1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 224
123456789101112

„ქართული ოცნების“ აქტივისტ ზურა ბურდულის მიმართ განხორციელებული ზეწოლა დუშეთში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: დუშეთი , დეშეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-08-20 2012 წლის 20 აგვისტოს დუშეთის მკვიდრი, კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი, ზურა ბურდული, რომელიც სამხედრო სამსახურისათვის რამდენჯერმე იქნა დაწუნებული, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. როგორც იგი „სამართლიანი არჩევნების“ გრძლევადიან დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებს, სამედიცინო შემოწმების დროს სამხედრო გაწვევის სამსახურის უფროსი ბესო უნდილაშვილი ექიმებს სთხოვდა, რომ სამედიცინო დასკვნაში აღენიშნათ, რომ ბურდული სამხედრო სამსახურისათვის ვარგისია. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი...

სკოლის პედაგოგებზე განხორციელებული ზეწოლა ჩოხატაურში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ჩოხატაური , ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-08-19 2012 წლის 19 აგვისტოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე ჩოხატაურის სკოლის რამდენიმე პედაგოგი დასწრებას არ აპირებდა. ამ ინფორმაციის გაჟღერებისთანავე სკოლის დირექტორი მათ ხელფასის დაქვითვით დაემუქრა, რის გამოც პედაგოგები შეხვედრას დაესწრნენ. „სამართლიანი არჩევნები“ პედაგოგების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მათი ვინაობის საჯაროდ დაფიქსირებისგან თავს იკავებს....

„ქართული ოცნების“ აქტივისტ ჰასმიკ იეგიანის მიმართ განხორციელებული ზეწოლა ახალციხეში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ახალციხე , ახალციხე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-08-12 2012 წლის 12 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი ჰასმიკ იეგიანი სამ თანამოაზრესთან ერთად ახალციხეში, ივერიელის ქუჩაზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ბუკლეტებს არიგებდა. ამ დროს მათთან აღასა ირიციანი თანმხლებ ორ პიროვნებასთან ერთად მივიდა, თავი პოლიციის წარმომადგენლად გააცნო და აქტივისტებს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერი საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღდეგ შემთხვევაში დაჭერით დაემუქრა. ირიციანმა დახია ბუკლეტების ნაწილი და გოგონებს მაისურების გახადა აიძულა. ჰასმ...

პოლიტიკური ანგარიშსწორება კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერ ნუგზარ გიორგაძის მიმართ ცხემლისხიდში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ოზურგეთი , ცხემლისხიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-08-09 საინფორმაციო საშუალება „გურია ნიუსით“ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოფელ ცხემლისხიდში მცხოვრებ ნუგზარ გიორგაძეს, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერია, 2012 წლის 9 აგვისტოს თავის კუთვნილ მიწაზე გაშენებული ძვირფასი ჯიშის ხის პავლონიის ნერგები გაჩეხილი დახვდა. ამ ფაქტს ბატონი ნუგზარი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევს. მართალია ვერ აკონკრეტებს ვის მიერ მოხდა ნერგების გაჩეხვა, მაგრამ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან განაცხადა, რომ ეს მას შემდეგ მოხდ...

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მიერ განხორციელებული ზეწოლა კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ლევან თაბორიძის ოჯახზე კასპში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-08-08 2012 წლის 8 აგვისტოს ბელგიაში მცხოვრებ, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ლევან თაბორიძის მამასთან შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი მალხაზ ბარნოვი მივიდა და დაემუქრა, რომ თუ მისი შვილი არ „დაჭკვიანდება“ ოჯახი სახლს დაკარგავდა. ლევან თაბორიძე აღნიშნულ ფაქტს იმ მოვლენას უკავშირებს, რომ ის აქტიურად მონაწილეობს ემიგრანტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციებში....

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ განხორციელებული ზეწოლა "ქართული ოცნების" წევრ ნიკოლოზ კიკილაშვილზე სიღნაღში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: სიღნაღი , სიღნაღი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-08-03 2012 წლის 3 აგვისტოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კოტე ჯანელიძემ და უშიშროების რეგიონული სამსახურის უფროსმა, სოსო ციციშვილმა წნორში მცხოვრებ ნიკოლოზ კიკილაშვილს „ურჩიეს“ დაეტოვებინა კოალიცია „ქართულ ოცნება“, რაზეც მისგან უარი მიიღეს. მათ კიკილაშვილი მანქანაში ჩასვეს და სიღნაღში წაიყვანეს, სადაც მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ. სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნულ ფაქტს პროვოკაციად აფასებს და არ გამორიცხავ...

ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ განხორციელებული ზეწოლა "ქართული ოცნების" კოორდინატორ ემზარ ცაავაზე

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ზუგდიდი , ორულუ
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-08-02 2012 წლის 2 აგვისტოს კოალიცია "ქართული ოცნების" სოფელ ორულუს კოორდინატორ ემზარ ცაავას ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ირაკლი ცაავა ეწვია. ემზარ ცაავას თქმით, ირაკლი ცაავამ ოთახის კარი გადაკეტა და მისგან ითხოვდა ახსნა-განმარტებას, თუ რატომ იყო ოპოზიციაში და რომ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა შეეწყვიტა. შელაპარაკების დროს ირაკლი ცაავა იარაღით იმუქრებოდა. მოგვიანებით ემზარ ცაავამ ოთახიდან გაქცევა მოახერხა და თხილის ნარგავებში 2 საათის განმავლობაში იმ...

სასწრაფო დახმარების მედპერსონალის, ეთერ ჭუჭულაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება დედოფლისწყაროში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: დედოფლისწყარო , დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-08-07 2012 წლის 7 აგვისტოს დედოფლისწყაროს შპს "ადითის" სასწრაფო დახმარების ბრიგადის მედპერსონალი - ეთერ ჭუჭულაშვილი დირექტორმა იმ მოტივით გაათავისუფლა, რომ რომ მისი მეუღლის ძმა - გიორგი ნასრაშვილი "ქართული ოცნების" ოფისის წარმომადგენელია. ფაქტის გახმაურების შედეგად (დაახლოებით 10 დღის შემდგომ), ეთერ ჭუჭულაშილი აღდგენილ იქნა სამსახურში. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან შპს "ადითის"დირექტორმა, ნუკრი ბაღაშვილმა გათავისუფლების ფაქტი არ დაად...

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორის, ლელა რაზიკაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება დუშეთში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: დუშეთი , დუშეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-08-20 2012 წლის 20 აგვისტოს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორი, ლელა რაზიკაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა. იგი აღნიშნულ პოზიციაზე 2006 წლიდან მუშაობდა. ლელა რაზიკაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მიზეზად მითითებულია, რომ იგი ადგილობრივი მაცხოვრებელი არ არის და მუზეუმში მხოლოდ შაბათ-კვირას მიდიოდა. თავად ლელა რაზიკაშვილი საკუთარი გათავისუფლებას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მან 2012 წლის 14 ივლისს მუზეუმში ბიძინა ივანიშვილსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს...

„ქართული ოცნების“ აქტივისტის, თეა დავითულიანის სამსახურიდან გათავისუფლება თბილისში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ნაძალადევი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-08-09 2012 წლის 9 და12 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი - თეა დავითულიანი ორი სხვადასხვა სამსახურიდან გაათავისუფლეს. დავითულიანი სასწრაფო დახმარების მე-10 ფილიალში (მიხაილოვის საავადმყოფოსთან) ხელშეკრულების საფუძველზე უმცროს ექიმად, ხოლო კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ ოჯახის ექიმის ასისტენტად მუშაობდა. მუშაობის პერიოდში მას შენიშვნა, საყვედური ან რაიმე სახის გაფრთხილება არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ თეა დავითულიანი ორივე სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თანამშრომლებთან ს...

”ქართული ოცნების” კანდიდატის ირაკლი ტრიპოლსკის მოსახლეობასთან შეხვედრის ხელშეშლის ფაქტი დუშეთში

თარიღი: 2012-08-31
ოლქი: დუშეთი , დუშეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-08-09 2012 წლის 9 აგვისტოს ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ტრიპოლსკიმ შეხვედრა გამართა ქ. დუშეთის მოსახლეობასთან. შეხვედრაზე მისულ მოსახლეობასთან ერთად ბატონ ირაკლის ასევე დახვდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები, რწმუნებულები, ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები და მათი შტაბის წევრები, რომლებიც ცდილობდნენ შეხვედრის ჩაშლას. შეხვედრაზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ბატონი ირაკლი ტრიპოლსკი იძულებუ...

პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლების მიერ „გურია ნიუსის“ ჟურნალისტების საქმიანობისთვის ხელისშეშლა ოზურგეთში

თარიღი: 2012-08-22
ოლქი: ოზურგეთი , ბახვი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-24 „გურია ნიუსის“ ჟურნალისტებმა, გიორგი გირკელიძემ და ჟანა მეგრელიშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადეს, რომ 24 ივლისს პრეზიდენტის ვიზიტისას მათთან მივიდა პრეზიდენტის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც მოთხოვა დაეტოვებინათ ტერიტორია. ამასთანავე, მათ გამოართვეს ფოტოაპარატი და წაუშალეს გადაღებული ფოტოები. 2012 წლის 29 ივლისს პრეზიდენტი ოზურგეთში, სოფელ ბახვში ამომრჩევლებთან შეხვედრას მართავდა. ჟანა მეგრელიშვილის თქმით, ისინი შეხვედრაზე დაცვის წევრებმა ამჯერადაც...

დაპირისპირება „ინფო 9“-ის ჟურნალისტებსა და უცნობ გადამღებ ჯგუფს შორის

თარიღი: 2012-08-22
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-11 „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებულ შეხვედრებზე გამოჩნდა გადამღები ჯგუფი, რომლებიც არ ასახელებენ რომელი მედიაკომპანიის წარმომადგენლები არიან, არა აქვთ ლოგო და სამკერდე მოწმობა. „ჟურნალისტი“ ნინო ზაქარაშვილია, ხოლო ოპერატორი გიორგი ჩუგუაშვილი. „ქართული ოცნების“ კასპის ორგანიზაციის ლიდერების თქმით, აღნიშნული ჯგუფი მათ შეხვედრებზე დადის და აფიქსირებს აქციის მონაწილეებს. გადამღები ჯგუფი თავდაპირველად 2012 წლის 11 ივლისს სოფელ ახალქალაქში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქციაზე დააფიქსირეს, სადაც...

„ინფო 9-ის“ ჟურნალისტ შორენა ხაბალაშვილზე განხორციელებული ზეწოლა კასპში

თარიღი: 2012-08-22
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-06-20 2012 წლის 20 ივნისს კასპის საკრებულოს სხდომაზე კასპის რაიონის ბიუჯეტის 6 თვის შესრულების ანგარიში იხილებოდა. აღნიშნულ სხდომაზე „ინფო 9-ის“ ჟურნალისტები არ შეუშვეს. მიზეზად დაცვის პოლიციამ ჟურნალისტების სხდომაზე დაგვიანებით მისვლა დაასახელა, ასევე მათ განუცხადეს, რომ სხდომა დახურული იყო. მოგვიანებით ჟურნალისტმა შორენა ხაბალაშვილმა კამერის გარეშე საკრებულოს თავჯდომარესთან შესვლა და გასაუბრება სცადა, მაგრამ დაცვის პოლიციამ იგი უკვე კაბინეტის კართან მისული ძალის გამოყენებით გამოაგდო....

მე-9 არხის ბათუმის კორესპონდენტ ნათია როყვას საქმიანობისთვის ხელის შეშლა რეალ-ტვ-ს ჟურნალისტის მიერ

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: ბათუმი , ბათუმი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-08 2012 წლის 8 ივლისს „ტვ-9“-ის არხის ბათუმის კორესპონდენტს, ნათია როყვას სიუჟეტის გადაღების დროს „რეალ-ტვ“-ის ჟურნალისტი და ოპერატორი აედევნა. უსვამდენ პროვოკაციულ კითხვებს და სიუჟეტის მომზადების საშუალებას არ აძლევდნენ. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბარში ნათია როყვამ აღნიშნა, რეალტივის ჟურნალისტისგან იყო პოლიტიკური ხასიათის კითხვებიც, კერძოდ, „გამოაგზავნა თუ არა გადაღებაზე ბიძინა ივანიშვილმა?“, „მოუმზადა თუ არა მან კითხვები?“ და „უხდის თუ არა ფულს ბიძ...

ქართული ოცნების პლაკატების ჩამოხევა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ კასპში

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-07-14 2012 წლის 14 ივლისს კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტებმა ქალაქ კასპში პლაკატები გააკრეს, სადაც მითითებული იყო გორის აქციის ჩატარების ადგილმდებარეობა და საათი. ის პიროვნებები, რომლებიც ქართული ოცნების პლაკატებს ხევდნენ, მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე პირების მანქანებით გადაადგილდებოდნენ. ვიდეო კადრებში დაფიქსირდა კასპის ქალაქის რწმუნებული მირიან ბერიანიძე, რომელიც საჭეს თავად მართავს და მიშკა მერებაშვილი- კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამეურნეო ...

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლა ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: გორი , ვერხვები
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-12 2012 წლის 12 ივლისს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, კახა კალაძე, სოზარ სუბარი და სხვა მხარდამჭერები ვერხვების დევნილთა ჩასახლებას ეწვივნენ, სადაც მათ დევნილები, ჩასახლების მამასახლისები (ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობების თანამშრომლები) ბესო კახნიაშვილი, ვიქტორ დათაშვილი, ვანო მიდოდაშვილი სხვა მხარდამჭერებთან ერთად დახვდნენ და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოსთხოვეს დაეტოვებინათ ჩასახლების ტერიტორია. ერთ-ერთმა მოქალაქემ უწმაწური სიტყვებით მიმართ...

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლა ქარელში

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: ქარელი , ბრეთი/სასირეთი/ძლევიჯვარი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-12 2012 წლის 12 ივლისს კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები - გუგული მაღრაძე, დიმა ჯაიანი და პავლე ნოზაძე ქარელის რაიონის სოფლების - ბრეთის, ძლევიჯვრის და სასირეთის მოსახლეობას შეხვდნენ. კოალიციის წარმომადგენლებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაყვებოდნენ და შეკრებილ მოსახლეობას პრობლემებზე საუბრისაგან თავის არიდებას აიძულებდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა სასირეთის გამგებელი - მელორ ელიაშვილი და ბრეთის გამგებელი - რამაზ ახალკაცი....

სოფელ ბახვის რწმუნებულ გოჩა შარაშიძის მიერ ნუკრი ბაჯელიძის წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: ოზურგეთი , ბახვი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-04 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბახვის რწმუნებულმა, გოჩა შარაშიძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა ამავე სოფლის მცხოვრებ ნუკრი ბაჯელიძეს. ნუკრი ბაჯელიძემ "სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადა, რომ სანამ ოზურგეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართებოდა, მას გოჩა შარაშიძემ დაურეკა და უთხრა, წამოსულიყო კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, უწმაწური სიტყვებით მიმართა და დაემუქრა. 4 ივლისს საღამოს სოფელ ბახვის ცენტრში გოჩა შარაშიძემ...

კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრ როსტომ ბერიძეზე განხორციელებული ზეწოლა ქედაში

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: ქედა , ქედა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-08-21 კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, როსტომ ბერიძე 3 თვეა ვერ ახერხებს თავის საკუთრებაში არსებული ფართის დაკანონებას ქედაში, რადგან აბუსერიძის ქუჩა #3, ახალი დამისამართებით 6 ნომერი გახდა. როსტომ ბერიძეს ეს ფართი უნდა მიექირავებინა ტელეკომპანია „ტვ-9“-ის აჭარის წარმომადგენლობისათვის, მაგრამ ნოტარიუსმა ქირავნობის ხელშეკრულების დამოწმებაზე უთხრა უარი, რადგან ეს მისამართი აღარ არსებობდა და ურჩია მიემართა საჯარო რეესტრისათვის ხარვეზის გასასწორებლად. საჯარ...