1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 57
123

სასწრაფო დახმარების მედპერსონალის, ეთერ ჭუჭულაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება დედოფლისწყაროში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: დედოფლისწყარო , დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-08-07 2012 წლის 7 აგვისტოს დედოფლისწყაროს შპს "ადითის" სასწრაფო დახმარების ბრიგადის მედპერსონალი - ეთერ ჭუჭულაშვილი დირექტორმა იმ მოტივით გაათავისუფლა, რომ რომ მისი მეუღლის ძმა - გიორგი ნასრაშვილი "ქართული ოცნების" ოფისის წარმომადგენელია. ფაქტის გახმაურების შედეგად (დაახლოებით 10 დღის შემდგომ), ეთერ ჭუჭულაშილი აღდგენილ იქნა სამსახურში. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან შპს "ადითის"დირექტორმა, ნუკრი ბაღაშვილმა გათავისუფლების ფაქტი არ დაად...

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორის, ლელა რაზიკაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება დუშეთში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: დუშეთი , დუშეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-08-20 2012 წლის 20 აგვისტოს ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმის დირექტორი, ლელა რაზიკაშვილი სამსახურიდან გათავისუფლდა. იგი აღნიშნულ პოზიციაზე 2006 წლიდან მუშაობდა. ლელა რაზიკაშვილის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში მიზეზად მითითებულია, რომ იგი ადგილობრივი მაცხოვრებელი არ არის და მუზეუმში მხოლოდ შაბათ-კვირას მიდიოდა. თავად ლელა რაზიკაშვილი საკუთარი გათავისუფლებას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მან 2012 წლის 14 ივლისს მუზეუმში ბიძინა ივანიშვილსა და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს...

„ქართული ოცნების“ აქტივისტის, თეა დავითულიანის სამსახურიდან გათავისუფლება თბილისში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ნაძალადევი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-08-09 2012 წლის 9 და12 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი - თეა დავითულიანი ორი სხვადასხვა სამსახურიდან გაათავისუფლეს. დავითულიანი სასწრაფო დახმარების მე-10 ფილიალში (მიხაილოვის საავადმყოფოსთან) ხელშეკრულების საფუძველზე უმცროს ექიმად, ხოლო კლინიკა „ნიუ ჰოსპიტალში“ ოჯახის ექიმის ასისტენტად მუშაობდა. მუშაობის პერიოდში მას შენიშვნა, საყვედური ან რაიმე სახის გაფრთხილება არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ თეა დავითულიანი ორივე სამსახურიდან მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც თანამშრომლებთან ს...

ფოთის სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომელ მანუჩარ ქუჩულორიაზე განხორციელებული ზეწოლა და სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-08-13
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება, მუქარა/დაშინება, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-08-13 მე, მანუჩარ ქუჩულორია, 8 წელი ვმსახურობდი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში. ბოლო თვეებია ჩემზე ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა. მამაჩემი, ვახტანგ ქუჩულორია არის "ეროვნული ფორუმის" წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი. დაახლოებით 2 თვის წინ დამიბარეს წალენჯიხის კუდ-ში. მალხაზ ღურცკაია – კუდ-ის უფროსი დაჟინებით მოითხოვდა, მამაჩემი დემონსტრაციულად გადასულიყო ნაციონალურ მოძრაობაში. ამის შემდეგ ფოთის სანაპირო ...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

'ქართული ოცნების" წევრის, ვანო ნაცარაშვილის დაცვის სამსახურიდან გათავისუფლება გურჯაანში

თარიღი: 2012-08-13
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-08-13 2012 წლის 30 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების" წევრი ვანო ნაცარაშვილი გურჯაანში დაცვის სამსახურიდან გათავისუფლდა. იგი „United security“– დაცვის სამსახურში 2012 წლის აპრილიდან მუშაობდა და გურჯაანის სამედიცინო ცენტრში იყო განაწილებული. ვანო ნაცარაშვილმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამსახურიდან გათავისუფლებამდე დაახლოებით 3 კვირით ადრე მასთან უშიშროების და პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ და კოალიცია „ქართული ოცნების“ დატოვება მოსთხოვეს,...

თამარ კაიკაციშვილის დათხოვნა ქობულეთის პროფესიული კოლეჯიდან

თარიღი: 2012-08-08
ოლქი: ქობულეთი , ქობულეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-08-08 2012 წლის 19 ივნისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაქვემდებარებულმა სსიპ ქობულეთის საზოგადოებრივი კოლეჯის დირექტორმა მჭედლიშვილმა თანამდებობიდან გაათავისუფლა საკუთარი მოადგილე თამარ კაიკაციშვილი. მჭედლიშვილმა კაიკაციშვილს პირადი განცხადების საფუძველზე წასვლა ჯერ კიდევ 6 ივნისს მოსთხოვა, თუმცა კაიკაციშვილმა საკითხში გარკვევა და საგამოცდო პერიოდის ვადის დასრულება ითხოვა, რაზეც დირექტორი წინააღმდეგი წავიდა. დირექტორმა დათხოვნის მიზეზად სამინისტროსგან მიღებული დირექტი...

"ქართული ოცნების" ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის წევრის, გიორგი მჭედლიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-07-30
ოლქი: ლაგოდეხი , ლაგოდეხი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-30 2012 წლის 3 ივლისს კოალიცია "ქართული ოცნების" ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის წევრი გიორგი მჭედლიშვილი, რომელიც ბანკ "კონსტანტაში" მძღოლის პოზიციაზე მუშაობდა, სამსახურიდან გათავისუფლდა. გიორგი მჭედლიშვილი სამსახურიდან გათავისუფლებას მის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებს, კერძოდ, კოალიციის ინტერვიუერები ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში აწარმოებდნენ კარდაკარის სიების გადამოწმებას, როდესაც სოფელ კაბალის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა ჯემალ ნიაზოვმა მათ მოსთხოვა შეეწყვიტათ მ...

რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარის, ბესარიონ ხატიაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება სიღნაღში (აღადგინეს სამსახურში იმავე პოზიციაზე)

თარიღი: 2012-07-30
ოლქი: სიღნაღი , სიღნაღი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-30 2012 წლის 2 ივლისს სამსახურიდან გაათავისუფლეს რესპუბლიკური პარტიის თავჯდომარე ბესარიონ ხატიაშვილი რომელსაც 13 ივლისს გადაეცა ბრძანება გათავისუფლების შესახებ. ბესარიონ ხატიაშვილი ააიპ სიღნაღის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო და სასპორტო სკოლების გაერთიანების კომპლექსური სასპორტო სკოლის კრივის მწვრთნელად - მასწავლებლად მუშაობდა. ბესარიონ ხატიაშვილის გათავისულფების ბრძანება 2012 წლილს 2 ივლისით არის დათარიღებული, ხოლო გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია „საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე ...

მოქალაქის გათავისუფლება სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო

თარიღი: 2012-07-20
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-20 2012 წლის 11 ივნისს მოქალაქე (****) გამათავისუფლეს სსიპ (****) ფონდიდან, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურის დაქვემდებარებაშია. ვმუშაობდი მთავარ სპეციალისტად ერთ-ერთ დეპარტამენტში. ღიად ვაცხადებდი ჩემ პოზიციას და მხარს ვუჭერ კოალიცია „ქართულ ოცნებას“. გათავისუფლებამდე ორი კვირით ადრე თანამშრომლებმა გავინაწილეთ დავალებები და ბევრი პროექტის განხორციელებას ვგეგმავდით. მოულოდნელად დამიბარეს და მითხრეს, რომ ნოემბრამდე უნდა შევწყვიტო მუშაობა. განცხადება დამაწერინეს თითქოს ოჯახური მიზეზის გამ...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

ნინო მშვიდობაძის ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ლანჩხუთი , ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13 2012 წლის 25 ივნისს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთერთობისა და ინფორმაციის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ნინო მშვიდობაძე სამსახურიდან გათავისუფლდა. ამის მიზეზი სოფელ გვიმბალაურში ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის გიორგი ყაველაშვილის სტუმრობას უკავშირდება. ნინო მშვიდობაძე არ გამორიცხავს, რომ მისი სამსახურიდან დათხოვნა პოლიტიკური მოტივითაც არის განპირობებული, რადგან, როგორც თავად ამბობს, მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს "ქართული ოცნების" რაიონული ორგანიზა...

ნატო ქათამაძის გამოცდების ეროვნული ცენტრიდან გათავისუფლება ქუთაისში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13 2012 წლის 12 ივნისს რესპუბლიკური პარტიის ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარე, ნატო ქათამაძე, რომელიც გამოცდების ეროვნულ ცენტრში მუშაობდა, სამსახურიდან გათავისუფლდა. როგორც ნატო ქათამაძე აცხადებს, ის გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამ ცენტრის დაარსების დღიდან მუშაობდა, ხოლო მისი ახლანდელი გათავისუფლება პირდაპირ კავშირშია მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან....

მედდა ნაირა კიკაბიძის სამსახურიდან გათავისუფლება ვანში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ვანი , ვანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13 2012 წლის 19 ივნისს სასწრაფო დახმარების ბრიგადის მედდა - ნაირა კიკაბიძე სამსახურიდან გათავისუფლდა. ნაირა კიკაბიძე სამსახურიდან გათავისუფლებას მისი მეუღლისა და კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის - დავით ლორთქიფანიძის ნაცნობობას უკავშირებს. მისი აზრით სამსახურიდან გათავისუფლება უსამართლოდ მოხდა და გამოთქვამს ვარაუდს, რომ შესაძლებელია უახლოეს დღეებში მის მეუღლესაც იგივე ბედი ეწიოს....

ტარიელ თედეევის სამსახურიდან გათავისუფლება ლაგოდეხში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ლაგოდეხი , არეშფერანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13 2012 წლის 18 ივნისს ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ არეშფერანის ტერიტორიული ერთეულის რწმუნებულმა, ტარიელ თედეევმა სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნით განცხადება დაწერა. მისმა შვილმა, გელა თედეევმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს აცნობა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მამამ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებული ზეწოლის შედეგად მიიღო. ზეწოლა უკავშირდება ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გასულ სიუჟეტს, რომელიც სოფელ არეშფერანში ეკომიგრანტების პრობლემებს მიეძღვნა....

სოსო მთივლიშვილის სამსახურიდან გათავისუფლება გურჯაანში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13 2012 წლის 11 ივნისს სოსო მთივლიშვილი „ლიბერთი ბანკის“ გურჯაანის ფილიალიდან ხელშეკრულების ვადის გასვლამდე გათავისუფლდა. სოსო მთივლიშვილის და, ჟურნალისტი სოფო მთივლიშვილი გამოსთქვავს ვარაუდს, რომ მისი ძმის სამსახურიდან გათავისუფლება მის „მაესტროში“ სამსახურის დაწყებასთან არის კავშირში....

ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლის, ცირა ყურაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება (შესთავაზეს სხვა სამსახური)

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-13 2012 წლის 4 ივნისს ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომელი ცირა ყურაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლეს. როგორც ცირა ყურაშვილი აცხადებს, ის ღიად აფიქსირებს პოლიტიკურ სიმპათიებს კოალიცია "ქართული ოცნების" მიმართ და სამსახურიდან დათხოვნაც დაკავშირებულია მის პოლიტიკურ შეხედულებებთან. საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორმა ნარგიზა ჩოგოვაძემ „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვრვებელს განუცხადა, რომ ყურაშვილის გათავისუფლება ბიბლიოთეკაში ოპტიმიზაციის პროცესს უკავშირდება....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

სოფელ არაშენდას კულტურის ცენტრის თანამშრომლის, მარო გოგილაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-07-02
ოლქი: გურჯაანი , არაშენდა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-02 2012 წლის 29 ივნისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის დირექტორის - ნიკო მამიაშვილის N 111 ბრძანების საფუძველზე სამსხურიდან გათავისუფლდა სოფელ არაშენდას კულტურის ცენტრის თანამშრომელი მარო გოგილაშვილი, რომელიც ამასთანავე სოფელ არაშენდას საჯარო სკოლაში მუსიკის პედაგოგია. სამსახურიდან გათავისუფლებას მარო გოგილაშვილი "ქართული ოცნების" კარდაკარის პროგრამაში მონაწილეობას უკავშირებს....

ქეთევან გილაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-06-20
ოლქი: საგარეჯო , საგარეჯო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-07-31 ქეთევან გილაშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობიდან 2012 წლის ივნისში გაათავისუფლეს. ის გამგეობის ერთ-ერთ სამსახურში სპეციალისტად მუშაობდა. სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია ქეთევან გილაშვილის პირადი განცხადება, თუმცა საქმეში წარმოდგენილ აღნიშნულ განცხადებაზე განმცხადებლის მიერ არ არის დასმული თარიღი. ასევე გათავისუფლების თაობაზე პირად განცხადებაში სამსახურის სახელწოდებად მითითებულია სახელწოდება, რომელიც სამსახურის აღარ ერქვა 2012 წლისათვი...

აგრარული ბაზრის დაცვის თანამშრომლის, გიგლა მორგოშიას სამსახურიდან გათავისუფლება ჩხოროწყუში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ჩხოროწყუ , ჩხოროწყუ
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-06-15 2012 წლის 1 მაისს ჩხოროწყუს აგრარული ბაზრის დაცვის თანამშრომელი გიგლა მორგოშია მისმა ხელმძღვანელმა - ოლეგ ჩალიგავამ დაიბარა და განუცხადა, რომ უშიშროების თანამშრომლებისაგან მორგოშიას სამსახურიდან გაშვების დავალება მიიღო. გიგლა მორგოშია ბიძინა ივანიშვილისა და მისი მეუღლისათვის მოქალაქეობის აღდგენის მიზნით ხელმოწერებს აგროვებდა და 2012 წლის 8 მარტიდან კოალიციის წევრი და აქტიური მხარდამჭერია....

გაერთიანებული "წყალმომარაგების კომპანიის" თანამშრომლის, ლაშა შვანგირაძის სამსახურიდან გათავისუფლება ხონში ("სამართლიანი არჩევნების" ჩარევის შედეგად აღადგინეს სამსახურში)

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ხონი , ხონი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-06-15 2012 წლის 29 მაისს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ხონის სერვის-ცენტრის შემოსავლების განყოფილების წყალმომარაგების აგენტმა, ლაშა შვანგირაძემ მიიღო ბრძანება მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე. საგულისხმოა, რომ ლაშა შვანგირაძე მის სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს პოლიტიკურ საკითხებზე საუბარს უკავშირებს, რომელიც წარიმართა „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სერვის-ცენტრში....

თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლის, ზაზა მამალაშვილის სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: თელავი , თელავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება

2012-06-15 2012 წლის 2 მაისს ზაზა მამალაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის სამსახურიდან გაათავისუფლეს. „გლობალ TV“-ის კახეთის რეგიონის იმჟამინდელი მენეჯერის ზაზა დევიძის განცხადებით, ზაზა მამალაშვილის სამსახურიდან გათავისუფლებას იმ ფაქტს უკავშირებს, რომ მისი მეუღლე თამარ იაკაშვილი დასაქმებულია „გლობალ TV“-ის ოფისში ოპერატორის პოზიციაზე....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი