1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 49
123

გულჩინა წიქორიძის მიმართ განხორციელებული მუქარა ახმეტაში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ახმეტა , ახმეტა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-05-21 2012 წლის 4 აპრილს ახმეტის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი გულჩინა წიქორიძეს, რომელიც „ქართული ოცნების“ გაზეთებს ავრცელებდა დაემუქრა, რომ, თუ იგი გაზეთების გავრცელებას თავს არ დაანებებდა, დაკარგავდა თავშესაფარს და შეუწყდება ყველა სახის სოციალური დახმარება, რომლის ბენეფიციარიც ამჟამად არის. 17 აპრილს, დაახლოებით 21:00 საათზე, დაუდგენელმა პირებმა გულჩინა წიქორიძეს თავშესაფარი დაურბიეს....

დარაჯის მიმართ განხორციელებული მუქარა ჭიათურაში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ჭიათურა , ჭიათურა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-05-21 2012 წლის 26 აპრილს, ჭიათურაში, საფეხბურთო მოედნის დარაჯს დაემუქრნენ სამსახრურიდან გათავისუფლებით, თუ ის თავს არ დაანებებს „ქართული ოცნების“ ოფისში სიარულს. სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ, ასევე, მის შვილსაც. აღნიშნული ფაქტის შესახებ დარაჯმა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს თავად აცნობა, თუმცა მისივე თქმით, ეშინია სამსახურის დაკარგვის და დამატებით დეტალებს ჯერ-ჯერობით არ ახმაურებს....

მოსახლეობის მიმართ განხორციელებული მუქარა ხარაგაულში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ხარაგაული , ხარაგაული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-05-21 2012 წლის 17 აპრილს დაბა ხარაგულში გაიხსნა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი. რამდენიმე მოქალაქის თქმით, ამ პერიოდში ადგილობრივი თვითმმართელობიდან ურეკავდნენ მოქალაქეებს და სამარშრუტო მიკროავტობუსების მძღოლებს და აფრთხილებდნენ, არ გადაეყვანათ ხალხი ხარაგაულის მიმართულებით. მოიხსნა ზესტაფონი-ძირულა-ხარაგაულისა და ზესტაფონი-კიცხი-ხარაგაულის მარშრუტები....

ფრიდონ კვარაცხელიას მიმართ განხორციელებული მუქარა ფოთში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-05-21 2012 წლის 4 მაისს „ქართული ოცნების“ ფოთის ოფისის თავმჯდომარის, ფრიდონ კვარაცხელიას განცხადებით, ტელეფონზე უცნობი ნომრიდან დაურეკეს დაემუქრენ, რომ თუ იგი 5 მაისს ირაკლი ალასანიასთან დაგეგმილ შეხვედრაზე ზუგდიდში წავიდოდა ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ....

მოსახლეობის მიმართ განხორციელებული მუქარა ბაღდათში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ბაღდათი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-05-21 ქართული ოცნების“ ბაღდათის ოფისის შტაბის ხელმძღვანელის, თინა კელენჯერიძის ინფორმაციით, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს მათ უკან ყოველთვის დაყვებათ პოლიციის წარმომადგენლები.მოქალაქეებს აქვთ სურვილი „ქართულ ოცნებასთან“ ურთიერთობის, მაგრამ იმის გამო, რომ მათ ემუქრებიან მათი ან ოჯახის წევრების სამსახურიდან დათხოვით, მოქალაქეები თავს იკავებენ კომუნიკაციისაგან....

შორენა გელენიძესა და თეონა კუჭავაზე განხორციელებული ზეწოლა ჭკადუაში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ხობი , ჭკადუა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-05-21 2012 წლის 25 აპრილს სოფელ ჭკადუაში მცხოვრები კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები შორენა გელენიძე და თეონა კუჭავა ქურდობაში ეჭვმიტანილის სტატუსით ჭალადიდის ბაგა-ბაღში დაიბარეს,სადაც აღმზრდელ ეკა ბოლქვაძეს დაეკარგა 100 აშშ დოლარი. დაკითხვისას, პოლიციის უფროსმა შორენა გელენიძეს გაფრთხილება მისცა ჩამოშორებოდა ,,ქართულ ოცნებას’’, წინააღმდეგ შემთხვევაში „მიხედავდნენ“ მას და მის ძმასაც....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

საჯარო მოსამსახურეების მიმართ განხორციელებული მუქარა ლანჩხუთში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ლანჩხუთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-05-21 „გლობალ TV-ს” სატელიტური ანტენის დამონტაჟების შემთხვევაში საჯარო მოსამსახურეებს და სხვა დასაქმებულებს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები სამსახურის დატოვებით ემუქრებიან. აღნიშნული ფაქტი "სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიან დამკვირვებელს რამოდენიმე ადამიანმა დაუდასტურა....

სოფელ ბუკისციხის მცხოვრებლებზე განხორციელებული მუქარა

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ჩოხატაური , ბუკისციხე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-05-21 სოფელ ბუკისციხეში 2012 წლის 30 აპრილს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებული შეხვედრა გაიმართა. მიწვეულ მოსახლეობას ამავე სოფლის მცხოვრებმა, ნაციონალური მოძრაობის აქტივისტმა, ნანა სიხარულიძემ „ურჩია“, რომ არ წასულიყვნენ შეხვედრაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ შესაძლოა პრობლემები შექმნოდათ. მოქალაქეებმა „სამართლიანი არჩევნების“ წარმომადგენელთან აღნიშნული ფაქტი დაადასტურეს....

კოალიცია "ქართული ოცნების" წევრ იური გიორგაძის მიმართ განხორციელებული მუქარა ზოტში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: ჩოხატაური , ზოტი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება

2012-05-21 2012 წლის 27 აპრილს მუქარა განხორციელდა სოფელ ზოტში მცხოვრებ იური გიორგაძეზე, რომელიც კოალიცია ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელია. მის ოჯახში არაგეგმიურ შემოწმებაზე სოციალური მუშაკი მივიდა და განუცხადა, რომ თუ დაამონტაჟებს ანტენას ან იაქტიურებს პარტიის სასარგებლოდ, მას სოციალური დახმარება შეუწყდება. მაისის თვიდან იური გიორგაძეს შეუწყდა სოციალური დახმარება....