1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 224
123456789101112

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლა წყალტუბოში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: წყალტუბო , წყალტუბო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-07-13 2012 წლის 7 ივნისს კოალიცია "ქართული ოცნების" ოთხი წევრი - მაია შალამბერიძე, კახა ქუთათელაძე, ანი დოლაბერიძე და ლევან ნემსიწვერიძე პოლიციაში პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა დაიბარა. მათ კოალიციის ოფისში დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ ისინი საკუთარი ნებით არ გამოცხადდებოდნენ, ძალით მოხდებოდა მათი მიყვანა პოლიციის შენობაში. ზემოაღნიშნული პირები აცხადებენ, რომ პოლიციაში დაბარებულებს დაუსვეს ერთი და იგივე კითხვები, კერძოდ, რატომ ჩავიდნენ ქუთაისში 2012 წლის 7 ივნისს, რატომ არი...

მოსახლეობის მიმართ განხორციელებული მუქარა სოფელ ოდიშში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ზუგდიდი , ოდიში
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-13 კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრმა, გურგენ სართანიამ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს აცნობა, რომ ჯული ქალდანი, რომელიც სოფ. ოდიშში „ერთანი ნაციონაური მოძრაობის“ აქტივისტია, ასევე, ოდიშის საბავშვო ბაღის თანამშრომლები - ხათუნა ანთია და მარინა დარსანია სოფელ ოდიშის მოსახლეობას აფრთხილებდნენ, რომ არ წასულიყვნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში წამსვლელთა სიას პოლიციას გადასცემდნენ....

პაატა თორდიას მიმართ სატელეფონო ზარებით განხორციელებული მუქარა ზუგდიდში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-13 კოალიცია „ქართული ოცნების“ ზუგდიდის ოფისის წარმომადგენლებმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადეს, რომ პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთ წევრთან, პაატა თორდიასთან უცნობი ნომრიდან სისტემატიურად ხორციელდება სატელეფონო ზარები, რა დროსაც უცხო პიროვნება მას ოჯახის წევრების დაჭერით ემუქრება....

"მე-9 არხის" მძღოლ ელგუჯა ობოლაძის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფა ტყიბულში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ტყიბული , ტყიბული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-13 2012 წლის 8 ივნისს, როდესაც ელგუჯა ობოლაძე იწყებდა „TV-9“-ის ოპერატორის ტრანსპორტირებას, მასთან მივიდა კახა ვახტანგაძე და მათივე განმარტებით, მიაყენა როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. ობოლაძე აცხადებს, რომ ვახტანგაძე მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ განაწყობდა მას კი რაიმე საპასუხო ქმედება არ ჩაუდენია....

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელ მთვარისა ნარაიძეზე განხორციელებული ზეწოლა ვერხვებში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გორი , ვერხვები
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-13 2012 წლის 26 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ კარდაკარის რეგისტრატორი ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში მთვარისა ნარაიძე აცხადებს, რომ სიები გადამოწმების დროს მას უკან დაყვებოდა თეთრი „ნივა“ სანომრე ნიშნით GTR - 565, რის გამოც მათთან გასაუბრება არავინ აღარ ისურვა....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული მუქარა ხურვალეთში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გორი , ხურვალეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-13 კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგისტრატორები - ტარიელ მიდელაშვილი და მაია მიდელაშვილი, რომლებიც ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას ხურვალეთის დევნილთა ჩასახლებაში ახორცელებდნენ, აცხადებენ, რომ დასახლების შესასვლელთან, სადაც პოლიციის პოსტია, გაააჩერეს და ბეიჯები გამოართვეს. რეგისტრატორების თქმით, ოცი ოჯახი აღწერეს, შემდეგ მათთან ხუთი ახალგაზრდა მივიდა და უთხრეს, აღარ გაეგრძელებინა სიის გადამოწმება, წინააღდეგ შემთხვევაში ცემით დაემუქრნენ....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლა სკრაში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გორი , სკრა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-13 კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგისტრატორი მზია მამულაშვილი აცხადებს, რომ 2012 წლის 26 ივნისს სამი კოტეჯის გადამოწმების შემდგომ მასთან მივიდა სკრის დევნილთა ჩასახლების მამასახლისი კახა კახნიაშვილი და უთხრა, რომ დაეტოვებინათ ჩასახლება, რადგან იქ უკვე ჩატარებული იყო კარდაკარი. იმ შემთხვევაში თუ ისინი არ დატოვებდნენ ტერიტორიას, პრობლემები შეექმნებოდათ....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლა კარალეთში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გორი , კარალეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-13 ამომრჩეველთა სიის გადამოწმების - კარდაკარის პროცესის დროს პრობლემები შეექმნათ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებიც გადამოწმებას კარალეთის დევნილთა ჩასახლებებში ახორციელებდნენ. რეგისტრატორ ხათუნა ხათაშვილის თქმით, რვა ოჯახის შემოწმების შემდეგ, ერთ-ერთი ოჯახიდან გამოსულებს გარეთ შვიდი-რვა ქალბატონი და ერთი მამაკაცი დახვდათ, რომლებმაც ურჩიეს რომ წასულიყვნენ, რადგან მათ სამუშაოს გაგრძელების საშუალებას მაინც აღარ მისცემდნენ....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

ზეწოლა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებზე ლაგოდეხში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ლაგოდეხი , ლელიანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-13 2012 წლის 25 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების - კარდაკარის დროს რეგისტრატორებს - ხათუნა კობერიძეს, ლია ჯაჯნიძეს, ანა ჭუმბურიძესა და ხათუნა ჯანაშვილს სოფელ ლელიანის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა ნინო კაპანაძემ საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ათასლარიანი ჯარიმის გამოწერით დაემუქრა. მომხდარი ფაქტის შემდეგ ოთხივე ინტერვიუერმა უარი განაცხადა ამომრჩეველთა სიის გადამოწმებაზე....

საჯარო მოხელეების მიმართ განხორციელებული მუქარა დედოფლისწყაროში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: დედოფლისწყარო , დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-13 2012 წლის 1 ივნისს შპს „სერვისი 2007“-ის დასუფთავების სამსახურის უფროსმა - ილია ტალიაშვილმა, სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო ცენტრის უფროსმა - მურად ოზაშვლმა და ხელოვნების სკოლის დირექტორმა - აკაკი მერაბიშვილმა თანამშრომლებს გამოუცხადეს, რომ თუ ისინი ან მათი ნათესავები დაესწრებიან 2012 წლის 2 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ შეხვედრას, სამსახურიდან გათავისუფლდებოდნენ. „სამართლიან არჩევნებს“ აღნიშნული ინფორმაცია არაერთმა წყარომ დაუდასტურა....

პედაგოგ მარიკა ონიანის მიმართ რწმუნებულის მიერ განხორციელებული მუქარა დაბლაციხეში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ჩოხატაური , დაბლაციხე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-13 2012 წლის 17 ივნისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბლაციხის რწმუნებულმა ბეჟან ხაბეიშვილმა, დაბლაციხის საჯარო სკოლის პედაგოგ მარიკა ონიანს „ურჩია“, რომ არ წასულიყო კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე ოზურგეთში, რადგან შესაძლებელია მას პრობლემები შექმნოდა....

ნანი გოგელიას მიმართ სოფელ რწმუნებულის მიერ განხორციელებული მუქარა განახლებაში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ჩოხატაური , განახლება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-13 2012 წლის 17 ივნისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების რწმუნებული, ოთარ დოლიძე მოქალაქე ნანი გოგელიას დაემუქრა, რომ თუ ის და მისი შვილები დაესწრებოდნენ კოალიცა "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციას ოზურგეთში, მათ „საქმე კარგად არ წაუვიდოდათ“....

ზეწოლა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე სოფელ ნახახულევში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ხონი , ნახახულევი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-13 2012 წლის 6 ივნისს წელს კოალიცია „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლები ხონის რაიონის სოფელ ნახახულევში შეხვედრას მართავდნენ ამომრჩევლებთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოსახლეობის თქმით, მოვიდა ვინმე ეძგვერაძე რომელიც მუშაობს ხონის სამხედრო კომისარიატში და ტელეფონის საშუალებით სოფლის გამგებელს შეკრების შესახებ შეატყობინა. ამის შემდეგ ადგილზე მოვიდა სოფლის გამგებელი, დავით ჯოხიძე და შეკრებილ მოსახლეობას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა....

მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ხარაგაული , ფარცხნალი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-13 2012 წლის 5 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საჯარო შეხვედრებს მართავდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში. სოფლის რწმუნებულები, მათი მოადგილეები, სოფლის დეპუტატები და სხვა საჯარო მოხელეები, ადგილობრივ მოქალაქეებს აფრთხილებდნენ, არ მიეღოთ მონაწილეობა კოალიცია „ქართული ოცნების“ შეხვედრებში. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ფარცხნალში, ხიდარიში, კიცხში და წყალაფორეთი....

"ქართული ოცნების" მხარდამჭერ მარიამ მიჩიტაშვილზე განხორციელებული ზეწოლა ბაკურციხეში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გურჯაანი , ბაკურციხე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ბიზნესზე ზეწოლა

2012-07-13 2012 წლის 28 მაისიდან სოფელ ბაკურციხეში მცხოვრები მარიამ მიჩიტაშვილი შპს „ხიდმშენი“ და “გვირაბები 99’’-ში მზარეულის პოზიციაზე მუშაობდა. ამასთანავე, მარიამ მიჩიტაშვილმა აღნიშნულ სამშენებლო კომპანიას სამი თვის ვადით მიაქირავა თავისი საცხოვრებელი სახლის ორი ოთახი. როგორც მარიამ მიჩიტაშვილი აცხადებს, 2012 წლის 20 ივნისს „ხიდმშენის“ და „გვირაბები 99’’ სამმართველოს უფროსის მოადგილე გივი მახარაძე დაბარებული იყო კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილესთან, გიორგი სიბაშვილთან, რომელმაც მას მისც...

ნინო მშვიდობაძის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ლანჩხუთი , ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13 2012 წლის 25 ივნისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთერთობისა და ინფორმაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო მშვიდობაძე სამსახურიდან გათავისუფლდა. ამის მიზეზი სოფელ გვიმბალაურში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის გიორგი ყაველაშვილის სტუმრობას უკავშირდება. ნინო მშვიდობაძე არ გამორიცხავს, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნა პოლიტიკური მოტივითაც არის განპირობებული, რადგან, როგორც თავად ამბობს, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზა...

ნატო ქათამაძის გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გათავისუფლება ქუთაისში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13 2012 წლის 12 ივნისს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე, ნატო ქათამაძე, რომელიც გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობდა, სამსახურიდან გათავისუფლდა. როგორც ნატო ქათამაძე აცხადებს, ის გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამ ცენტრის დაარსების დღიდან მუშაობდა, ხოლო მისი ახლანდელი გათავისუფლება პირდაპირ კავშირშია მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან....

მედდა ნაირა კიკაბიძის სამსახურიდან გათავისუფლება ვანში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ვანი , ვანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13 2012 წლის 19 ივნისს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მედდა - ნაირა კიკაბიძე სამსახურიდან გათავისუფლდა. ნაირა კიკაბიძე სამსახურიდან გათავისუფლებას მისი მეუღლისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - დავით ლორთქიფანიძის ნაცნობობას უკავშირებს. მისი აზრით სამსახურიდან გათავისუფლება უსამართლოდ მოხდა და გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლებელია უახლოეს დღეებში მის მეუღლესაც იგივე ბედი ეწიოს....

ტარიელ თედეევის სამსახურიდან გათავისუფლება ლაგოდეხში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ლაგოდეხი , არეშფერანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13 2012 წლის 18 ივნისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა, ტარიელ თედეევმა სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება დაწერა. მისმა შვილმა, გელა თედეევმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს აცნობა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მამამ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად მიიღო. ზეწოლა უკავშირდება ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც სოფელ არეშფერანში ეკომიგრანტების პრობლემებს მიეძღვნა....

სოსო მთივლიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება გურჯაანში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13 2012 წლის 11 ივნისს სოსო მთივლიშვილი „ლიბერთი ბანკის“ გურჯაანის ფილიალიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე გათავისუფლდა. სოსო მთივლიშვილის და, ჟურნალისტი სოფო მთივლიშვილი გამოსთქვავს ვარაუდს, რომ მისი ძმის სამსახურიდან გათავისუფლება მის „მაესტროში“ სამსახურის დაწყებასთან არის კავშირში....