ქალი დეპუტატის მიმართ განხორციელებული შევიწროვება
2021-08-30 18 ივლისს, პარლამენტში მისულ შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცეს. ოპოზიციისა და ჟურნალისტების პროტესტს, უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, თინა ბოკუჩავა, რომელმაც სპიკერატისთვის განკუთვნილ ადგილზე ასვლა სცადა, უმრავლესობის დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა ძალის გამოყენებით გაიყვანა ტერიტორიიდან. ბოკუჩავას თქმით, თავდაპირველად ამის მცდელობა მგალობლიშვილს ჰქონდა, რომელსაც შემდეგ პაპუაშვილი შეუერთდა.

თინა ბოკუჩავა  „ქართული ოცნების" დეპუტატ კაცებს, შალვა პაპუაშვილს, ლევან მგალობლიშვილსა და ირაკლი ზარქუას პარლამენტის ეთიკის საბჭოში უჩივის.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე