1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 224
123456789101112

კოალიცია "ქართული ოცნების“ აქტივისტ გია პოპიაშვილის დაკავების ფაქტი გურჯაანში

თარიღი: 2012-06-10
ოლქი: გურჯაანი , გამარჯვება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-06-10 2012 წლის 10 ივნისს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ დააკავებული იქნა სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი გია პოპიაშვილი. აღსანიშნავია, რომ გია პოპიაშვილმა 27 მაისს, კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ისევე როგორც 2 ივნისს დედოფლისწყაროში კოალიცია "ქართული ოცნების" გამართულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე სამარშუტო ტაქსით განახორციელა კოალიციის მხარდამჭერების ტრანსპორტირება ....

ფონდი ”ქომაგის” ბენეფიციარების დაკითხვა პოლიციაში

თარიღი: 2012-06-09
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-07-18 მოქალაქეების - გივი ქურიძის, მანანა გურგენაშვილის, ლამზირა ყოჩიშვილის, ნუგზარ ბელქანიას საიასთვის მიცემული ახსნა-განმარტებების თანახმად, იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, მითითებულ პირთა მოწმის სახით დაკითხვის პროცესში, ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს. ზემოაღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ ნამდვილად მიმართეს ფონდ ,,ქომაგს”. მათი განმარტებით, 2012 წლის 9 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სახლებში მიაკითხეს და მოტყუების...

ჭიათურის საავადმყოფოს პედიატრ მალხაზ წერეთლის სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-06-07
ოლქი: ჭიათურა , ჭიათურა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-06-15 2012 წლის 18 მაისს სამსახურიდან მოულოდნელად გაათავისუფლეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის საავადმყოფოს პედიატრი, პედიატრიული განყოფილების გამგე - მალხაზ წერეთელი, რომელიც ამავე დროს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერია ჭიათურაში. მისი თქმით გათავისუფლების მიზეზი გახდა განცხადება იმის თაობაზე, რომ შპს „ჯეო - ჰოსპიტალის“ ჭიათურის სამედიცინო ცენტრში ადგილი ჰქონდა მთელ რიგ დარღვევებს....

გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მაია მიმინოშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-05-28
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-17 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადების მიხედვით, მიმდინარე წლის 28 მაისს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა „სამინისტროსა და მაია მიმინოშვილის პირად პოზიციას შორის პრინციპული შეუთავსებლობის გამო“. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ, როგორც სამინისტროს განცხადებაშია მითითებული, მინისტრსა და მიმინოშვილს შორის „დაპირისპირება დაახლოებით 10 თვის განმავლობაში გრძელდებოდა“. თვითონ ქალბატონი მაია მისი სამსახურიდა...

პედაგოგ ელენე პოპიაშვილზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა დედოფლისწყაროში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: დედოფლისწყარო , დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება, მუქარა/დაშინება

2012-05-21 დედოფლისწყაროს საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი, ელენე პოპიაშვილი აცხადებს, რომ სკოლის დირექტორს, ია ლაპიაშვილს, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მოსთხოვა, რომ ელენე პოპიაშვილს დაეწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. დირექტორმა მასთან პირად საუბარში მიზეზად დაასახელა ის, რომ ქ-ნი ელენე კოალიაცია „ქართული ოცნების“ რაიონული შტაბის აქტივისტის - გიორგი ნასრაშვილის მეუღლეა. ელენე პოპიაშვილს განცხადება საკუთარი ნებით არ დაუწერია და აცხადებს, რომ დაელოდება სამსახურიდან გათავისუფ...

"ქართული ოცნების" შეხვედრის ორგანიზებისთვის ხელის შეშლა წყალტუბოში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: წყალტუბო , წყალტუბო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-05-21 2012 წლის 29 აპრილს წყალტუბოში კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს ელოდებოდნენ. შეხვედრის მოსაწყობად კოალიციის წარმომადგენლებმა საკონცერტო დარბაზის დაქირავება ითხოვეს, რაზეც უარი იმ მიზეზით მიიღეს, რომ დარბაზი მომდევნო 3 თვის განმავლობაში დაკავებული იყო. „ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის, ჯეირან ლიპარტელიანის განცხადებით, ისინი ახორციელებენ დარბაზით სარგებლობის მონიტორინს და დარბაზში ჯერჯერობით მხოლოდ 2 ღონისძიება გაიმართა....

სოსო მელაშვილზე განხორციელებული ზეწოლა ამბროლაურში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ამბროლაური , ამბროლაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ბიზნესზე ზეწოლა

2012-05-21 2012 წლის აპრილის დასაწყისში, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელებმა მოქალაქე სოსო მელაშვილთან მიაღწიეს შეთანხმებას საოფისე ფართის დაქირავებასთან დაკავშირებით. შეთანხმების გასაფორმებლად მისულ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მან მიზეზის განმარტების გარეშე უთხრა უარი ფართის მიქირავებაზე....

„გლობალ TV“-ის ანტენების მონტაჟისთვის განხორციელებული ზეწოლა საგარეჯოში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: საგარეჯო , საგარეჯო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-05-21 2012 წლის 26 აპრილს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გელა კევლიშვილმა განაცხადა, რომ იმ მოქალაქეების ოჯახებზე, ვინც „გლობალ TV“-ის ანტენების მონტაჟი მოახდინა, სამართალდამცავების მიერ ხორციელდება ზეწოლა და მოქალაქეები ახორციელებენ უკვე დაყენებული ანტენების დემონტაჟს....

საოფისე ფართის მესაკუთრეებზე განხორციელებული ზეწოლა მარტვილში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: მარტვილი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ბიზნესზე ზეწოლა

2012-05-21 კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისის თავმჯდომარის, გია გვალიას ინფორმაციით, სხვა რაიონების მსგავსად, კოალიციისათვის ოფისის მოძებნა ძალიან გართულდა. დაახლოებით დაფიქსირდა 5 შემთხვევა, როდესაც შეთანხმების შემდეგ, ხელშეკრულების გაფორმებამდე, მესაკუთრეებმა მოსალოდნელი უსიამოვნებების გამო უარი განაცხადეს ფართის გაქირავებაზე....

საოფისე ფართის მესაკუთრეებზე განხორციელებული ზეწოლა ფოთში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ბიზნესზე ზეწოლა

2012-05-21 ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა 2012 წლის მარტის ბოლოს ტელეკომპანია ,,მეცხრე არხის’’ კორესპონდენტი გახდა. იგი ა/წ აპრილის დასაწყისიდან ცდილობდა საოფისე ფართის პოვნას. მესაკუთრეებთან მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, მას შემდეგ, რაც ისინი იგებდნენ, რომ ტელევიზია “მეცხრე არხს” ბიძინა ივანიშვილთან ჰქონდა კავშირი, ჟურნალისტს უარს ეუბნებოდნენ ფართის მიქირავებაზე....

საოფისე ფართის მესაკუთრეებზე განხორციელებული ზეწოლა თერჯოლაში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: თერჯოლა , თერჯოლა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ბიზნესზე ზეწოლა

2012-05-21 კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს აცნობეს, რომ ისინი 3 თვის განმავლობაში ეძებდნენ ფართს ოფისისთვის. ფართის მესაკუთრეები თავიდან თანხმდებოდნენ ოფისის გაქირავებას, თუმცა საბოლოოდ უარს აცხადებდნენ. ფართის მესაკუთრეები კოალიცია „ქართული ოცნებასთან“ საუბრებში აღნიშნავდნენ, რომ მათი ოჯახის წევრებს ემუქრებოდნენ სამსახურიდან დათხოვნით....

ზეწოლა ავტობუსების მძღოლებზე „ქართული ოცნების“ კასპის რაიონული ოფისის გახსნის დღეს

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ბიზნესზე ზეწოლა

2012-05-21 2012 წლის 18 აპრილს,„ქართული ოცნების“ კასპის რაიონული ოფისის გახსნის დღეს, სოფლებიდან რაიონული ცენტრისკენ გამომავალი 12 საათიანი ავტობუსების მარშრუტი გადაიდო. მოძრაობა, ასევე, შეიზღუდა 11 საათიდან 16 საათამდე ადგილობრივ (საქალაქო) ტრანსპორტზე.მარშრუტების გადადების მიზეზი სადგურის მოლარე ოპერატორმა დამკვირვებელთან საუბრისას ვერ ახსნა....

ჟურნალისტებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტები ქუთაისში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-05-21 2012 წლის 2 მაისს საქართველოს პრეზიდენტის დაცვისა და სხვა ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის ფაქტი ჟურნალისტებზე. კერძოდ,რეგიონული პრესის წარმომადგენლებს არ მიეცათ პრეზიდენტის ვიზიტის გაშუქებისა და შეხვედრის ადგილზე შესვლის საშუალება. შეურაცხოფა მიაყენეს გაზეთი „პოსტსკრიპტუმის“ და “ახალი გაზეთის” ჟურნალისტებს....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

ჟურნალისტ ირაკლი ვაჩიბერაძის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება ქუთაისში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-05-21 2012 წლის 3 მაისს ქუთაისში გაიმართა შსს მინისტრის ვანო მერაბიშვილის, პარლამენტის ვიცე-სპიკერის მიხეილ მაჭავარიანისა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების დახურული შეხვედრა.გაზეთ „პოსტსკრიპტუმის“-ის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე შეხევდრაზე ჩუმად შევიდა. დაცვამ დაიჭირა და მისი წიხლებით ცემა დაიწყო, თავშიც სცემდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. ასევე, წაართვეს აპარატურა, რომელიც მოგვიანებით უცნობმა პირებმა უკან დაუბრუნეს....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

"ქართული ოცნების" აქტივისტების დარბევა ქუთაისში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-05-21 2012 წლის 1 მაისს თვითმართველობის შენობასთან “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებული გაიმართა აქცია, რომელიც ითვალისწინებდა სანთლებით ქუთაისელებისათვის 2 მაისის - ქუთაისობის მილოცვას.აქციაზე დასუფთავების სამსახურმა მომიტინგეთა მიმართ გამოიყენა წყლის ჭავლი....

გულჩინა წიქორიძის მიმართ განხორციელებული მუქარა ახმეტაში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ახმეტა , ახმეტა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-05-21 2012 წლის 4 აპრილს ახმეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი გულჩინა წიქორიძეს, რომელიც „ქართული ოცნების“ გაზეთებს ავრცელებდა დაემუქრა, რომ, თუ იგი გაზეთების გავრცელებას თავს არ დაანებებდა, დაკარგავდა თავშესაფარს და შეუწყდება ყველა სახის სოციალური დახმარება, რომლის ბენეფიციარიც ამჟამად არის. 17 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, დაუდგენელმა პირებმა გულჩინა წიქორიძეს თავშესაფარი დაურბიეს....

დარაჯის მიმართ განხორციელებული მუქარა ჭიათურაში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ჭიათურა , ჭიათურა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-05-21 2012 წლის 26 აპრილს, ჭიათურაში, საფეხბურთო მოედნის დარაჯს დაემუქრნენ სამსახრურიდან გათავისუფლებით, თუ ის თავს არ დაანებებს „ქართული ოცნების“ ოფისში სიარულს. სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ, ასევე, მის შვილსაც. აღნიშნული ფაქტის შესახებ დარაჯმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს თავად აცნობა, თუმცა მისივე თქმით, ეშინია სამსახურის დაკარგვის და დამატებით დეტალებს ჯერ-ჯერობით არ ახმაურებს....

მოსახლეობის მიმართ განხორციელებული მუქარა ხარაგაულში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ხარაგაული , ხარაგაული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-05-21 2012 წლის 17 აპრილს დაბა ხარაგულში გაიხსნა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი. რამდენიმე მოქალაქის თქმით, ამ პერიოდში ადგილობრივი თვითმმართელობიდან ურეკავდნენ მოქალაქეებს და სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებს და აფრთხილებდნენ, არ გადაეყვანათ ხალხი ხარაგაულის მიმართულებით. მოიხსნა ზესტაფონი-ძირულა-ხარაგაულისა და ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის მარშრუტები....

ფრიდონ კვარაცხელიას მიმართ განხორციელებული მუქარა ფოთში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-05-21 2012 წლის 4 მაისს „ქართული ოცნების“ ფოთის ოფისის თავმჯდომარის, ფრიდონ კვარაცხელიას განცხადებით, ტელეფონზე უცნობი ნომრიდან დაურეკეს დაემუქრენ, რომ თუ იგი 5 მაისს ირაკლი ალასანიასთან დაგეგმილ შეხვედრაზე ზუგდიდში წავიდოდა ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ....

მოსახლეობის მიმართ განხორციელებული მუქარა ბაღდათში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ბაღდათი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-05-21 ქართული ოცნების“ ბაღდათის ოფისის შტაბის ხელმძღვანელის, თინა კელენჯერიძის ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მათ უკან ყოველთვის დაყვებათ პოლიციის წარმომადგენლები.მოქალაქეებს აქვთ სურვილი „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობის, მაგრამ იმის გამო, რომ მათ ემუქრებიან მათი ან ოჯახის წევრების სამსახურიდან დათხოვით, მოქალაქეები თავს იკავებენ კომუნიკაციისაგან....