1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 345
123456789101112

"თავისუფალი საქართველოს” კასპის მაჟორიტარი კანდიდატის, ლაშა ფავლენიშვილის ცემის ფაქტი

თარიღი: 2012-09-20
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-09-20 კასპის ცენტრში "თავისუფალი საქართველოს” კასპის მაჟორიტარი კანდიდატი, ლაშა ფავლენიშვილი სცემეს. ამის შესახებ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი ლაშა ფავლენიშვილს გაესაუბრა, რომელიც აცხადებს, რომ არ იცის ვინ და რატომ სცემეს ის....

"ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, მერაბ ბოლაშვილის ცემის და მისი მაღაზიის დაარბევის ფაქტი დიცში

თარიღი: 2012-09-20
ოლქი: გორი , დიცი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-09-20 „სამართლიანი არჩევნების “გრძელვადიანი დამკვირვებლის ცნობით, გორის რაიონის სოფელ დიცში უცნობმა პირებმა კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, მერაბ ბოლაშვილი სცემეს და მისი მაღაზია დაარბიეს. უცნობი პირები სოფელში ავტომანქანით მოძრაობდნენ. როგორც მერაბ ბოლაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებს, დამრბევებმა მას კოალიციის წევრობა აუკრძალეს. ინციდენტს ამირან მძინარაშვილი შეესწრო. მან საკუთარი თვალით დაინახა მერაბ ბოლაშვილის ცემის და მისი მაღაზიის დარბევის ფაქტი. ბიძინაშვილიც ამბობს, რომ ...

„ქართული ოცნების“ აქტივისტის, სოკოლოვის ცემის ფაქტი ნინოწმინდაში

თარიღი: 2012-09-20
ოლქი: ნინოწმინდა , სათხა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-09-20 20 სექტემბერს, ნინოწმინდაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალბერტ ნურბეგიანი, საინიციატივო ჯგუფთან ერთად სოფელ სათხაში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდებოდა. ექსცესების თავიდან აცილების მიზნით „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს დაეტოვებინათ სოფელი. ამ დროს მათ უკნიდან მიეპარნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ენზელას მკოიანის ნათესავები (ბიძაშვილები) და „ქართული ოცნების“ აქტივისტს, სოკოლოვს თავში ქვა ჩაარტყეს. სოკოლოვმა გონ...

მასწავლებლებისა და მშობლების პრეზიდენტთან შეხვედრაზე დასწრების იძულება სოფელ სართიჭალაში

თარიღი: 2012-09-20
ოლქი: გარდაბანი , სართიჭალა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-09-21 გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში ნაცმოძრაობის შტაბის უფროსმა პაატა თეთრაულმა მასწავლებლებს განუცხადა შემდეგი: "თქვენი ხმა ყველა ჩვენია, ჩვენ გამარჯვებულები ვართ და არაფერი შეგეშალოთ". სოფელ სართიჭალის სკოლის დირექტორს ქალბატონ ირინა მაისურაძეს მისცეს დავალება, რომ უკლებლივ ყველა მშობელი და პედაგოგი აიძულოს შაბათს გარდაბანში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე ბავშვებით მივიდნენ. გარდაბნის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ასეთ დავალებებს აძლევს რაიონის ყველა სკოლის დირექტორს....

„ქართული ოცნების“ აქტივისტის, ავთო ნიკოლაევის ცემის ფაქტი სოფელ დვირში

თარიღი: 2012-09-19
ოლქი: ბორჯომი , დვირი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-09-19 2012 წლის 19 სექტემბერს ბორჯომის რაიონის სოფ. დვირში „ქართული ოცნების“ აქტივისტი ავთო ნიკოლაევი სამმა პირმა მას შემდეგ გალახა, როდესაც ნიკოლაევმა 2 აქტივისტთან ერთად „ქართული ოცნების“ სააგიტაციო პლაკატების გაკვრა დაასრულა. ნიკოლაევი გადაყვანილ იქნა საავადმყოფოში....

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პოსტერების დაზიანების ფაქტი დუშეთში

თარიღი: 2012-09-17
ოლქი: დუშეთი , დუშეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-09-15 ქ. დუშეთში, ბაჩანას (ყოფილი შუშიაშვილის) და ფასანაურის ქ–ზე რამოდენიმე მისამართზე დაფიქსირებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პოსტერებზე საარჩევნო რიგითი ნომრის „5“–ს გამოსახულებაზე გადაკრული მცირე ზომის პოსტერი, რომელზეც გამოსახულია „ქართული ოცნების“ საარჩევნო რიგითი ნომერი „41“. პოსტერზე მითითებულია დამკვეთი – საარჩევნო ბლოკი “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“. იხილეთ ფოტოები: [url]http://minus.com/lCls7foxztOkY[/url] [url]http://minus.com/l1PaDZLUyuRhv[/url]...

თბილისის მერის Facebook-ის გვერდის წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება

თარიღი: 2012-09-17
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა, სატრანსპორტო/საკომუნიკაციო/საოფისე საშუალებების გამოყენება

2012-09-12 IDFI-იმ პროექტის „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში დააფიქსირა წინასაარჩევნო დარღვევა. თბილისის მერის ოფიციალური Facebook-ის გვერდი საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება. მერის ოფიციალურ გვერდზე აქტიურად იდება ალბომები და ჩანაწერები, რომლებიც მაჟორიტარი დეპუტატების საკუთარ საარჩევნო რაიონებში წარდგენას შეეხება. გიგი უგულავა კი მოხსენიებულია როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და არა როგორც თბილისის მერი. იხილე...

სოციალურად დაუცველი ოჯახების მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის პოლისების დარიგება რუსთავში

თარიღი: 2012-09-17
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სატრანსპორტო/საკომუნიკაციო/საოფისე საშუალებების გამოყენება

2012-08-27 მაისის თვეში რუსთავში დარიგდა უფასო სამგზავრო ბარათები. მოქმედების ვადა 2012 წელი. ბარათს აწერია: "სოციალურად დაუცველი ოჯახების მუნიციპალური ტრანსპორტით უფასო მგზავრობის პოლისი". ცხელ ხაზზე დარეკვისას მიპასუხეს, რომ ბარათები გაიცა სოციალურად დაუცველთა ბაზის სიებზე დარყდნობით, არადა ამ ბაზაში უკვე ორ წელზე მეტია არ ვართ. ვცხოვრობ დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში. აქ ოცამდე ოჯახია პოლისი ყველას დაურიგდა, სოციალურად დაუცველის მოწმობა კი მხოლოდ რამდენიმეს აქვს. პოლისი მოვიდა მამი...

ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება

თარიღი: 2012-09-06
ოლქი: ახმეტა , ახმეტა
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სატრანსპორტო/საკომუნიკაციო/საოფისე საშუალებების გამოყენება

2012-09-07 ახმეტის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე (www.myakhmeta.ge) გამოქვეყნებული მრავლობითი ინფორმაციის მეშვეობით შეუფარავად ხორციელდება მთავარი ოპოზიციური კოალიციის „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აგიტაცია და ამავდროულად, მმართველი პარტიის მიმართ პოლიტიკური სიმპათიების გამოხატვას აქვს ადგილი. საია მიმართავს ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საქმის გარემოებები და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმები შესაბამისი პირების მიმართ. ასევე, საია მოუწოდებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვ...

ბოლნისის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება

თარიღი: 2012-09-06
ოლქი: ბოლნისი , ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სატრანსპორტო/საკომუნიკაციო/საოფისე საშუალებების გამოყენება

2012-09-07 ბოლნისის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის სათაური საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ღირებულება მხოლოდ პარტიული საქმიანობის წამოჩენის კუთხით გააჩნია. სათაურის მიხედვით: „მაჟორიტარობის კანდიდატი კობა ნაყოფია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ბოლნისის ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა.“ საია მიმართავს ცესკოს, დაუყოვნებლივ შეისწავლოს ზემოაღნიშნული საქმის გარემოებები და შეადგინოს სამართალდარღვევის ოქმები შესაბამისი პირების მიმართ. ...

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის პარტიული მიზნებისთვის გამოყენება

თარიღი: 2012-09-06
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სატრანსპორტო/საკომუნიკაციო/საოფისე საშუალებების გამოყენება

2012-09-07 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია მმართველი პარტიის კანდიდატის წარდგენას ეხება. პრესრელიზი მმართველი პარტისადმი პოზიტიურად განწყობილი ტონით აღწერს სააგიტაციო შეხვედრის მიმდინარეობას. კერძოდ, აქ მითითებულია: „საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობასთან განაცხადა რომ როლანდ ახალაია არის პიროვნება რომელიც ერთგულად ემსახურება თავის ქვეყანას და მის სახელთან არის დაკავშირებული ყველა ის სასიკეთო ცვლილებები რაც ბოლო პერიოდის საქართველოში განხორც...

სამტრედიის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის პარტიული მიზნებისათვის გამოყენება

თარიღი: 2012-09-06
ოლქი: სამტრედია , სამტრედია
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, სატრანსპორტო/საკომუნიკაციო/საოფისე საშუალებების გამოყენება

2012-09-07 სამტრედიის მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში უხვადაა გამოყენებული პარტიული ღონისძიების ამსახველი ფოტოები, სადაც კარგად ჩანს სააგიტაციო მაისურში ჩაცმული მმართველი პარტიის მაჟორიტარი კანდიდატი, მერაბ ჯანელიძე და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო ბანერი. ბანერში მოკლედაა ასახული საარჩევნო პროგრამა, გამოსახულია კანდიდატი და საარჩევნო ნომერი „5“. პრესრელიზში კანდიდატი მოხსენიებულია „სამტრედიელებისათვის საკმაოდ ნაცნობ“ პიროვნებად.აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ...

სოფელ ხვანჭკარის გამგებლის მიერ მოქალაქეთა დასაქმება

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ამბროლაური , ხვანჭკარა
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-22 2012 წლის 22 აგვისტოს სოფელ ხვანჭკარის გამგებელი - ლევან მეტონიძე „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებს - ვეფხია ვაწაძეს და ალეკო გვენცაძეს და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ - როსტომ ვაწაძეს დაუკავშირდა და მათ პირადობის მოწმობები მოსთხოვა, რათა მომავალში დასაქმების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე დაესაქმებინა. რამოდენიმე დღეში ისინი გამოცხადნენ სოციალური დახმარების სამინისტროს ამბროლაურის განყოფილებაში. ვეფხია ვაწაძესა და ალეკო გვენეტაძეს მართლაც გაუფორ...

საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველო“-ს ამოქმედება სუფსაში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ლანჩხუთი , სუფსა
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-13 2012 წლის 13 აგვისტოდან ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსაში საპრეზიდენტო პროგრამის „ღიმილიანი საქართველო“-ს ამოქმედება დაიწყო. პროგრამის შესაბამისი წარწერიანი ორი ავტობუსი სუფსის ცენტრშია განთავსებული და მხოლოდ სუფსის თემის მოსახლეობას უწევს სტომატოლოგიურ მომსახურებას. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი თავად გაესაუბრა პაციენტებს და შეიტყო, რომ სტომატოლოგიური მომსახურება, კერძოდ, ორთოპედიული და ქირურგიული, მხოლოდ განსაზღვრული ასაკის ადამიანებს (50 წლიდან ზემოთ) ...

პროდუქტების დარიგება ჭიათურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ჭიათურა , პერევი/წირქვალი/ზოდი/გეზრული
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-04 2012 წლის აგვისტოს დასაწყისში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა პროდუქტით დატვირთული ტომრები განთავსდა, რომელშიც მოთავსებული იყო ფქვილი, ზეთი, შაქარი. 2012 წლის 4 აგვისტოს აღნიშნული პროდუქტი დაურიგდა სოფელ პერევის მოახლეობას, ხოლო ტვირთის განაწილებას ახლდა ჭიათურის გამგებელი -პროკოფ ჩიკვილაძე. 6 აგვისტოს სოფელ წირქვალში პროდუქტის განაწილებისას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურაბ კეთილაძე იმყოფებოდა. სურსათი დაურიგდა ს...

საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების უფასო პროგრამა ყაზბეგში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ყაზბეგი , ყაზბეგი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-09-03 ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საკარმიდამო ნაკვეთების დაკანონება უფასოდ მიმდინარეობს. რაც ჩვეულებრივ 51 ლარი ღირდა. მიწის დაკანონების მსურველი მოქალაქეები მხოლოდ აზომვითი ნახაზის თანხას იხდიან....

საკარმიდამო მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების უფასო პროგრამა ქედაში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ქედა , ქედა
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-07-02 ქედის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სასოფლო სამეურნეო მიწის ნაკვეთების დარეგისტრირების უფასო პროგრამა, რომელმაც ქედის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე თემი მოიცვა. პროგრამა 2012 წლის ივლისში დაიწყო და ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების უფასო რეგისტრაციას (რისი ღირებულებაც პროგრამის დაწყებამდე 51 ლარი იყო)....

პოლიციის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მაისურების დარიგება ბახმაროში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ჩოხატაური , ბახმარო
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-08-19 2012 წლის 19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი ბახმაროში მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. „გურია news”-ის მიერ დაფიქსირებულია კადრები, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მაისურებს პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები არიგებენ. ისინი, ასევე, იღებენ მითითებებს სააგიტაციო მაისურების გავრცელებასთან დაკავშირებით....

პოლიტიკური ნიშნით სოციალური დახმარების შეწყვეტა ვახტანგ მიღდისელისა და კობა ქარჩაიძის ოჯახებისთვის დუშეთში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: დუშეთი , დუშეთი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-08-27 სოციალური დახმარება შეუწყდა ვახტანგ მიღდისელისა და კობა ქარჩაიძის ოჯახებს. ორივე მათგანის ოჯახი სოცილაური დახმარების შეწყვეტას იმ ფაქტს უკავშირებენ, რომ ისინი კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები არიან....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

„ინფო–9“-ის ჟურნალისტების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება ლანჩხუთში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ლანჩხუთი , ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-08-15 15 აგვისტოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ საჯარო სამსახურში დასაქმებული ადამიანები მიკროავტობუსებში სხდებოდნენ. „ინფო–9“-ის ჟურნალისტი, ნინო ხელაძე და ოპერატორი დავით ჩავლეიშვილი აღნიშნული ფაქტის გადაღება–ჩაწერას აწარმოებდნენ. ერთ–ერთი ახალგაზრდამ ჟურნალისტს მიკროფონის მოშორება მოსთხოვა. შემდეგ კი მუშტი ოპერატორს მოუქნია, რის შედეგადაც ოპერატორმა სახისა და თავის მიდამოში დაზიანება მიიღო. როგორც მედია–საშუალებებით შემდეგ გახდა ცნობილი, უცნობი მამაკაცი, ზურაბ კვირკველ...