1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 345
12345678910111213

„გურჯაანის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტის, ნატალია სარქისაშვილის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ველისციხეში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: გურჯაანი , ველისციხე
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-08-16 2012 წლის 16 აგვისტოს „გურჯაანის საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტი, ნატალია სარქისაშვილი სოფელ ველისციხეში სტიქიით დაზარალებულ იმ მოსახლეობას იღებდა, რომელთაც ზარალის გამო კომპენსაცია არ მიუღია. მასთან გურჯაანის წყალკანალის თანამშრომელი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი გურამ გურგენაშვილი მივიდა და მოსთხოვა გადაღების შეწყვეტა. იგი ხელში ურტყამდა ჟურნალისტს და არ აძლევდა გადაღების თავისუფლად გაგრძელების საშუალებას. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვრივებელთან საუბრის...

გამგებლის ძმის მიერ „ინფო-9-ს“ ჟურნალისტის ვიდეო კამერის დამტვრევა მარნეულში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: მარნეული , ხიხანი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-08-23 2012 წლის 23 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ მარნეულის ორგანიზაციას შეატყობინეს, რომ სოფელ ხიხანში ხანძარი გაჩნდა და რომ მათ ზარზე სამაშველო სამსახური არ რეაგირებდა. „ქართული ოცნების“ მარნეულის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ლია თუშურმა სახანძროში დარეკა და პარტიის სხვა წევრებთან ერთად სოფელ ხიხანში წავიდა. მათი მისვლის შემდეგ სოფელში, მივიდა პოლიციის რამოდენიმე ეკიპაჟი და სოფლის გამგებელი. გადამღები ჯგუფის დანახვაზე გამგებლის, თენგიზ ჯაიანის ძმა, დავით ჯაიანი გაღიზიანდა და სიტყვ...

„გურია-ნიუსის“ ჟურნალისტების არ დაშვება პრეზიდენტის მოსახლეობასთან შეხვედრისას ბახმაროში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ჩოხატაური , ბახმარო
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-08-19 2012 წლის 19 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილი ბახმაროში მოსახლეობას ხვდებოდა, რა დროსაც, „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ცალკეულ ჟურნალისტს შეხვედრაზე დასწრების საშუალებას არ აძლევდნენ. „გურია-ნუსის“ ცნობით, პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ბანძელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მათ შეხვედრაზე დასწრება მხოლოდ აკრედიტაციის გავლის შემდეგ შეუძლიათ. „გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ბახმაროში, პრეზიდენტის ვიზიტისას პრეს-ზონა მომზადებული არ იყო რისი შექმნის ვალდებულებაც პრეზიდენტის ადმინ...

მაესტროს ჟურნალისტ თამთა გაზიშვილის საქმიანობისთვის ხელშეშლა გორში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: გორი , გორი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-08-08 2012 წლის 8 აგვისტოს ტელეკომპანია „მაესტროს“ გადამღები ჯგუფი გორში, ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილთა შესახებ რეპორტაჟს ამზადებდა. ჟურნალისტ თამთა გაზაშვილის მიმართ ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილმა აგრესია გამოხატა და მას გადაღების საშუალება არ მისცა. მაცხოვრებლების ნაწილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნეს, რომ მათთან საუბრის „უფლება“ მხოლოდ მამასახლისებს აქვთ. თავად ერთ-ერთმა მამასახლისმა ჟურნალისტთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჩასახლებაში არსებულ ...

პრეზიდენტის დაცვის წევრების მიერ რეპორტიორ მანანა ქველიაშვილის საქმიანობისთვის ხელშეშლა ბათუმში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-08-02 2012 წლის 2 აგვისტოს, ბათუმში, პიაცას მოედანზე გაზეთ „ბათუმელების“ რეპორტიორს, მანანა ქველიაშვილს ვალერი მელაძის კონცერტის მსვლელობის დროს გადაღებული ფოტოები პრეზიდენტის დაცვის წარმომადგენელმა წააშლევინა. კადრებში პრეზიდენტისა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის ფოტოები იყო დაფიქსირებული....

„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას შექმნილი პრობლემები

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-09-03 2012 წლის აპრილის დასაწყისიდან „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი სადამკვირვბლო მისიის ფარგლებში საჯარო ინფორმაციის მიღების პრობლემა გამოიკვეთა თბილისის მასშტაბით. კერძოდ, თბილისის მერიის, საკრებულოსა და გამგეობების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემასთან დაკავშირებით აპრობირებულია მეთოდი, რომლის მიხედვით ისინი ნებისმიერი სახის ინფორმაციის გამოთხოვის საპასუხოდ განცხადების ავტორს ამისამართებენ ქალაქ თბილისის მერიის ვებ-გვერდზე: www.tbilisi.gov.ge, რაც ხშირ შემთხვევაში არ შეიცავს იმ ინფო...

„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელისთვის საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას შექმნილი პრობლემები ხობში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ხობი , ხობი
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-08-25 2012 წლის 25 აგვისტოს „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანმა დამკვირვებელმა სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ხობის #66 საოლქო საარჩევნო კომისიიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, მინდია ლომაიამ დამკვირვებელს განუცხადა, რომ მის მიერ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა დამკვირვებლის „ახირებაა“ და სხვა არაფერი. არაერთგზისი თხოვნის მიუხედავად, დამკვირვებელს მხოლოდ რამოდენიმე საათიანი ლოდინის შემდგომ მიაწოდეს საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლი...

რწმუნებულის მიერ „სამართლიანი არჩევნების“ თერჯოლის ოლქის კოორდინატორის საქმიანობის ხელშეშლა

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: თერჯოლა , თერჯოლა
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-08-22 2012 წლის 22 აგვისტოს „სამართლიანი არჩევნების“ თერჯოლის ოლქის კოორდინატორის აქტივისტი, სოფელ ღვანკითში მცხოვრები ნათია დადუნაშვილი, სოფლის რწმუნებულმა - მირიან რობაქიძემ დაიბარა და „ურჩია“, რომ მომავალი დასაქმებისთვის და პერსპექტივისთვის „სამართლიან არჩევნების“ დამკვირვებლობას მათი დამკვირვებლობა ჯობდა. საუბრიდან მეორე დღეს ნათია დადუნაშვილს სოფლის რწმუნებულის სპეციალისტმა - დადუ ამირანაშვილმა 200 ლარი მიუტანა და უთხრა, რომ დახმარება სჭირდებოდათ სოფელში საქონლის აცრის პროგრამის გა...

„სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელის საქმიანობის ხელშეშლა ონში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ონი , ონში
ინციდენტის კატეგორია: სხვა

2012-08-17 2012 წლის 17 აგვისტოს „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს ონის მუნიციპალიტეტში ტელეფონის ნომრით: 577 55 69 25 დაუკავშირდა პიროვნება, რომელმაც თავი წარუდგინა როგორც კონსტიტუციური უსაფრთხოების თანამშრომელი, დავით ბასილაშვილი და უთხრა, რომ არსებობს შეთანხმება, რომლის თანახმად არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა არჩევნების დღის დამკვირვებლები მათთან ერთად უნდა შეარჩიონ და შესთავაზა ექვსი დამკვირვებლის ვაკანსიის განხილვა....

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ნოე ახაშვილის დაპატიმრება ბოლნისში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ბოლნისი , ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-08-22 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ნოვიკ ახაშვილი შვილთან ერთად დაახლოებით საღამოს 22:00 საათზე ახსნა-განმარტების გარეშე სამართალდამცავებმა დააკავეს. სასამართლო პროცესი 2012 წლის 22 აგვისტოს გაიმართა და ახაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-მუხლების ბრალდებით 85 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აღნიშნულ ფაქტს ნოვიკ ახაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ....

კახაბერ მუმლაძის ხულიგნობის ბრალდებით დაკავება რუსთავში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-08-19 2012 წლის 19 აგვისტოს ადვოკატი კახა მუმლაძე კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ აქციას ესწრებოდა. წვიმის მოსვლის შემდეგ ადვოკატი კახაბერ მუმლაძე და მისი მეგობარი შარტავას მოედანზე მდებარე რესტორან „ელ-დეპოში“ შევიდნენ. მოგვიანებით, რესტორანში შევიდა სამი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთ-ერთს, აზარ მამედოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მაისური ეცვა. როგორც კახა მუმლაძის ადვოკატი ირაკლი გაბრიჩიძე „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებს, აზარ ...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

„ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკავება ხონში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ხონი , ხონი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-08-21 2012 წლის 21 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი - სოსო სულავა და კობა კუბლაშვილი ხონის მუნიციპალიტეტის სასაფლაოს მეურნეობის დირექტორთან - რომან ლიპარტელიანთან მივიდნენ, სამუშაო კაბინეტიდან გამოიხმეს და მოუწოდეს, რომ ამომრჩევლების დაშინება შეეწყვიტა. იმავე დღეს, რომან სოსო სულავა და კობა კუბლაშვილი როინ ლიპარტელიანის განცხადების საფუძველზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ თითოე...

სამართალდამცავთა მხრიდან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, გიორგი ებრალიძის მიმართ განხორციელებული ზეწოლა თბილისში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ვაკე , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-08-12 2012 წლის 12 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, გიორგი ებრალიძე ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც იგი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა მანქანიდან გადმოიყვანეს და პოლიციის პირველ განყოფილებაში წაიყვანეს. მას ჯერ განყოფილების უფროსის მოადგილე, ხოლო მოგვიანებით უფროსი ესაუბრა. განყოფილებაში მას კითხეს, თუ სად მუშაობდა, რაზეც გიორგი ებრალიძემ უპასუხა, რომ ის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მუშაობს. შემდეგ ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ხელფასი და მუშაობდა თუ ...

"ქართული ოცნების" საორგანიზაციო ჯგუფის წევრ გია ბეჟანიშვილის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორება რუსთავში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-08-19 2012 წლის 19 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართული აქციის შემდეგ, "ქართული ოცნების" საორგანიზაციო ჯგუფის წევრ გია ბეჟანიშვილს გზაში შეხვდნენ მიკროავტობუსით კოალიცია „ქართული ოცნების“ სააგიტაციო მაისურში ჩაცმული ახალგაზრდები, რომლებმაც ის მიკროავტობუსში ჩასვეს ძალით, გაიყვანეს ქალაქგარეთ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზარალებულმა განცხადებით მიმართა რუსთავის საპატრულო პოლიციას....

დაპირისპირება კახი კალაძის მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრისას სოფელ გომში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: სამტრედია , გომი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-08-18 2012 წლი 18 აგვისტოს სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრას აწყობდა კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, კახა კალაძე. მან შეხვედრაზე გომის თემის მოსახლეობას კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლად ავთანდილ თევზაძე წარუდგინა. ავთანდილ თევზაძის შეხვედრაზე გამოჩენამ იქ მყოფ საზოგადოებაში აგრესია გამოიწვია, ისმოდა რეპლიკები, რასაც ახლგაზრდებს შორის ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. მოგვიანებით, სიტუაციის გამძაფრებასთან ერთად უფროსებ...

„ქართული ოცნების“ აქტივისტ ტიგრან გრიგორიანის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება ახალციხეში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ახალციხე , ახალციხე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-08-12 2012 წლის 12 აგვისტოს საღამოს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი ტიგრან გრიგორიანი მეუღლესთან, ვარსიკა გრიგორიანთან და 2 მცირეწლოვან შვილთან ერთად ახალციხის ცენტრში მდებარე სკვერში სეირნობდა, რა დროსაც თანაუბნელმა აღასა ირიციანმა დაუძახა და ჰკითხა, რატომ არის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“, რატომ არ აცვია 5 ნომრიანი მაისური და სიტყვერი შეურცაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ ირიციანმა მას გულმკერდის არეში მუშტი დაარტყა და დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით....

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ თინა ხიდაშელის ამორჩევლებთან შეხვდრის ხელშეშლა იორმუღანლოში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: საგარეჯო , იორმუღანლო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-08-17 შეხვედრის დამთავრების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა "info-9“ ის ჟურნალისტს გიორგი ნანუაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გადამღები კამერა დაუზიანეს....

„ქართული ოცნების“ წევრ მანანა ბერიკაშვილის ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრისთვის ხელშეშლა გურჯაანში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-08-09 2012 წლის 9 გვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანის ოლქში მანანა ბერიკაშვილი ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა. შეხვედრაზე გურჯაანის გამგეობის სოციალური სამსახურის თანამშრომელი, ეკა ნაქევხიშვილი მივიდა, რომელსაც ხუთი ქალბატონი ახლდა თან. შეხვედრის დროს ქალბატონები აფიქსირებდნენ, რომ მადლიერები იყვნენ გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილის. ისინი თავიანთ აზრს ხმაურით აცხადებდნენ და იქნებოდა შთაბეჭდილება, რომ შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ.დაახლ...

„ქართული ოცნების“ კარდაკარის მონიტორების საქმიანობისთვის ხელის შეშლა ახალციხეში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ახალციხე , კლდე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-08-09 2012 წლის 9 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროექტის - კარდაკარის მონიტორები ნათია ბექტურაშვილი და დარეჯან ინასარიძე ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას სოფელ კლდეში ახორციელებდნენ. მონიტორებს სოფელ კლდის მკვიდრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ჯაბა კურტანიძე თანმხლებ პირებთან ერთად გზაში დახვდა და უთხრა, რომ კლდე არის „ნაციონალების სოფელი“ და აქედან ვერც ერთი ამომრჩევლის ხმას ვერ მიიღებდნენ. რეგისტრატორებმა დააპირეს სიების გადამოწმების...

„ქართული ოცნების“ მიერ გაკრული სააგიტაციო მასალის დააზიანება ყაზბეგში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ყაზბეგი , ყაზბეგი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-08-07 2012 წლის 7 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გაკრულ სააგიტაციო მასალა დააზიანეს, კერძოდ მას წითელი საღებავით შემოხაზული ციფრი „5“ გადააწერეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნული ქმედება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა გია ხუციშვილმა განახორციელა....