „IZRUNE.GE"-ის ორთვიანი VIP აბონემენტიც მოჰყვება. კობა ლურსმანაშვილმა, წიგნები, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან ერთად, ხიდრის საჯარო სკოლის შერწყმული კორპუსის მომავალ პირველკლასელებს უშუალოდ გადასცა.

აღსანიშნავია, რომ 30 ივლისს კობა ლურსმანაშვილი „ქართულმა ოცნებამ" მერობის კანდიდატად წარადგინა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე