1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. სარჩელები პოლიტიკური ნიშნით განთავისუფლებული პირების
    სარჩელები
  28. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  29. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 224
123456789101112

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლის, ცირა ყურაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება (შესთავაზეს სხვა სამსახური)

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13 2012 წლის 4 ივნისს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომელი ცირა ყურაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ცირა ყურაშვილი აცხადებს, ის ღიად აფიქსირებს პოლიტიკურ სიმპათიებს კოალიცია "ქართული ოცნების" მიმართ და სამსახურიდან დათხოვნაც დაკავშირებულია მის პოლიტიკურ შეხედულებებთან. საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ნარგიზა ჩოგოვაძემ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვრვებელს განუცხადა, რომ ყურაშვილის გათავისუფლება ბიბლიოთეკაში ოპტიმიზაციის პროცესს უკავშირდება....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობა - კარალეთის დევნილთა დასახლება

თარიღი: 2012-07-12
ოლქი: გორი , კარალეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-18 ლევან მაისურაძე - დასახლების რწმუნებული. ძმები გოგიტა და გიგა გოჩაშვილები - ერედვის და ქურთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ერთ-ერთი მათგანი 2011 წლის დეკემბრამდე რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატში ზედამხედველობის სამსახურის უფროსად მუშაობდა. გია ჭულუხაძე - დასახლების ზედამხედველი. ასევე ვანო მიდოდაშვილი, ბესო კახნიაშვილი - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. [youtube]bVJToqagwH0[/youtube]...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

დაპირისპირება კარალეთის დევნილთა დასახლებაში ”ქართული ოცნების” ლიდერების ჩასვლის შემდეგ

თარიღი: 2012-07-12
ოლქი: გორი , კარალეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-07-14 კარალეთში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით , მოგვიანებით 5 პირი დააკავეს. მათგან სამი - ცოტნე შენგელია, ვოვა ჯანეზაშვილი და კახაბერ გოგიაშვილი - კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები არიან, ლევან მაისურაძე - ჩასახლების მამასახლისი და გიგი გოჩაშვილი - ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის მეგობარი. გორის რაიონულმა სასამართლომ დაკავებულებს 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. ასევე, კარალეთის ინციდენტის გამო 2012 წლის 14 ივლისს დააკავეს "ქართული ოცნების&quo...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობა - სოფელი დიცი

თარიღი: 2012-07-11
ოლქი: გორი , დიცი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-07-11 გორის რაიონის სოფელ დიცში ქართული ოცნების წარმომადგენლების შეხვედრის ჩაშლა სოფლის გამგებელმა ზურაბ ბოლაშვილმა სცადა [youtube]Y5cXlMt3T1M[/youtube]...

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობა - სოფელი ნოქოზი

თარიღი: 2012-07-10
ოლქი: გორი , ნიქოზი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-18 ილია მინდიაშვილი რწმუნებული (მისი ორი და, ბიძაშვილის ცოლი) „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, მათ შორის კახა კალაძეს და ნინელი ჭანკვეტაძეს სოფელში დახვდნენ მხარდამჭერებით, არ მისცეს შეხვედრის გაგრძელებს საშუალება და მოსთხოვეს ტერიტორიის დატოვება. [youtube]sta1p_TGip0[/youtube]...

კოალიცია "ქართული ოცნების" ამომრჩევლებთან შეხვედრის ხელის შეშლა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მიერ სოფელ შინდისში

თარიღი: 2012-07-10
ოლქი: გორი , შინდისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-18 ირმა პაპუნაშვილი (ტერიტორიული ორგანოს მთავარი სპეციალისტი), მისი შვილი და მეგობრები ყვირიან, თხოვენ სოფლის დატოვებას და ხელს უშლიან შევხდრის გამართვაში. [youtube]FlAV8DahxXA[/youtube]...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობა - სოფელი ვარიანი

თარიღი: 2012-07-10
ოლქი: გორი , ვარიანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-18 იზა კოკაური (საკრებულოს თანამშრომელი, ტერიტორიული ორგანოს მთ სპეციალისტი), თაკო კოკაური (მისი შვილი, პედაგოგი და საარჩევნო კომისიის წევრი) - ყვირიან, თხოვენ სოფლის დატოვებას და ხელს უშლიან შევხდრის გამართვაში. [youtube]tx17XNSgFgc[/youtube]...

პარტიული დავალებები საჯარო მოსამსახურეებს

თარიღი: 2012-07-05
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-18 სხვადასხვა სამინისტროს და საჯარო დაწესებულების (ფინანსთა სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. რუსთავის შემოსავლების სამსახური) რამდენიმე თანამშრომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელმძღვანელი პირები მათ ავალდებულებენ მმართველი პარტიის მხარდამჭერთა სიების შედგენას. შესაბამის სამსახურში ჩატარდა თათბირი სადაც იგი დაიბარა უშუალო უფროსმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხუთი მხარდამჭერის სიის შედგენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაემუქრა....

სოფელ არაშენდას კულტურის ცენტრის თანამშრომლის, მარო გოგილაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-07-02
ოლქი: გურჯაანი , არაშენდა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-02 2012 წლის 29 ივნისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის - ნიკო მამიაშვილის N 111 ბრძანების საფუძველზე სამსხურიდან გათავისუფლდა სოფელ არაშენდას კულტურის ცენტრის თანამშრომელი მარო გოგილაშვილი, რომელიც ამასთანავე სოფელ არაშენდას საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგია. სამსახურიდან გათავისუფლებას მარო გოგილაშვილი "ქართული ოცნების" კარდაკარის პროგრამაში მონაწილეობას უკავშირებს....

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ირაკლი მაჩიტაძეზე განხორციელებული ზეწოლა

თარიღი: 2012-06-30
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-06-30 გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, თენგიზ გოგოლაძე, დაჰყვებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ კარდაკარის რეგისტრატორ ირაკლი მაჩიტაძეს ყოველ ოჯახში და სთხოვდა სიების გადაცემას იმის შესამოწმებლად ყველაფერი სწორად იყო თუ არა ასახული. შემდეგ იგი შეეცადა სიის თან წაღებას და ასლების გადასაღებად დანარჩენი ფურცლებიც მოითხოვა და პირობა დადო, რომ არავის ეტყოდა ამის შესახე. ბოლოს მან ირაკლის ურჩია რაიმე ხიფათში არ გახვეულიყო....

„ქართული ოცნების" კარდაკარის რეგისტრატორ იოსებ ელყანაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება

თარიღი: 2012-06-27
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-06-27 იოსებ ელყანაშვილის სახლში შესულმა ხუთმა პოლიციელმა, რომლებიც მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი, ის მდინარის ნაპირზე გაიყვანა და ცემა დაუწო, ამის შესახებ ვინმესთან დალაპარაკების შემთხვევაში კი დაპატიმრებით დაემუქრა. იოსებ ელყანაშვილი აქამდეც გაუფრთხილებიათ, რომ „ქართული ოცნების“ წევრი არ გამხდარიყო. მომდევნო დღეს პოლიციამ მის სახლთან პატრულირება დაიწყო. სახლს რომ მიუახლოვდნენ სვლა შეანელეს. ერთ-ერთი მათგანი შეჩერდა და იოსებ ელყანაშვილი დედას დაუწყო ყურება გარკვეული დრ...

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობა - სოფელი მერეთი

თარიღი: 2012-06-26
ოლქი: გორი , მერეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-18 26 ივნისი , შიდა ქართლი: ლევან ბიძინაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი - მონაწილეობდა ჩხუბში და აქტიურობდა. ვასიკო თევდორაშვილი - სოფელ მერეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული - ეპაექრება ირაკლი ალასანიას. კახა ლომიძე - სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის აპარატის საგანგებო სამსახურის უფროსი - ჩხუბობს. ელდარ ელბაქიძე - საგანგებო სამსახურის თანამშრომელი - ჩხუბობს. საგანგებო სამსახურის სხვა თანამშრომლები - ჩხუბობენ. მზია ტურაშვილი - მერეთის ტერიტორიული ორგანოს მ...

"ქართული ოცნების" წარმომადგენლის, ზაქარია ქინქლაძის ადმინისტრაციული პატიმრობა

თარიღი: 2012-06-25
ოლქი: ახმეტა , ახმეტა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-07-09 2012 წლის 24 ივნისს ზაქარია ქინქლაძე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთან, პაატა სუხიშვილთან შელაპარაკების გამო დააკავეს და 25 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. საია დაკავებული პირის ინტერესებს იცავს....

იხილეთ ყველა (3) კომენტარი

კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერ სერგო ბრეგაძეზე განხორციელებული მუქარა ტყიბულში

თარიღი: 2012-06-25
ოლქი: ტყიბული , ტყიბული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-06-25 2012 წლის 16 ივნისს კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერ სერგო ბრეგაძეს, მისივე განმარტებით, ტყიბულის საკრებულოს თანამშრომელი დავით ჭანკვეტაძე დაემუქრა და უთხრა, რომ თავი დაენებებინა "ოცნებებისთვის" რადგან მისი პირადი მონაცემები აქვთ და მისთვისვე უმჯობესი იქნებოდა გულისხმიერებით მოკიდებოდა ამ გაფრთხილებას....

ქეთევან გილაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-06-20
ოლქი: საგარეჯო , საგარეჯო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-31 ქეთევან გილაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 2012 წლის ივნისში გაათავისუფლეს. ის გამგეობის ერთ-ერთ სამსახურში სპეციალისტად მუშაობდა. სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია ქეთევან გილაშვილის პირადი განცხადება, თუმცა საქმეში წარმოდგენილ აღნიშნულ განცხადებაზე განმცხადებლის მიერ არ არის დასმული თარიღი. ასევე გათავისუფლების თაობაზე პირად განცხადებაში სამსახურის სახელწოდებად მითითებულია სახელწოდება, რომელიც სამსახურის აღარ ერქვა 2012 წლისათვი...

ცინარა აბულაძის მიმართ პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება

თარიღი: 2012-06-16
ოლქი: ზუგდიდი , ანაკლია
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-07-31 2012 წლის 16 ივნისს ანაკლიაში 75 წლის ცინარა აბულაძე პოლიციელებმა ჯოხით სცემეს, რასაც მეზობლები წერილობით ადასტურებენ. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანაკლიაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი 75 წლის ცინარა აბულაძესაც ჰქონდა. მისი შვილი, გოგიტა აბულაძე, რომელიც ანაკლიაში ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა, 2012 წლის 18 იანვარს საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. როგორც გოგიტას ოჯახის წევრები განმარტავენ, სამართალდამცავი ორგანოები...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ზეწოლა რუსთავში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-06-15 2012 წლის 30 მაისს, ქალაქ რუსთავის მეჩვიდმეტე მიკრო-რაიონის კორპუს 12, ბინა #64-ში ქალბატონი მივიდა, რომელმაც ოჯახს თავი წარუდგინა როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა, ეთქვათ, თუ რომელი პარტიისათვის აპირებდნენ ხმის მიცემას. ოჯახის წევრს განუცხადა, რომ თქვენი შვილი, შორენა მჭედლიძე მუშაობს სახელმწიფო სამსახურში, კერძოდ „საქსტატში“, ამიტომ უნდა გვითხრათ ის ვის აძლევს ხმას....

მევლუდ შუშანაშვილზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა თიანეთში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: თიანეთი , თიანეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-06-15 თიანეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მევლუდ შუშანაშვილი აცხადებს, რომ მას პოლიტიკური საბაბით უკანონოდ მოეხსნა სოციალური დახმარება, ვინაიდან 2012 წლის 15 მაისს იმყოფებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ შეხვედრაზე. სოციალური აგენტის განცხადებით, მევლუდ შუშანაშვილს სოციალური დახმარება მოხსნილი არ აქვს. მას დახმარება დროებით შეუჩერდა, სანამ ხელხალა არ დაითვლება ქულები....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

ირმა პეტრიაშვილზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა ახმეტაში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ახმეტა , ახმეტა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-06-15 ირმა პეტრიაშვილი, რომელიც სამი შვილის დედაა, ახმეტაში, ჩოლოყაშვილის ქუჩა N88 ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ირმა პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების განყოფილებამ საარსებო შემწეობა მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც ის კოალიცია „ქართულ ოცნების“ საქმიანობაში ჩაერთო....

"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის წინააღმდეგ განხორციელებული მუქარა ჭალადიდში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ხობი , ჭალადიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-06-15 18 მაისს ირაკლი ალასანია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. როდესაც „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი, მაკა ლატარია შეხვედრაზე დაკვირვების მიზნით მივიდა. გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა, ვლადიმერ ჭითანავამ მაკას საჯაროდ და არაკორექტული მუქარის ფორმით ადგილის დატოვება მოსთხოვა....