მოქმედი თანამდებობის პირების კამპანია
2021-09-16 გლდანის რაიონში „ქართული ოცნების" მიერ მაჟორიტარ კანდიდატად დასახელებული გამგებლის მოქმედი მოადგილე კოტე ზარნაძე, 4 აგვისტოს, გამგებელთან და საკრებულოს დეპუტატთან ერთად დაესწრო გლდანის პირველ მიკრო-რაიონში მოქალაქეთა დასასვენებელი და გასართობი სივრცის გახსნას.

ამავე შეხვედრის მიმდინარეობისას, კოტე ზარნაძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პირდაპირი ეთერის საშუალებით საზოგადოებას ამცნო, რომ გლდანის პირველ მიკრორაიონში მე-10 კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გაიხსნა, სპორტული მოედანი და მოზრდილთა და ბავშვთა გასართობი სივრცე.

მისი თქმით, ამ ტერიტორიაზე 2008 წელს არსებობდა სტადიონი, მაგრამ გასხვისდა და ინვესტორს დაგეგმილი ჰქონდა მაღალსართულიანი კორპუსის მშენებლობა, თუმცა 2017 წელს, ტერიტორია გამოისყიდეს ადგილმონაცვლეობით და ამისთვის ძალიან დიდი შრომა გასწია, მერიამ, გამგეობამ და დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ.



ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე