ქალი პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმართული სიტყვიერი შეურაცყოფა
2021-08-30 გორის საკრებულოში გამართულ საკრებულოს სხდომაზე, თავმჯდომარე დავით რაზმაძემ საკრებულოს დამოუკიდებელ წევრს ირმა ამბარდნიშვილს ქუჩის ქალი უწოდა და განაცხადა რომ ასეთი ქალების ადგილი საკრებულოში არ არის. რაზმაძის სექსისტურ განცხადებებს გამოხმაურება მოჰყვა როგორც ჟურნალისტების, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისგან. ირმა ამბარდნიშვილი სახალხო დამცველს და პარლამენტს სთხოვს მოკვლევას და რეაგირებას. საკრებულოს თავმჯდომარემ „მღელვარების" შემდეგ ბოდიში მოიხადა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე