1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 224
123456789101112

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენელ ზურაბ კუჭაშვილზე განხორციელებული ზეწოლა ლანჩხუთში

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: ლანჩხუთი , ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-06-17 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლის, ზურაბ კუჭაშვილის თქმით, იგი კოალიცია „ქართული ოცნების“ მიტინგზე სურათებს იღებდა, რა დროსაც ერთ-ერთმა ქალბატონმა ჰკითხა რატომ იღებდა ფოტოებს და ფოტოაპარატის დაზიანებით დაემუქრა. მოგვიანებით კუჭაშვილის დედასთან მივიდა ქალბატონი, რომელმაც გააფრთხილა, რომ თუ მისი შვილი ამ საქმეს თავს თუ არ დაანებებდა, „პრობლემები შეექმნებოდა“....

კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტ ივერი ნერგაძეზე განხორციელებული ზეწოლა ბაღდათში

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: ბაღდათი , ბაღდათი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-09 2012 წლის 9 ივლისს კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტი, ივერი ნერგაძე და მისი მამა, მერაბ ნერგაძე დეპუტატ თემურ კოხოძის ბიუროში დაიბარეს. როგორც ივერი ნერგაძემ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადა, დეპუტატმა მას ურჩია თავი დაენებებინა "ქართულ ოცნებასთან" ურთიერთობისათვის, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ძმა და რძალი, რომლებიც მუშაობდნენ შპს "თეგეტა მოტორსში" გათავისუფლებული იქნებოდნენ სამსახურიდან. 24 ივლისს ივერი ნერგაძემ „სამართლი...

ცუცხვათის თემის რწმუნებულ ჯემალ ობოლაძის მიერ განხორციელებული ზეწოლა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ თემურ კუპრაშვილზე

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: ტყიბული , ცუცხვათი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-14 2012 წლის 14 ივლისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ თემურ კუპრაშვილს ცუცხვათის თემის რწმუნებულმა - ჯემალ ობოლაძემ დაურეკა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. მოგვიანებით მათი შეხევდრა რწმუნებულის მხრიდან კვლავ სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა. კოალიცია "ქართული ოცნების" წევრების ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ თემურ კუპრაშვილი ორგანიზებას უწევდა კოალიციის წარმომადგენლების შეხვედრას ახალგაზრდებთან ცუცხვათის თემში. საბოლოოდ ახლგაზრდებთან შ...

პოლიციელ ზურაბ ფარეულიძის მხრიდან კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგისტრატორებზე განხორციელებული ზეწოლა

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: ახმეტა , ახმეტა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-06-25 2012 წლის 25 ივნისს N24-ე ომალოს უბანზე პოლიციელმა ზურაბ ფარეულიძემ სახლიდან გამოყარა კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგისტრატორები მარინა გაურგაშვილი და ნანა ციხესაშვილი და ამავდროულად თანასოფლელები გააფრთხილა, ვინც მათთან ითანამშრომლებდა დახმარებები მოეხსნებოდათ....

კოალიცია "ქართული ოცნების“ რეგისტრატორებზე, მარიამ ხოსიაშვილსა და თეონა უმცროსაშვილზე განხორციელებული ზეწოლა ახმეტაში

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: ახმეტა , ახმეტა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-06 კოალიცია "ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, ოთარ კვირიკაშვილის განცხადებით, ამომრჩეველთა სიების გადამოწმება, რომელიც კარდაკარის პროგრამით ხორციელდება, რეგისტრატორებზე ზეწოლებით მიმდინარეობს. 2012 წლის 6 ივლისს ახმეტის N1 ჟალურის უბანზე ამომრჩეველთა სიების გადამოწმების - კარდაკარის განხორციელების დროს, რეგისტრატორებს - მარიამ ხოსიაშვილს და თეონა უმცროსაშვილს შპს „ახმეტა გამწვანების“ მმართველის მოადგილემ, თემურ ერთგულაშვილმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და სამუშაოს შესრულებაში ხე...

"თავისუფალი საქართველოს" აქტივისტ მელანია ბერიაშვილზე განხორციელებული ზეწოლა თელავში

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: თელავი , თელავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-04 2012 წლის ივლისის დასაწყისში პარტია "თავისუფალი საქართველოს" აქტივისტი მელანია ბერიაშვილი საარჩევნო რეგისტრაციის მიზნით თელავში ამომრჩეველთა ხელმოწერებს აგროვებდა. 2012 წლის 4 ივლისს მას სახლში ესტუმრა თელავის პოლიციის უბნის რწმუნებული, ბადურ რევაზიშვილი, რომელიც დაინტერესდა, რატომ აგროვებდა ბერიაშვილი ხელმოწერებს, რა თანხას უხდიდა პარტია ამ სამუშაოს შესრულებისთვის და რა აკავშირებდა მას პარტიასთან. როგორც მელანია ბერიაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს...

დამოუკიდებელი კანდიდატის - გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაციის საკითხი

თარიღი: 2012-08-16
ოლქი: ხარაგაული , ხარაგაული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-08-25 2012 წლის 16 აგვისტოს საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზე #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის განცხადება გამოქვეყნდა დამოუკიდებელი კანდიდატის გიორგი გლუნჩაძის რეგისტრაციის შეჩერების შესახებ გაურკვეველი ვადით, კომისიიდან გლუნჩაძის კანდიდატის დასარეგისტრირებლად საჭირო დოკუმენტაციის დედანის ამოღების გამო. საიამ მედიის საშუალებებით გაკეთებული საჯარო განცხადებებით არაერთხელ მიმართა ხარაგაულის #48 საოლქო საარჩევნო კომისიას, შესაბამისი ორგანოებიდან დაუყოვნებლივ მოეთხო...

ფოთის სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომელ მანუჩარ ქუჩულორიაზე განხორციელებული ზეწოლა და სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-08-13
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება, მუქარა/დაშინება, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-08-13 მე, მანუჩარ ქუჩულორია, 8 წელი ვმსახურობდი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში. ბოლო თვეებია ჩემზე ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა. მამაჩემი, ვახტანგ ქუჩულორია არის "ეროვნული ფორუმის" წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი. დაახლოებით 2 თვის წინ დამიბარეს წალენჯიხის კუდ-ში. მალხაზ ღურცკაია – კუდ-ის უფროსი დაჟინებით მოითხოვდა, მამაჩემი დემონსტრაციულად გადასულიყო ნაციონალურ მოძრაობაში. ამის შემდეგ ფოთის სანაპირო ...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

'ქართული ოცნების" წევრის, ვანო ნაცარაშვილის დაცვის სამსახურიდან გათავისუფლება გურჯაანში

თარიღი: 2012-08-13
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-08-13 2012 წლის 30 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების" წევრი ვანო ნაცარაშვილი გურჯაანში დაცვის სამსახურიდან გათავისუფლდა. იგი „United security“– დაცვის სამსახურში 2012 წლის აპრილიდან მუშაობდა და გურჯაანის სამედიცინო ცენტრში იყო განაწილებული. ვანო ნაცარაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაახლოებით 3 კვირით ადრე მასთან უშიშროების და პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვება მოსთხოვეს,...

"ქართული ოცნების" აქტივისტ გიორგი ჭინჭარაულის დაკავება სოფელ გამარჯვებაში

თარიღი: 2012-08-13
ოლქი: დედოფლისწყარო , გამარჯვება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-08-13 2012 წლის 6 აგვისტოს დედოფლისწყაროს ცენტრში დააკავეს სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები გიორგი ჭინჭარაული, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტია. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს გიორგი ჭინჭარაულმა განუცხადა, რომ იგი სოფლიდან პირადი საქმეებთან დაკავშირებით რაიონში ჩამოვიდა, რა დროსაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა ყოველივე მიზეზის გარეშე ჩასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში და სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორში წაიყვანეს. როგორც გიორგი ჭინჭ...

ივანიშვილისა და კალაძის უკანონო დაჯარიმების ფაქტი

თარიღი: 2012-08-12
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-08-16 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 10 აგვისტოსა და 11 აგვისტოს უკანონო გადაწყვეტილებები პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერების - ბიძინა ივანიშვილისა და კახა კალაძის დაჯარიმებისა და კახა კალაძის უძრავ-მოძრავი ქონებასა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე დადებული ყადაღის დადასტურებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, კახა კალაძისათვის დაკისრებულმა ჯარიმამ 16 944 960 ლარი, ხოლო ბიძინა ივანიშვილისათვის დაკისრებულმა ჯარიმა...

ელგუჯა თაბორიძისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარა

თარიღი: 2012-08-08
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-09-03 2012 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ელგუჯა თაბორიძე თავის შვილთან ერთად იმყოფებოდა კასპის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, მასთან მივიდა კასპის კრიმინალური პოლიციის უფროსი მალხაზ ბარნოვი, რომელიც დაემუქრა, თუ მისი შვილი არ დაანებებდა თავს პოლიტიკურ საქმიანობას შესაძლებელი იყო დაეკარგათ სახლი. ბატონი ელგუჯას შვილი ლევან თაბორიძე ცხოვრობს და საქმიანობს ბრიუსელში. 2011 წლიდან არის ”ქართული ოცნების” აქტივისტი. 2012 წლის 15 ივლისს ბატონი ლევანი ”TV9”-ის ეთერით გამოვიდა ”ქართული ოცნების” მხარდასაჭერ...

თამარ კაიკაციშვილის დათხოვნა ქობულეთის პროფესიული კოლეჯიდან

თარიღი: 2012-08-08
ოლქი: ქობულეთი , ქობულეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-08-08 2012 წლის 19 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებულმა სსიპ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორმა მჭედლიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საკუთარი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი. მჭედლიშვილმა კაიკაციშვილს პირადი განცხადების საფუძველზე წასვლა ჯერ კიდევ 6 ივნისს მოსთხოვა, თუმცა კაიკაციშვილმა საკითხში გარკვევა და საგამოცდო პერიოდის ვადის დასრულება ითხოვა, რაზეც დირექტორი წინააღმდეგი წავიდა. დირექტორმა დათხოვნის მიზეზად სამინისტროსგან მიღებული დირექტი...

თავდასხმა “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრებზე სოფელ თიკერში

თარიღი: 2012-08-07
ოლქი: ქობულეთი , თიკერი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-08-02 2012 წლის 2 აგვისტოს კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები სალომე ბერიძე, გიორგი ახვლედიანი, მერი ტოტოღაშვილი და ვაჟა ცეცხლაძე სოფელ ცეცხლაურში თიკერის დასახლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ გაზეთებს და 5 აგვისტოს ბათუმში დაგეგმილი აქციის მოსაწვევებს არიგებდნენ. სოფელ ცეცხლაურში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მათ ქვები ესროლეს, დაუზიანეს ტელეფონები და ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების ინციდენტი შუახევში

თარიღი: 2012-08-07
ოლქი: შუახევი , შუახევი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-08-05 გიორგი ხურციძე 5 აგვისტოს დააკავეს ბათუმში, ამავე დღეს მოხდა ახალგაზრდული ჯგუფის წევრის გიორგი ობოლაძის აყვანაც ტყიბულში და დათო კუბლაშვილის თბილისში. როგორც დაკავებულთა ადვოკატმა, ირაკლი შავაძემ განაცხადა, სამივე მათგანი მოწმეების სტატუსით ქურდობისა და თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვის საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს და დაკითხვის შემდეგ მალე გაათავისუფლეს....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

”ქართული ოცნების” აქტივისტების დავით კუბლაშვილის, გიორგი ობოლაძის და გიორგი ხურციძის დაკითხვა შუახევის პოლიციაში

თარიღი: 2012-08-05
ოლქი: შუახევი , შუახევი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-09-03 ქ. ბათუმში 5 აგვისტოს კოალიცია ,,ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, კოალიციის რამდენიმე წარმომადგენელი იმყოფებოდა შუახევის მუნიციპალიტეტში, რომელთა მოვალეობაშიც შედიოდა დაგეგმილი აქციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. კოალიციის აქტივისტებს აჭარაში ჩასვლამდე ქ.ლანჩხუთში შემოუერთდა, ასევე კოალიციის აქტივისტი ირაკლი დობორჯგინიძე. აქტივისტთა განმარტებით, მათ ირაკლი დობორჯგინიძის მიმართ თავიდანვე გარკვეული ეჭვი გაუჩნდათ, მისი შესაძლო თანამშრომლობაზე პოლიციის ორგან...

"ქართული ოცნების" ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის წევრის, გიორგი მჭედლიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-07-30
ოლქი: ლაგოდეხი , ლაგოდეხი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-30 2012 წლის 3 ივლისს კოალიცია "ქართული ოცნების" ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის წევრი გიორგი მჭედლიშვილი, რომელიც ბანკ "კონსტანტაში" მძღოლის პოზიციაზე მუშაობდა, სამსახურიდან გათავისუფლდა. გიორგი მჭედლიშვილი სამსახურიდან გათავისუფლებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ, კოალიციის ინტერვიუერები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აწარმოებდნენ კარდაკარის სიების გადამოწმებას, როდესაც სოფელ კაბალის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა ჯემალ ნიაზოვმა მათ მოსთხოვა შეეწყვიტათ მ...

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ბესარიონ ხატიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება სიღნაღში (აღადგინეს სამსახურში იმავე პოზიციაზე)

თარიღი: 2012-07-30
ოლქი: სიღნაღი , სიღნაღი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-30 2012 წლის 2 ივლისს სამსახურიდან გაათავისუფლეს რესპუბლიკური პარტიის თავჯდომარე ბესარიონ ხატიაშვილი რომელსაც 13 ივლისს გადაეცა ბრძანება გათავისუფლების შესახებ. ბესარიონ ხატიაშვილი ააიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და სასპორტო სკოლების გაერთიანების კომპლექსური სასპორტო სკოლის კრივის მწვრთნელად - მასწავლებლად მუშაობდა. ბესარიონ ხატიაშვილის გათავისულფების ბრძანება 2012 წლილს 2 ივლისით არის დათარიღებული, ხოლო გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე ...

მესტიაში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლის ფაქტი

თარიღი: 2012-07-27
ოლქი: მესტია , მესტია
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-07-27 მესტიაში კოალიცია ქართული ოცნების და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრაზე მმართველმა პარტიის მხარდამჭერები მივიდნენ, რომლებიც გამომწვევად იქცეოდნენ: „მიშა, მიშას“ სკანდირებდნენ და უსტვენდნენ. [url]http://info9.ge/?l=G&m=1000&id=1812[/url]...

ძალადობა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრაზე მისულ მოქალაქეებზე

თარიღი: 2012-07-24
ოლქი: ზუგდიდი , ცაიში
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-08-02 2012 წლის 24 ივლისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშის მოსახლეობასთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, რა დროსაც მოქალაქე როზა წყაბელიას სურდა პრეზიდენტისთვის საკუთარი პრობლემების შესახებ მოეთხრო, რისი საშუალებაც მას არ მიეცა და პოლიციის თანამშრომლის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლისა და უბნის რწმუნებულის მხრიდან მასზე განხორციელდა ძალადობის ფაქტი. საიამ აღნიშნული ფაქტის გამოძიებასთან დაკავშირებით სამართალდამცავ ორგანიებს მიმართა. [youtube]YHf1Zv...