სამშენებლო მასალების გადაცემა პოტენციური ამომრჩეველთათვის
2021-09-05 ფოთის მერიამ, 30 ოჯახისათვის სამშენებლო მასალები _ 739 ცალი სახურავის ფილა და 6.9. კბ.მეტრი ხის მასალა შეიძინა, რაშიც 19 275 ლარი გადაიხადა. სამშენებლო მასალები ფოთში, განსაკუთრებით მძიმე საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები მოქალაქეების დახმარების მიზნით შეიძინეს. პროგრამა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება. 

ეს უკვე, მეორე შეძენაა, პირველად მასალები მოსახლეობას 29 ივლისს გადასცეს. აღნიშნული პროგრამა ფოთის მერიამ მიმდინარე წელს დაამატა და მისთვის ბიუჯეტში 50 000 ლარია გათვალისწინებული (პროგრამული კოდი 06 04 19). 

თუმცა, ფოთის მერიამ პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება 7 თვის შემდეგ დაიწყო და საარჩევნო პერიოდში ახორციელებს.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე