1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 19
1

სამართალდამცავთა მხრიდან „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრის, გიორგი ებრალიძის მიმართ განხორციელებული ზეწოლა თბილისში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ვაკე , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-08-12 2012 წლის 12 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, გიორგი ებრალიძე ტაქსით გადაადგილდებოდა, რა დროსაც იგი სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა მანქანიდან გადმოიყვანეს და პოლიციის პირველ განყოფილებაში წაიყვანეს. მას ჯერ განყოფილების უფროსის მოადგილე, ხოლო მოგვიანებით უფროსი ესაუბრა. განყოფილებაში მას კითხეს, თუ სად მუშაობდა, რაზეც გიორგი ებრალიძემ უპასუხა, რომ ის კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ მუშაობს. შემდეგ ჰკითხეს, ჰქონდა თუ არა ხელფასი და მუშაობდა თუ ...

შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსის მიერ განხორციელებული ზეწოლა კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ლევან თაბორიძის ოჯახზე კასპში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-08-08 2012 წლის 8 აგვისტოს ბელგიაში მცხოვრებ, კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ლევან თაბორიძის მამასთან შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის უფროსი მალხაზ ბარნოვი მივიდა და დაემუქრა, რომ თუ მისი შვილი არ „დაჭკვიანდება“ ოჯახი სახლს დაკარგავდა. ლევან თაბორიძე აღნიშნულ ფაქტს იმ მოვლენას უკავშირებს, რომ ის აქტიურად მონაწილეობს ემიგრანტების მიერ გამართულ საპროტესტო აქციებში....

ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ განხორციელებული ზეწოლა "ქართული ოცნების" კოორდინატორ ემზარ ცაავაზე

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ზუგდიდი , ორულუ
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-08-02 2012 წლის 2 აგვისტოს კოალიცია "ქართული ოცნების" სოფელ ორულუს კოორდინატორ ემზარ ცაავას ზუგდიდის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, ირაკლი ცაავა ეწვია. ემზარ ცაავას თქმით, ირაკლი ცაავამ ოთახის კარი გადაკეტა და მისგან ითხოვდა ახსნა-განმარტებას, თუ რატომ იყო ოპოზიციაში და რომ კოალიცია „ქართულ ოცნებასთან“ თანამშრომლობა შეეწყვიტა. შელაპარაკების დროს ირაკლი ცაავა იარაღით იმუქრებოდა. მოგვიანებით ემზარ ცაავამ ოთახიდან გაქცევა მოახერხა და თხილის ნარგავებში 2 საათის განმავლობაში იმ...

პოლიციელ ზურაბ ფარეულიძის მხრიდან კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგისტრატორებზე განხორციელებული ზეწოლა

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: ახმეტა , ახმეტა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-06-25 2012 წლის 25 ივნისს N24-ე ომალოს უბანზე პოლიციელმა ზურაბ ფარეულიძემ სახლიდან გამოყარა კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგისტრატორები მარინა გაურგაშვილი და ნანა ციხესაშვილი და ამავდროულად თანასოფლელები გააფრთხილა, ვინც მათთან ითანამშრომლებდა დახმარებები მოეხსნებოდათ....

ფოთის სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის თანამშრომელ მანუჩარ ქუჩულორიაზე განხორციელებული ზეწოლა და სამსახურიდან გათავისუფლება

თარიღი: 2012-08-13
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამსახურიდან გათავისუფლება, მუქარა/დაშინება, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-08-13 მე, მანუჩარ ქუჩულორია, 8 წელი ვმსახურობდი სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში. ბოლო თვეებია ჩემზე ხორციელდება პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა. მამაჩემი, ვახტანგ ქუჩულორია არის "ეროვნული ფორუმის" წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ქართული ოცნების ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერი. დაახლოებით 2 თვის წინ დამიბარეს წალენჯიხის კუდ-ში. მალხაზ ღურცკაია – კუდ-ის უფროსი დაჟინებით მოითხოვდა, მამაჩემი დემონსტრაციულად გადასულიყო ნაციონალურ მოძრაობაში. ამის შემდეგ ფოთის სანაპირო ...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

ელგუჯა თაბორიძისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ განხორციელებული მუქარა

თარიღი: 2012-08-08
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-09-03 2012 წლის 8 აგვისტოს, როდესაც ელგუჯა თაბორიძე თავის შვილთან ერთად იმყოფებოდა კასპის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე, მასთან მივიდა კასპის კრიმინალური პოლიციის უფროსი მალხაზ ბარნოვი, რომელიც დაემუქრა, თუ მისი შვილი არ დაანებებდა თავს პოლიტიკურ საქმიანობას შესაძლებელი იყო დაეკარგათ სახლი. ბატონი ელგუჯას შვილი ლევან თაბორიძე ცხოვრობს და საქმიანობს ბრიუსელში. 2011 წლიდან არის ”ქართული ოცნების” აქტივისტი. 2012 წლის 15 ივლისს ბატონი ლევანი ”TV9”-ის ეთერით გამოვიდა ”ქართული ოცნების” მხარდასაჭერ...

”ქართული ოცნების” აქტივისტების დავით კუბლაშვილის, გიორგი ობოლაძის და გიორგი ხურციძის დაკითხვა შუახევის პოლიციაში

თარიღი: 2012-08-05
ოლქი: შუახევი , შუახევი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-09-03 ქ. ბათუმში 5 აგვისტოს კოალიცია ,,ქართული ოცნების" მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, კოალიციის რამდენიმე წარმომადგენელი იმყოფებოდა შუახევის მუნიციპალიტეტში, რომელთა მოვალეობაშიც შედიოდა დაგეგმილი აქციის შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. კოალიციის აქტივისტებს აჭარაში ჩასვლამდე ქ.ლანჩხუთში შემოუერთდა, ასევე კოალიციის აქტივისტი ირაკლი დობორჯგინიძე. აქტივისტთა განმარტებით, მათ ირაკლი დობორჯგინიძის მიმართ თავიდანვე გარკვეული ეჭვი გაუჩნდათ, მისი შესაძლო თანამშრომლობაზე პოლიციის ორგან...

ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებულებთან შეხვედრის თვალთვალი სამართალდამცავთა მხრიდან

თარიღი: 2012-07-22
ოლქი: ლაგოდეხი , ლაგოდეხი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-07-22 ლაგოდეხში სტიქიით დაზარალებულებთან კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის შეხვედრას შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები, ერთ-ერთი ზურა გრძელიშვილი უთვალთვალებდნენ. ისინი შავი ფერის „მერსედესის“ მარკის მანქანით გადაადგილდებოდნენ. [youtube]tbrftynGbio[/youtube]...

"ქართული ოცნების" წევრის კახაბერ გოგიაშვილის სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტი

თარიღი: 2012-07-19
ოლქი: გორი , გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-08-02 კარალეთის ინციდენტის საქმეზე დაკავებული იქნა კახაბერ გოგიაშვილი. მას გორის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით 15 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. იგი მოთავსებული იქნა საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორში, სადაც მასზე იზოლატორის თანამშრომლების მხრიდან განხორციელდა ფსიქიკური ზეწოლა და იძულება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიამ 2012 წლის 25 ივლისს განცხადებით მიმართა საქართველოს მთავარ პროკურორს და გამოძიების დაწყება მოითხოვა. საიამ ასევე განცხადებით მიმართა საქართველოს...

„ქართული ოცნების“ წევრ გივი პაატაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება თელავში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: თელავი , თელავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-07-13 2012 წლის 25 ივნისს კოლიცია „ქართული ოცნების“ წევრს, გივი პაატაშვილს, რომელიც ამავდროულად თელავში ტაქსის მძღოლად მუშაობს, მანქანაში ორი უცნობი პიროვნება ჩაუჯდა და უნივერსიტეტის მიმართულებით გადაადგილება სთხოვა. მათ პაატაშვილს მანქანა დაუსახლებელ ადგილას გააჩერებინეს, ჩხუბი დაუწყეს და ეუბნებოდნენ, რამდენჯერ უნდა გაეფრთხილებინათ, რათა მას დაეტოვებინა კოალიცია „ქართული ოცნება. უცნობებმა პაატაშვილს უთხრეს, რომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები იყვნენ....

სამართალდამცავთა მხრიდან "ქართული ოცნების" წევრ დავით შენგელიაზე განხორციელებული ზეწოლა სენაკში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: სენაკი , სენაკი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-07-13 2012 წლის 17 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ შტაბის წევრი, დავით შენგელია, რომელიც კოალიციის აქტივისტებთან ერთად საკუთარი ავტომობილით სენაკიდან ოზურგეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა, საპატრულო პოლიციამ გააჩერა. პატრულის თქმით მას ადრე გამოწერილი ჯარიმის საფასური გადაუხდელი აქვს, რის გამოც მანქანა გადაყვანილი უნდა იქნას საჯარიმო სადგომზე. მიუხედავად იმისა, რომ შენგელიამ დაუყოვნებლივ წარუდგინა გადახდის ქვითარი, მანქანა გადაყვანილი იქნა საჯარიმოზე, რის თაობაზეც პატრულის თანამშრომელს ...

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, დიმიტრი ხუმარაშვილის დაჯარიმება დედოფლისწყაროში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: დედოფლისწყარო , დედოფლისწყარო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-07-13 2012 წლის 10 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი დიმიტრი ხუმარაშვილი ოჯახთან ერთად საკუთარი ავტომობილით სოფელ ქვემო ქედიდან დედოფლისწყაროს მიმართულებით გადაადგილდებოდა, როდესაც საპატრულო პოლიციამ მას ჩამოართვა მანქანა და თელავის საჯარიმო ავტოსადგომზე გადააგზავნა. აღნიშნულ შემთხვევას „ქართული ოცნების“ ადგილობრივი ლიდერი ნუკრი ხუციშვილი და დიმიტრი ხუმარაშვილი იმ ფაქტს უკავშირებს, რომ ხუმარაშვილი დაესწრო 2012 წლის 2 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ აქციას ქუთაისში...

"ქართული ოცნების" წარმომადგენლების მიმართ სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ზეწოლა წყალტუბოში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: წყალტუბო , წყალტუბო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-07-13 2012 წლის 7 ივნისს კოალიცია "ქართული ოცნების" ოთხი წევრი - მაია შალამბერიძე, კახა ქუთათელაძე, ანი დოლაბერიძე და ლევან ნემსიწვერიძე პოლიციაში პოლიციის განყოფილების გამომძიებელმა დაიბარა. მათ კოალიციის ოფისში დაურეკეს და უთხრეს, რომ თუ ისინი საკუთარი ნებით არ გამოცხადდებოდნენ, ძალით მოხდებოდა მათი მიყვანა პოლიციის შენობაში. ზემოაღნიშნული პირები აცხადებენ, რომ პოლიციაში დაბარებულებს დაუსვეს ერთი და იგივე კითხვები, კერძოდ, რატომ ჩავიდნენ ქუთაისში 2012 წლის 7 ივნისს, რატომ არი...

„ქართული ოცნების" კარდაკარის რეგისტრატორ იოსებ ელყანაშვილის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება

თარიღი: 2012-06-27
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-06-27 იოსებ ელყანაშვილის სახლში შესულმა ხუთმა პოლიციელმა, რომლებიც მსუბუქი ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი, ის მდინარის ნაპირზე გაიყვანა და ცემა დაუწო, ამის შესახებ ვინმესთან დალაპარაკების შემთხვევაში კი დაპატიმრებით დაემუქრა. იოსებ ელყანაშვილი აქამდეც გაუფრთხილებიათ, რომ „ქართული ოცნების“ წევრი არ გამხდარიყო. მომდევნო დღეს პოლიციამ მის სახლთან პატრულირება დაიწყო. სახლს რომ მიუახლოვდნენ სვლა შეანელეს. ერთ-ერთი მათგანი შეჩერდა და იოსებ ელყანაშვილი დედას დაუწყო ყურება გარკვეული დრ...

