დამკვირვებლის საქმიანობის შეზღუდვა
2021-09-04 ,,სამართლიანი არჩევნების" ხელვაჩაურის წარმომადგენელს არ მიეცა შეხვედრაზე დაკვირვების საშუალება. მას განუმარტეს რომ პარტიულ შეხვედრაზე არ იყო წინასწარი სიით მიწვეული სტუმარი. დამკვირვებელი შეეცადა გარედან დაკვირვებოდა პროცესს, თუმცა მალევე შსს-ს ათამდე თანამშრომელი მივიდა მასთან და ფსიქოლოგიური ზეწოლა განახორციელეს, კერძოდ, არ აძლევდნენ ფოტო-ვიდეოს გადაღების საშუალებას, ტელეფონის გამოყენებისას მისი მიმოწერების წაკითხვასაც კი შეეცადნენ. ამ პირებმა დამკვირვებელი იძულების წესით მიმდებარე ტერიტორიას განარიდეს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე