სავარაუდოდ პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარა/ხელის შეშლა
2021-09-26 პარტია "საქართველოსთვის” სამცხე-ჯავახეთის კოორდინატორის ლევან თათოშვილის ინფორმაციით, მათ მაჟორიტარობის და პროპორციული სიით N4 კანდიდატის, კობა გელაშვილის შვილებზე: ნიკა გელაშვილსა და აკაკი გელაშვილზე ზეწოლა განხორციელდა. ორივე მათგანს ხელმძღვანელობამ მოსთხოვა განცხადების დაწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ, თუ მათი მამა, კობა გელაშვილი არ მოხსნიდა კანდიდატურას.

ადიგენის შტაბის ხელმძღვანელის თქმით, აკაკი გელაშვილს განცხადების დაწერა მოსთხოვა ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ. ეს უკანასკნელი თათოშვილის განცხადებას სიცრუეს უწოდებს, მისი თქმით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე