ზეწოლა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელზე
2021-09-29 „სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებელი თამთა ვირსალაძეს, დასაქმებული იყო edu.aris.ge -ში, სადაც, როგორც ჟურნალისტი განათლების საკითხებს აშუქებდა. მისი „სამართლიან არჩევნებში" მუშაობის შესახებ გამოცემის ადმინისტრაციისათვის კარგად იყო ცნობილი.რედაქტორის დავალებით, მან საიტისათვის მოამზადა მასალა „სამართლიანი არჩევნების" კვლევის შესახებ, რომლიც სისტემის პოლიტიზების გამო, დირექტორებისთვის ხელშეკრულების ვადის არ გაგრძელებას ეხებოდა.მასალის გამოქვეყნების შემდეგ, საიტის დამფუძნებელმა გიორგი კაშიამ იგი დაიბარა და მკაცრად გაკიცხა აღნიშნული კვლევის გაშუქების გამო. ის ორგანიზაციას „სუსის აგენტად" და პოლიტიკურად ანგაჟირებულად მიიჩნევდა. მფლობელმა ვირსალაძეს უთხრა, რომ სახეზე იყო ინტერესთა კონფლიქტიც. მანამდე მან პროდიუსერს და რედაქტორს საიტიდან ააღებინა ორგანიზაციის კვლევის შესახებ მასალები და უთხრა, რომ კვლევა მათთან აღარ უნდა გამოჩენილიყო.ოფისში დაბარებისა და ამ თემებზე საუბრის შემდეგ, ღირებულებების მკვეთრი აცდენის გამო, „სამართლიანი არჩევნების" წარმომდგენელმა სამსახური დატოვა.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე