1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 345
1234567891011121314151617

აგიტაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ

თარიღი: 2012-08-13
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-13 13 აგვისტოს გავრცელებული ინფორმაციით ბათუმში სანახევროდ სახელმწიფო ბიუჯეტით და ნაწილობრივ კერძო კომპანიის მიერ დაფინანსებული მიუზიკლ ,„ვერის უბნის მელოდიების" გენერალურ რეპეტიციაში, რომელიც ტელევიზიით გადაიცა, მონაწილე მომღერლები და მსახიობები ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერ 5 ნომრიან მაისურებში იყვნენ ჩაცმულები. მიუზიკლის მონაწილეები ამ ფაქტს არ უარყოფენ. [youtube]u5bN_RE-5Zc[/youtube]...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო მასალა მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს შენობაში

თარიღი: 2012-08-13
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა, შენობა-ნაგებობების გამოყენება

2012-08-13 გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის სოციალური სამსახურის ერთ-ერთ ოთახში დაფიქსირდა კედლებზე გაკრული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო პლაკატები და სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო ნომერი. [youtube]AU9tuJIHFQ0[/youtube]...

ფოთის სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომელ მანუჩარ ქუჩულორიაზე განხორციელებული ზეწოლა და სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-08-13
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება, მუქარა/დაშინება, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-08-13 მე, მანუჩარ ქუჩულორია, 8 წელი ვმსახურობდი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში. ბოლო თვეებია ჩემზე ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა. მამაჩემი, ვახტანგ ქუჩულორია არის "ეროვნული ფორუმის" წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი. დაახლოებით 2 თვის წინ დამიბარეს წალენჯიხის კუდ-ში. მალხაზ ღურცკაია – კუდ-ის უფროსი დაჟინებით მოითხოვდა, მამაჩემი დემონსტრაციულად გადასულიყო ნაციონალურ მოძრაობაში. ამის შემდეგ ფოთის სანაპირო ...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

'ქართული ოცნების" წევრის, ვანო ნაცარაშვილის დაცვის სამსახურიდან გათავისუფლება გურჯაანში

თარიღი: 2012-08-13
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-08-13 2012 წლის 30 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების" წევრი ვანო ნაცარაშვილი გურჯაანში დაცვის სამსახურიდან გათავისუფლდა. იგი „United security“– დაცვის სამსახურში 2012 წლის აპრილიდან მუშაობდა და გურჯაანის სამედიცინო ცენტრში იყო განაწილებული. ვანო ნაცარაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაახლოებით 3 კვირით ადრე მასთან უშიშროების და პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვება მოსთხოვეს,...

"ქართული ოცნების" აქტივისტ გიორგი ჭინჭარაულის დაკავება სოფელ გამარჯვებაში

თარიღი: 2012-08-13
ოლქი: დედოფლისწყარო , გამარჯვება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-08-13 2012 წლის 6 აგვისტოს დედოფლისწყაროს ცენტრში დააკავეს სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები გიორგი ჭინჭარაული, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტია. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს გიორგი ჭინჭარაულმა განუცხადა, რომ იგი სოფლიდან პირადი საქმეებთან დაკავშირებით რაიონში ჩამოვიდა, რა დროსაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა ყოველივე მიზეზის გარეშე ჩასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში და სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორში წაიყვანეს. როგორც გიორგი ჭინჭ...

ივანიშვილისა და კალაძის უკანონო დაჯარიმების ფაქტი

თარიღი: 2012-08-12
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-08-16 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 10 აგვისტოსა და 11 აგვისტოს უკანონო გადაწყვეტილებები პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების - ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის დაჯარიმებისა და კახა კალაძის უძრავ-მოძრავი ქონებასა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის დადასტურებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კახა კალაძისათვის დაკისრებულმა ჯარიმამ 16 944 960 ლარი, ხოლო ბიძინა ივანიშვილისათვის დაკისრებულმა ჯარიმა...

ელგუჯა თაბორიძისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარა

თარიღი: 2012-08-08
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-09-03 2012 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ელგუჯა თაბორიძე თავის შვილთან ერთად იმყოფებოდა კასპის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, მასთან მივიდა კასპის კრიმინალური პოლიციის უფროსი მალხაზ ბარნოვი, რომელიც დაემუქრა, თუ მისი შვილი არ დაანებებდა თავს პოლიტიკურ საქმიანობას შესაძლებელი იყო დაეკარგათ სახლი. ბატონი ელგუჯას შვილი ლევან თაბორიძე ცხოვრობს და საქმიანობს ბრიუსელში. 2011 წლიდან არის ”ქართული ოცნების” აქტივისტი. 2012 წლის 15 ივლისს ბატონი ლევანი ”TV9”-ის ეთერით გამოვიდა ”ქართული ოცნების” მხარდასაჭერ...

თამარ კაიკაციშვილის დათხოვნა ქობულეთის პროფესიული კოლეჯიდან

თარიღი: 2012-08-08
ოლქი: ქობულეთი , ქობულეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-08-08 2012 წლის 19 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებულმა სსიპ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორმა მჭედლიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საკუთარი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი. მჭედლიშვილმა კაიკაციშვილს პირადი განცხადების საფუძველზე წასვლა ჯერ კიდევ 6 ივნისს მოსთხოვა, თუმცა კაიკაციშვილმა საკითხში გარკვევა და საგამოცდო პერიოდის ვადის დასრულება ითხოვა, რაზეც დირექტორი წინააღმდეგი წავიდა. დირექტორმა დათხოვნის მიზეზად სამინისტროსგან მიღებული დირექტი...

აგიტაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ

თარიღი: 2012-08-07
ოლქი: ოზურგეთი , ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: ამომრჩევლის მოსყიდვა, საჯარო მოხელის მხრიდან ფულის/საჩუქრის/მომსახურების გადაცემა

2012-08-07 ოზურგეთში მიმდინარე წლის 7 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ოფისში სამუშაო საათების დროს შეიკრიბა ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს თანამდებობის პირები, მათ შორის: შუქრი გაბრიჩიძე - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი, გია შახოვი - გამგეობის მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი, ოთარ რევიშვილი -სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი გურიაში, კახა მეგრელიშვილი - ქალაქ ოზურგეთის რწმუნებული, მ...

თავდასხმა “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრებზე სოფელ თიკერში

თარიღი: 2012-08-07
ოლქი: ქობულეთი , თიკერი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-08-02 2012 წლის 2 აგვისტოს კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები სალომე ბერიძე, გიორგი ახვლედიანი, მერი ტოტოღაშვილი და ვაჟა ცეცხლაძე სოფელ ცეცხლაურში თიკერის დასახლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ გაზეთებს და 5 აგვისტოს ბათუმში დაგეგმილი აქციის მოსაწვევებს არიგებდნენ. სოფელ ცეცხლაურში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მათ ქვები ესროლეს, დაუზიანეს ტელეფონები და ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების ინციდენტი შუახევში

თარიღი: 2012-08-07
ოლქი: შუახევი , შუახევი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-08-05 გიორგი ხურციძე 5 აგვისტოს დააკავეს ბათუმში, ამავე დღეს მოხდა ახალგაზრდული ჯგუფის წევრის გიორგი ობოლაძის აყვანაც ტყიბულში და დათო კუბლაშვილის თბილისში. როგორც დაკავებულთა ადვოკატმა, ირაკლი შავაძემ განაცხადა, სამივე მათგანი მოწმეების სტატუსით ქურდობისა და თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვის საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს და დაკითხვის შემდეგ მალე გაათავისუფლეს....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

”ქართული ოცნების” აქტივისტების დავით კუბლაშვილის, გიორგი ობოლაძის და გიორგი ხურციძის დაკითხვა შუახევის პოლიციაში

თარიღი: 2012-08-05
ოლქი: შუახევი , შუახევი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-09-03 ქ. ბათუმში 5 აგვისტოს კოალიცია ,,ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, კოალიციის რამდენიმე წარმომადგენელი იმყოფებოდა შუახევის მუნიციპალიტეტში, რომელთა მოვალეობაშიც შედიოდა დაგეგმილი აქციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. კოალიციის აქტივისტებს აჭარაში ჩასვლამდე ქ.ლანჩხუთში შემოუერთდა, ასევე კოალიციის აქტივისტი ირაკლი დობორჯგინიძე. აქტივისტთა განმარტებით, მათ ირაკლი დობორჯგინიძის მიმართ თავიდანვე გარკვეული ეჭვი გაუჩნდათ, მისი შესაძლო თანამშრომლობაზე პოლიციის ორგან...

საჯარო პირების საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა

თარიღი: 2012-08-05
ოლქი: ოზურგეთი , დვაბზუში
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-08-05 5 აგვისტოს ოზურგეთის რაიონის სოფელ დვაბზუში, სოფლის რწმუნებული ვაჟა მახარაძე თავად არიგებდა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” სააგიტაციო მასალას. მასალების დარიგების პროცესს ოზუგეთის საკრებულოს ნაციონალური ფრაქციის ხელმძღვანელი თემურ მოქიაც ესწრებოდა....

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - პროგრამა „ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"

თარიღი: 2012-08-03
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-03 ვიდეო რგოლში საუბარია პროგრამის წარმატებაზე და პირდაპირ ხდება საჯარო ინსტიტუტის მიერ გაწეული საქმიანობის რეკლამირება. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, დეტალურად შეისწავლონ თითოეული ვიდეორგოლი და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება. [youtube]a0Cc4YeBSzQ[/youtube]...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - „30 ახალი საავადმყოფო 30 დღეში"

თარიღი: 2012-08-03
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-03 ვიდეორგოლში საუბარია ახალი საავადმყოფოების მშენებლობასა და ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებაზე. აღნიშნულ რეკლამაში მუდმივად ფიგურირებს საქართველოს პრეზიდენტი. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, დეტალურად შეისწავლონ თითოეული ვიდეორგოლი და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება. [youtube]mh97T3_hexo[/youtube]...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - „მთავრობის 10 პუნქტიანი გეგმა"

თარიღი: 2012-08-03
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-03 კადრებში ჩანს საქართველოს პრეზიდენტი და მთავრობის სხვა მაღალი თანამდებობის პირები და საუბარია მთავრობის ათპუნქტიან გეგმაზე, მათ შორის, ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანდაცვაზე. პრეზიდენტის სიტყვებზე დაყრდნოთ, იგი ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს რეკლამის პოლიტიკურ ხასიათს. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, დეტალურად შეისწავლონ თითოეული ვი...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - „დამზადებულია საქართველოში"

თარიღი: 2012-08-03
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-03 ვიდეო რგოლში ხაზგასმულია კონკრეტული სახელმწიფო უწყების წარსული მიღწევები. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ'' მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, დეტალურად შეისწავლონ თითოეული ვიდეორგოლი და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება. [youtube]GwcDL2uPAO0[/youtube]...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - „საქართველოს სტაბილური ენერგომომარაგება"

თარიღი: 2012-08-03
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-03 ვიდეორგოლი მოგვითხრობს საქართველოს მთავრობის მიღწევებსა და რეფორმებზე „ვარდების რევოლუციამდელ“ მთავრობასთან შედარებით. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, დეტალურად შეისწავლონ თითოეული ვიდეორგოლი და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება. [youtube]uKiull83hQw[/youtube]...

სოციალური რეკლამა მმართველი პარტიის სამსახურში - „ენერგოდამოუკიდებელი საქართველო"

თარიღი: 2012-08-03
ოლქი: თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-03 ვიდეორგოლში საუბარია წარსულში ენერგომომარაგებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და საქართველოს ხელისუფლების დამსახურებით მიღწეულ ენერგოდამოუკიდებლობასა და უსაფრთხოებაზე. "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" მიმართა სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორის კომისიას, დეტალურად შეისწავლონ თითოეული ვიდეორგოლი და თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში მოახდინონ სათანადო რეაგირება. [youtube]1YjhNrpHozU[/youtube]...

დმანისის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება

თარიღი: 2012-08-02
ოლქი: დმანისი , დმანისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სატრანსპორტო/საკომუნიკაციო/საოფისე საშუალებების გამოყენება

2012-09-07 დმანისის მუნიციპალიტეტი - „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დმანისის მუნიციპალიტეტში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა“. ამონარიდი: ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პარლამენტის თავმჯდომარემ კახაბერ ოქრიაშვილი წარადგინა. საია მიმართავს ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საქმის გარემოებები და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმები შესაბამისი პირების მიმართ. ასევე, საია მოუწოდებს თავისუფალი და ...