ამომრჩეველთა სიასთან დაკავშირებული დარღვევები
2021-10-30 #9 ნაძალადევის საარჩევნო ოლქის #74 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის დაბრუნების შემდეგ აღმოჩნდა, რომ ყუთის წამღებმა კომისიის წევრებმა 3-ით ნაკლები ბიულეტენი და კონვერტი დააბრუნეს. კერძოდ, უბნის დატოვებამდე მათ გადაეცათ 40 საარჩევნო ბიულეტენი და ამდენივე სპეციალური კონვერტი. გადასატანი საარჩევნო ყუთის სიაში იყო 35 ამომრჩევლის ხელმოწერა. კომისიის წევრებმა უკან დააბრუნეს მხოლოდ ორი სპეციალური კონვერტი და ბიულეტენი. მათ არ დაუბრუნებიათ დარჩენილი 3 სპეციალური კონვერტი და ბიულეტენი.


ინციდენტის გაზიარება



FACEBOOK
გააზიარე

TWITTER
გააზიარე