ცინარა აბულაძის მიმართ პოლიციელების მხრიდან ფიზიკური ანგარიშსწორება

თარიღი: 2012-06-16
ოლქი: ზუგდიდი , ანაკლია
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-07-31 2012 წლის 16 ივნისს ანაკლიაში 75 წლის ცინარა აბულაძე პოლიციელებმა ჯოხით სცემეს, რასაც მეზობლები წერილობით ადასტურებენ. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ანაკლიაში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. პრეზიდენტთან შეხვედრის სურვილი 75 წლის ცინარა აბულაძესაც ჰქონდა. მისი შვილი, გოგიტა აბულაძე, რომელიც ანაკლიაში ერთ-ერთ სასტუმროში მუშაობდა, 2012 წლის 18 იანვარს საეჭვო ვითარებაში გაუჩინარდა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. როგორც გოგიტას ოჯახის წევრები განმარტავენ, სამართალდამცავი ორგანოები...

პოლიციელ ბერდია ბექაურის მიერ განხორციელებული ზეწოლა სოფელ ნემოძირში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ხარაგაული , ნემოძირი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-06-15 13 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ ხარაგაულის შტაბის ხელმძღვანელი, ნოდარ ებანოიძე და სხვა აქტივისტები სოფელ ნემოძირის მოსახლეობას ხვდებოდნენ. სოფელში ასევე იმყოფებოდა პოლიციის წარმომადგენელი - ბერდია ბექაური, რომელმაც შეხვედრის რამდენიმე მონაწილეს დაურეკა და დაშლისკენ მოუწოდა პოლიციელმა სოფლის ტერიტორია მალევე დატოვა....

სამართალდამცავების მხრიდან „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ პაატა გაგუაზე განხორციელებული ზეწოლა ჩხოროწყუში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ჩხოროწყუ , ჩხოროწყუ
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-06-15 2012 წლის 26 აპრილს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი პაატა გაგუა პატრულმა გააჩერა და ჯარიმა იმ მიზეზით გამოუწერა, რომ იგი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. "ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის სამედიცინო შემოწმების" შესახებ სამედიცინო დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ პაატა გაგუა არ იმყოფებოდა ალკოჰოლური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ....

ფონდი ”ქომაგის” ბენეფიციარების დაკითხვა პოლიციაში

თარიღი: 2012-06-09
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-07-18 მოქალაქეების - გივი ქურიძის, მანანა გურგენაშვილის, ლამზირა ყოჩიშვილის, ნუგზარ ბელქანიას საიასთვის მიცემული ახსნა-განმარტებების თანახმად, იქმნება დასაბუთებული ვარაუდი, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან, მითითებულ პირთა მოწმის სახით დაკითხვის პროცესში, ადგილი ჰქონდა კანონდარღვევებს. ზემოაღნიშნული პირები ადასტურებენ, რომ ნამდვილად მიმართეს ფონდ ,,ქომაგს”. მათი განმარტებით, 2012 წლის 9 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სახლებში მიაკითხეს და მოტყუების...

„გლობალ TV“-ის ანტენების მონტაჟისთვის განხორციელებული ზეწოლა საგარეჯოში

თარიღი: 2012-05-21
ოლქი: საგარეჯო , საგარეჯო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სამართალდამცავთა მხრიდან ზეწოლა

2012-05-21 2012 წლის 26 აპრილს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გელა კევლიშვილმა განაცხადა, რომ იმ მოქალაქეების ოჯახებზე, ვინც „გლობალ TV“-ის ანტენების მონტაჟი მოახდინა, სამართალდამცავების მიერ ხორციელდება ზეწოლა და მოქალაქეები ახორციელებენ უკვე დაყენებული ანტენების დემონტაჟს....