სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა
2021-09-26 „ევროპული საქართველოს" ჩოხატაურის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ლია ჩიგოგიძის თქმით, „ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატი ზვიად მამალაძე მათი მაჟორიტარობის 2 კანდიდატზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებს. ჩიგოგიძის განცხადებით, მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას გურიის მაჟორიტარი დეპუტატი, ვასილ ჩიგოგიძეც ახორციელებს, რომელიც „ევროპული საქართველოს" მაჟორიტარ კანდიდატებს იბარებს და კანდიდატურის მოხსნას სთხოვს.

„სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი ესაუბრა ორივე კანდიდატს, რომელთაც ანონიმურად დარჩენა ისურვეს. მათ დაადასტურეს ზვიად მამალაძისა და ვასილ ჩიგოგიძის მხრიდან ზეწოლა კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე