1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 49
123

პედაგოგ მარიკა ონიანის მიმართ რწმუნებულის მიერ განხორციელებული მუქარა დაბლაციხეში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ჩოხატაური , დაბლაციხე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-13 2012 წლის 17 ივნისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბლაციხის რწმუნებულმა ბეჟან ხაბეიშვილმა, დაბლაციხის საჯარო სკოლის პედაგოგ მარიკა ონიანს „ურჩია“, რომ არ წასულიყო კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე ოზურგეთში, რადგან შესაძლებელია მას პრობლემები შექმნოდა....

ნანი გოგელიას მიმართ სოფელ რწმუნებულის მიერ განხორციელებული მუქარა განახლებაში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ჩოხატაური , განახლება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-13 2012 წლის 17 ივნისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განახლების რწმუნებული, ოთარ დოლიძე მოქალაქე ნანი გოგელიას დაემუქრა, რომ თუ ის და მისი შვილები დაესწრებოდნენ კოალიცა "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციას ოზურგეთში, მათ „საქმე კარგად არ წაუვიდოდათ“....

მოსახლეობაზე განხორციელებული ზეწოლა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ხარაგაული , ფარცხნალი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-07-13 2012 წლის 5 ივნისიდან 8 ივნისის ჩათვლით კოალიცია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საჯარო შეხვედრებს მართავდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში. სოფლის რწმუნებულები, მათი მოადგილეები, სოფლის დეპუტატები და სხვა საჯარო მოხელეები, ადგილობრივ მოქალაქეებს აფრთხილებდნენ, არ მიეღოთ მონაწილეობა კოალიცია „ქართული ოცნების“ შეხვედრებში. აღნიშნული ფაქტი დაფიქსირდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ფარცხნალში, ხიდარიში, კიცხში და წყალაფორეთი....

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობა - კარალეთის დევნილთა დასახლება

თარიღი: 2012-07-12
ოლქი: გორი , კარალეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-18 ლევან მაისურაძე - დასახლების რწმუნებული. ძმები გოგიტა და გიგა გოჩაშვილები - ერედვის და ქურთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები. ერთ-ერთი მათგანი 2011 წლის დეკემბრამდე რწმუნებულ-გუბერნატორის აპარატში ზედამხედველობის სამსახურის უფროსად მუშაობდა. გია ჭულუხაძე - დასახლების ზედამხედველი. ასევე ვანო მიდოდაშვილი, ბესო კახნიაშვილი - ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. [youtube]bVJToqagwH0[/youtube]...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობა - სოფელი დიცი

თარიღი: 2012-07-11
ოლქი: გორი , დიცი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-07-11 გორის რაიონის სოფელ დიცში ქართული ოცნების წარმომადგენლების შეხვედრის ჩაშლა სოფლის გამგებელმა ზურაბ ბოლაშვილმა სცადა [youtube]Y5cXlMt3T1M[/youtube]...

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობა - სოფელი ნოქოზი

თარიღი: 2012-07-10
ოლქი: გორი , ნიქოზი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-18 ილია მინდიაშვილი რწმუნებული (მისი ორი და, ბიძაშვილის ცოლი) „ქართული ოცნების“ აქტივისტებს, მათ შორის კახა კალაძეს და ნინელი ჭანკვეტაძეს სოფელში დახვდნენ მხარდამჭერებით, არ მისცეს შეხვედრის გაგრძელებს საშუალება და მოსთხოვეს ტერიტორიის დატოვება. [youtube]sta1p_TGip0[/youtube]...

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობა - სოფელი ვარიანი

თარიღი: 2012-07-10
ოლქი: გორი , ვარიანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-18 იზა კოკაური (საკრებულოს თანამშრომელი, ტერიტორიული ორგანოს მთ სპეციალისტი), თაკო კოკაური (მისი შვილი, პედაგოგი და საარჩევნო კომისიის წევრი) - ყვირიან, თხოვენ სოფლის დატოვებას და ხელს უშლიან შევხდრის გამართვაში. [youtube]tx17XNSgFgc[/youtube]...

პარტიული დავალებები საჯარო მოსამსახურეებს

თარიღი: 2012-07-05
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-18 სხვადასხვა სამინისტროს და საჯარო დაწესებულების (ფინანსთა სამინისტრო, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, ქ. რუსთავის შემოსავლების სამსახური) რამდენიმე თანამშრომლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ხელმძღვანელი პირები მათ ავალდებულებენ მმართველი პარტიის მხარდამჭერთა სიების შედგენას. შესაბამის სამსახურში ჩატარდა თათბირი სადაც იგი დაიბარა უშუალო უფროსმა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხუთი მხარდამჭერის სიის შედგენა მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში პრობლემების შექმნით დაემუქრა....

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენელთა მონაწილეობა - სოფელი მერეთი

თარიღი: 2012-06-26
ოლქი: გორი , მერეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-18 26 ივნისი , შიდა ქართლი: ლევან ბიძინაშვილი - გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი - მონაწილეობდა ჩხუბში და აქტიურობდა. ვასიკო თევდორაშვილი - სოფელ მერეთის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული - ეპაექრება ირაკლი ალასანიას. კახა ლომიძე - სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის აპარატის საგანგებო სამსახურის უფროსი - ჩხუბობს. ელდარ ელბაქიძე - საგანგებო სამსახურის თანამშრომელი - ჩხუბობს. საგანგებო სამსახურის სხვა თანამშრომლები - ჩხუბობენ. მზია ტურაშვილი - მერეთის ტერიტორიული ორგანოს მ...

კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერ სერგო ბრეგაძეზე განხორციელებული მუქარა ტყიბულში

თარიღი: 2012-06-25
ოლქი: ტყიბული , ტყიბული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-06-25 2012 წლის 16 ივნისს კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერ სერგო ბრეგაძეს, მისივე განმარტებით, ტყიბულის საკრებულოს თანამშრომელი დავით ჭანკვეტაძე დაემუქრა და უთხრა, რომ თავი დაენებებინა "ოცნებებისთვის" რადგან მისი პირადი მონაცემები აქვთ და მისთვისვე უმჯობესი იქნებოდა გულისხმიერებით მოკიდებოდა ამ გაფრთხილებას....

"სამართლიანი არჩევნების" დამკვირვებლის წინააღმდეგ განხორციელებული მუქარა ჭალადიდში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ხობი , ჭალადიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-06-15 18 მაისს ირაკლი ალასანია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდის მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. როდესაც „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელი, მაკა ლატარია შეხვედრაზე დაკვირვების მიზნით მივიდა. გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდული განყოფილების წამყვანმა სპეციალისტმა, ვლადიმერ ჭითანავამ მაკას საჯაროდ და არაკორექტული მუქარის ფორმით ადგილის დატოვება მოსთხოვა....

ფეხბურთელებზე განხორციელებული ზეწოლა კასპში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-06-15 2012 წლის 15 მაისს კასპის საფეხბურთო მოედანზე დაგეგმილი იყო რაიონული ტურნირი. ტურნირის დაწყებამდე ფეხბურთელებს ოჯახებში მიაკითხეს უბნის ინსპექტორებმა და არ მისცეს საშუალება დროულად გამოცხადებულიყვნენ შეხვედრაზე, რის გამოც გუნდს თამაში წაგებულად ჩაეთვალა. ამასთან, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ გუნდს არ მისცეს უფლება „ქართული ოცნების“ წარწერიანი მაისურები ჩაეცვა....

მიკროავტობუსის მძღოლ გიორგი ბოჭორიშვილზე განხორციელებული მუქარა ტყიბულში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ტყიბული , ტყიბული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-06-15 2012 წლის 30 მაისს კოალიცია “ქართული ოცნების“ ტყიბულის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები მიკროავტობუსის მძღოლს, გიორგი ბოჭორიშვილს შეუთანხმდნენ, რომ მას კოალიციისათვის გაეწია ავტოსატრანსპორტო მომსახურება 2012 წლის 7 ივნისს ქუთაისში დაგეგმილი აქციისათვის. რამდენიმე საათში მძღოლს შეხვდა გამგეობის თანამშრომელი და „მეგობრულად ურჩია“, რომ გაეწყვიტა ყოველგვარი კავშირი კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“....

სატელეფონო ზარებით განხორციელებული მუქარა ზუგდიდში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-06-15 2012 წლის 4 მაისს სატელეფონო ნომრიდან(599 20 97 68)ზარი განხორციელდა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან. კოორდინატორი შეეხმიანა სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს და აღმოჩნდა, რომ სატელეფონო ზარები ხორციელდებოდა რესპუბლიკური პარტიის წევრებთანაც. ტელეფონით მათ ეუბნებოდნენ, რომ არ გაერთიანდნენ კოალიცია „ქართული ოცნების“ რიგებში, ჩამოშორდნენ პოლიტიკურ პროცესებს. ასევე, ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფასაც....

ვანო ბურდულაძის მიმართ განხორციელებული მუქარა მანავში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: საგარეჯო , მანავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-06-15 2012 წლის 22 მაისს მანავის მკვიდრმა, ვანო ბურდულაძემ ტელეკომპანია „მე-9 არხისთვის“ გააკეთა სატალევიზიო განცხადება იმის შესახებ, რომ იგი დაბარებული იყო საგარეჯოს გამგეობაში, სადაც მას დაავალეს დაეწერა განცხადება, რომელშიც დააფიქსირებდა, რომ „გლობალ TV“-ს ანტენის დამონტაჟების დროს ხელოსნებს ეცვათ კოალიცია „ქართული ოცნების“ მაისურები და ამავდროულად ეწეოდნენ აგიტაციას კოალიციის სასარგებლოდ....

ტაქსის მძღოლ ლექსო დემეტრაშვილის მიმართ განხორციელებული მუქარა ყვარელში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ყვარელი , ყვარელი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-06-15 2012 წლის 26 მაისს ქ.ყვარელის პოლიციაში დაიბარეს ტაქსისი მძღოლი ლექსო დემეტრაშვილი. პოლიციაში მისულ დემეტრაშვილს სავარაუდოდ უშიშროების თანამშრომლები, ლევან ცუკილაშვილი და იაშვილი დახვდნენ, რომლებმაც ურჩიეს, თავი დაენებებინა „ქართული ოცნების“ წევრების მომსახურების გაწევისთვის. მომხდარი ფაქტის შესახებ დემეტრაშვილმა კომენტარი გააკეთა, ასევე „მე-9 არხის“ ჟურნალისტებთან....

ბორის საჯარო სკოლის დირექტორ ჰამლეტ ბერაძეზე განხორციელებული ზეწოლა

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ხარაგაული , ბორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-06-15 2012 წლის 01 ივნისს „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის, ქეთინო პავლაძისათვის ცნობილი გახდა რომ ბორის საჯარო სკოლის დირექტორზე, ჰამლეტ ბერაძეზე ხორციელდებოდა ზეწოლა, რათა მას ქეთინო პავლაძე, რომელიც ამავდროულად არის წყლარაფორეთისა და ბორის საჯარო სკოლების ქიმიის სერთიფიცირებული პედაგოგი, სამსახურიდან გაეთავისუფლებინა. როგორც „სამართლიანი არჩევნებისათვის“ გახდა ცნობილი, დირექტორს დაურეკეს და მისცეს მითითება, რომ პედაგოგი უნდა გათავისუფლებულიყო სამსახურიდან, ვინაიდან იგი...

პედაგოგ ელენე პოპიაშვილზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა დედოფლისწყაროში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: დედოფლისწყარო , დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება, მუქარა/დაშინება

2012-05-21 დედოფლისწყაროს საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი, ელენე პოპიაშვილი აცხადებს, რომ სკოლის დირექტორს, ია ლაპიაშვილს, რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მოსთხოვა, რომ ელენე პოპიაშვილს დაეწერა განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. დირექტორმა მასთან პირად საუბარში მიზეზად დაასახელა ის, რომ ქ-ნი ელენე კოალიაცია „ქართული ოცნების“ რაიონული შტაბის აქტივისტის - გიორგი ნასრაშვილის მეუღლეა. ელენე პოპიაშვილს განცხადება საკუთარი ნებით არ დაუწერია და აცხადებს, რომ დაელოდება სამსახურიდან გათავისუფ...

სოსო მელაშვილზე განხორციელებული ზეწოლა ამბროლაურში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ამბროლაური , ამბროლაური
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ბიზნესზე ზეწოლა

2012-05-21 2012 წლის აპრილის დასაწყისში, დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელებმა მოქალაქე სოსო მელაშვილთან მიაღწიეს შეთანხმებას საოფისე ფართის დაქირავებასთან დაკავშირებით. შეთანხმების გასაფორმებლად მისულ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მან მიზეზის განმარტების გარეშე უთხრა უარი ფართის მიქირავებაზე....

"ქართული ოცნების" აქტივისტების დარბევა ქუთაისში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ქუთაისი , ქუთაისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-05-21 2012 წლის 1 მაისს თვითმართველობის შენობასთან “ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის მიერ ორგანიზებული გაიმართა აქცია, რომელიც ითვალისწინებდა სანთლებით ქუთაისელებისათვის 2 მაისის - ქუთაისობის მილოცვას.აქციაზე დასუფთავების სამსახურმა მომიტინგეთა მიმართ გამოიყენა წყლის ჭავლი....