1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 224
123456789101112

შორენა გელენიძესა და თეონა კუჭავაზე განხორციელებული ზეწოლა ჭკადუაში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ხობი , ჭკადუა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-05-21 2012 წლის 25 აპრილს სოფელ ჭკადუაში მცხოვრები კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები შორენა გელენიძე და თეონა კუჭავა ქურდობაში ეჭვმიტანილის სტატუსით ჭალადიდის ბაგა-ბაღში დაიბარეს,სადაც აღმზრდელ ეკა ბოლქვაძეს დაეკარგა 100 აშშ დოლარი. დაკითხვისას, პოლიციის უფროსმა შორენა გელენიძეს გაფრთხილება მისცა ჩამოშორებოდა ,,ქართულ ოცნებას’’, წინააღმდეგ შემთხვევაში „მიხედავდნენ“ მას და მის ძმასაც....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

საჯარო მოსამსახურეების მიმართ განხორციელებული მუქარა ლანჩხუთში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-05-21 „გლობალ TV-ს” სატელიტური ანტენის დამონტაჟების შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეებს და სხვა დასაქმებულებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სამსახურის დატოვებით ემუქრებიან. აღნიშნული ფაქტი "სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიან დამკვირვებელს რამოდენიმე ადამიანმა დაუდასტურა....

სოფელ ბუკისციხის მცხოვრებლებზე განხორციელებული მუქარა

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ჩოხატაური , ბუკისციხე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-05-21 სოფელ ბუკისციხეში 2012 წლის 30 აპრილს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა. მიწვეულ მოსახლეობას ამავე სოფლის მცხოვრებმა, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტმა, ნანა სიხარულიძემ „ურჩია“, რომ არ წასულიყვნენ შეხვედრაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შესაძლოა პრობლემები შექმნოდათ. მოქალაქეებმა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს....

კოალიცია "ქართული ოცნების" წევრ იური გიორგაძის მიმართ განხორციელებული მუქარა ზოტში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ჩოხატაური , ზოტი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-05-21 2012 წლის 27 აპრილს მუქარა განხორციელდა სოფელ ზოტში მცხოვრებ იური გიორგაძეზე, რომელიც კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. მის ოჯახში არაგეგმიურ შემოწმებაზე სოციალური მუშაკი მივიდა და განუცხადა, რომ თუ დაამონტაჟებს ანტენას ან იაქტიურებს პარტიის სასარგებლოდ, მას სოციალური დახმარება შეუწყდება. მაისის თვიდან იური გიორგაძეს შეუწყდა სოციალური დახმარება....

გია ცირამუას მიერ სამსახურის დატოვება ჩხოროწყუში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ჩხოროწყუ , ჩხოროწყუ
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-05-21 2012 წლის 29 მარტს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა, მერაბ შელიამ თათბირზე გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის მთავარ სპეციალისტს, გია ცირამუას განუცხადა, რომ თანამშრომლები მას ოპოზიციონერად მოიაზრებენ, რადგან მისი ცოლის ძმა, კორნელი საჯაია ჩხოროწყუს „ქართული ოცნების“ ოფისის ხელმძღვანელია. გია ცირამუამ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე, 2012 წლის 1 აპრილს დატოვა....

თინა კელენჯერიძის სოფელ დიმის №1 საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ბაღდათი , დიმი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-05-21 სოფელ დიმის №1 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილემ და ქართული ენის პედაგოგმა, თინა კელენჯერიძემ დირექტორის მოადგილის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე მას შემდეგ დატოვა, რაც კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი გახდა. მან პედაგოგად მუშაობა განაგრძო, მაგრამ დირექტორის 2012 წლის 19 აპრილის ბრძანებით, თინა კელენჯერიძე სამსახურიდან იქნა გათავისუფლებული....

პედაგოგ ია ბჟალავას გორის №9 საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: გორი , გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-05-21 2012 წლის 16 იანვარს გორის №9 საჯარო სკოლის დირექტორმა ელენე ხაჩიძემ ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი, ია ბჟალავა სამსახურიდან გაათავისუფლა. პედაგოგი სამსახურიდან გათავისუფლებას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მისი მეუღლე - თამაზ მაყაშვილი პარტია “თავისუფალი დემოკრატების“ წევრია....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

პედაგოგ თამარ თამაზაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება დედოფლისწყაროში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: დედოფლისწყარო , დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-05-21 2012 წლის 18 აპრილს სახელოვნებო სკოლის ფორტეპიანოს პედაგოგი და სასწავლო ნაწილის გამგე - თამარ თამაზაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა. იგი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე თამაზაშვილის მამიდა და თამაზ თამაზაშვილის დაა. საგულისხმოა, რომ კახეთის პოლიციის ყოფილი უფროსი თამაზ თამაზაშვილი ამჟამად სასჯელს იხდის და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს....

ნანა კოკილაშვილის საბავშვო ბაღიდან გათავისუფლება დედოფლისწყაროში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: დედოფლისწყარო , დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-05-21 2012 წლის 2 აპრილს, საბავშვო ბაღის დირექტორმა მ. ოზაშვილმა ამავე საბავშვო ბაღის აღმზრდელს - ნანა კოკილაშვილს გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა აიძულა. ნანა კოკილაშვილის განცხადებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლება დაკავშირებულია იმ გარემოებასთან, რომ იგი არის კონსერვატიული პარტიისა და „ქართული ოცნების“ ოფისის წარმომადგენელი....

კულტურისა და სპორტის ცენტრის თანამშრომლის, აკაკი ნატროშვილის მიერ სამსახურის დატოვება დედოფლისწყაროში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: დედოფლისწყარო , დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-05-21 საკრებულოს მიერ დაფუძნებული კულტურისა და სპორტის ცენტრის თანამშრომელმა, აკაკი ნატროშვილმა ზეწოლის შედეგად სამსახური დატოვა. აკაკი ნატროშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ დედოფლისწყაროს რაიონული შტაბის ოფის-მენეჯერია. იგი ზეწოლის ფაქტს „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან პირად საუბრებში ადასტურებს, თუმცა დამატებითი დეტალების საჯაროდ გამხმაურებისაგან თავს იკავებს....

ცისანა ჯოიაშვილის სოფელ აფენის №1 საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ლაგოდეხი , აფენი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-05-21 2012 წლის 15 მარტს, სოფელ აფენის №1 საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი ცისანა ჯოიაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. სკოლის დირექტორმა თამარ ცქიფურიშვილმა გათავისუფლების მიზეზად სკოლაში ახალი მენეჯერის დანიშვნა დაასახელა.ცისანა ჯოიაშვილი სამსახურიდან გათავისუფლებას მისი შვილის, ზურაბ გამეზარდაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს. იგი კოალიცია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის წევრია....

რესპუბლიკური პარტიის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ზვიად ყვირალაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-05-21 აპრილის დასაწყისში რესპუბლიკური პარტიის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, ზვიად ყვირალაშვილი გათავისუფლებულ იქნა შპს „დასუფთავების სამსახურის“ დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც მან გურჯაანში ორგანიზება გაუწია „ქართული ოცნების“ დაფუძნებას. შრომითი ხელშეკრულების ვადა 2012 წლის მაისის თვეში ეწურებოდა, თუმცა ზვიად ყვირალაშვილს შრომითი კონტრაქტი აპრილის დასაწყისში ყოველგვარი მიზეზის გარეშე შეუწყდა....

„ქართული ოცნების“ აქტივისტის, ზურაბ თერგიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება გურჯაანში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-05-21 აპრილის დასაწყისში ზეწოლა განხორციელდა კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტზე - ზურაბ თერგიაშვილზე, რომელიც 7 წლის მანძილზე მუშაობდა სასწრაფო დახმარების სამსახურში მძღოლის პოზიციაზე. ერთთვიანი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ, კერძოდ, 2012 წლის 1 აპრილიდან მას შრომითი კონტრაქტი აღარ გაუგრძელდა. ზურაბ თერგიაშვილი მიიჩნევს, რომ მისი სამსახურიდან გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით მოხდა....

იხილეთ ყველა (3) კომენტარი

პაატა თუშურაშვილის გათავისუფლება სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან

თარიღი: 2012-04-30
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-17 პაატა თუშურაშვილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ნარკოლოგიური ექსპერტიზის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობიდან 2012 წლის 30 აპრილს სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულებისათვის გაათავისუფლეს. პაატა თუშურაშვილის განცხადებით, სამსახურიდან გათავისუფლება დაკავშირებულია მისი მეუღლის მაია ფანჯიკიძის პოლიტიკურ შეხედულებასა და საქმიანობასთან. მაია ფანჯიკიძე 2011 წლის დეკემბრიდან კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეს-სპიკერი და აქტიური წევრია. ...

ნათელა თოხაძის სოფელ მელექედურის საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-04-15
ოლქი: ოზურგეთი , მელექედური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-31 2012 წლის აპრილში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის საჯარო სკოლის სამურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლეს დირექტორი ნათელა თოხაძე. ქალბატონი ნათელას განცხადებით, მისი გათავისუფლება პოლიტიკური ნიშნით განხორციელდა. გათავისუფლებული სკოლის დირექტორი მის გათავისუფლებაში სოფლის რწმუნებულს ამხელს და განმარტავს, რომ ვინაიდან იგი არ ასრულებდა მის დირექტივებს, სოფლის რწმუნებულმა შესაბამის ორგანოებს მიაწოდა ინფორმაცია, რომ საჯარო სკოლის დირექტორი იყო ...

”თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრის კახა მიქაიას დაკავება

თარიღი: 2012-03-27
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-03-27 კახა მიქაიას ბრალი წვრილმან ხულიგნობაში წაუყენეს და ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. თავად მიქაია აქტიური პოლიტიკური ფიგურაა ზუგდიდში და საკმაოდ ხშირად ხდება მის მიმართ ასეთი ფაქტები. სერგო ჩაჩიბაიას ერთ-ერთი პროცესის შემდეგ მიქაია სხვა აქტივისტებთან ერთად აწყობდა მსვლელობას და მეგაფონში აცხადებდა: „ძირს ახალაიას სასამართლო“, მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააპატიმრეს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით....

პოლიტიკურად მოტივირებული თვითცენზურის სავარაუდო ფაქტი

თარიღი: 2012-03-27
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-18 2012 წლის 27 მარტს რევაზ საყევარიშვილი, "ფორბს ჯორჯიას" მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან გადადგა. მარტის გამოცემაში ამერიკულმა "ფორბსმა" თვალსაჩინო სტატია მიუძღვნაოლიგარქსა და ქართული ოპოზიციის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჟურნალის მიერ შემუშავებულ მილიარდელების სიაში 153-ე ადგილს იკავებს ყოფილი რედაქტორის თქმით, "ფორბსის" გამოცემის უფლებისმქონე კომპანია „მედია პარტნერსის" დამფუძნებელს, გაგიკ აღიზარიანმა საყევარიშვილს მოსთხოვა ისინი ჩაენაცვლებ...

სოფელ ნიგვზიანის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტის ავთანდილ სურმანიძის სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-03-26
ოლქი: ლანჩხუთი , ნიგვზიანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-30 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2012 წლის 26 მარტის ბრძანების საფუძველზე სოფელ ნიგვზიანის ტერიტორიული ორგანოს სპეციალისტი ავთანდილ სურმანიძე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს. იგი აღნიშნულ თანამდებობაზე 2008 წლიდან მუშაობდა. ბატონი ავთანდილის აზრით, მისი გათავისუფლება დაკავშირებულია მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან. იგი პოლიტიკური გაერთიანება ”თავისუფალი დემოკრატების” წევრია. საია გათავისუფლებული პირის წარმომადგენობას ახორციელებს....

პედაგოგ თამარ ასპანიძის ბოლნისის მესამე საჯარო სკოლიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-03-26
ოლქი: ბოლნისი , ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-03-26 თამარ ასპანიძე ბოლნისის მესამე საჯარო სკოლიდან 2012 წლის 26 მარტს გაათავისუფლეს. ქალბატონი თამარი მისი სამსახურიდან გათავისუფლებას მისი შვილის, დავით ასპანიძის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირდება. დავით ასპანიძე რესპუბლიკური პარტიის ბოლნისის ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ქალბატონი თამარი, გათავისუფლებამდე რამდენიმე დღით ადრე მისი და მისი შვილის პოლიტიკური შეხედულებების გამო მას სკოლის დირექტორმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა. სკოლის დირექტორის განცხადებით, ქალბ...

”თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრის სერგო ჩაჩიბაიას დაკავება

თარიღი: 2012-03-25
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-07-13 2012 წლის 25 მარტს ზუგდიდის პოლიციამ ”თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი სერგო ჩაჩიბაია დააკავა. ”თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი გია ალასანია თანაპარტიელის დაკავებას ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ მწვავე განცხადებას უკავშირებს და ფაქტს აფასებს პოლიტიკურ დევნად. ბატონ სერგოს ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ცივი იარაღის უკანონოდ ტარება ედება. მას სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წყარო: http://www.tspr...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი