1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 21
12

კახი კალაძის შტაბის ხელმძღვანელის, დავით თევზაძის დაკავების ფაქტი სამტრედიაში

თარიღი: 2012-09-26
ოლქი: სამტრედია , სამტრედია
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-09-26 26 სექტემბერს სამტრედიაში კახი კალაძის შტაბის ხელმძღვანელი, დავით თევზაძე დააკავეს. მისი დაკავების კონკრეტული მიზეზები უცნობი იყო, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ თევზაძეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით აქვს წაყენებული, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მიერ კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. თევზაძეს სასამართლო 60 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა....

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლის, კახა ჟორჟოლიანის დაკავების ფაქტი მესტიაში

თარიღი: 2012-09-23
ოლქი: მესტია , მესტია
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-09-23 23 სექტემბერს მესტიაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი საოლქო საარჩევნო კომისიაში, კახა ჟორჟოლიანი წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. დაკავების მოტივად სახელდება კახა ჟოროლიანის სიტყვიერი კამათი ამავე კომისიაში ცესკოს წარმომადგენელთან, არჩილ სოფრომაძესთან. სასამართლომ, რომელიც ზუგდიდში გაიმართა, კახა ჟორჟოლიანს 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა....

„ქართული ოცნების“ მხარდამჭრების ზვიად საბანაძის, გიორგი ჯანქანიძისა და პეტრე თავლიაშვილის დაკავების ფაქტი შინდისში

თარიღი: 2012-09-23
ოლქი: გორი , შინდისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-09-23 23 სექტემბერს გორში, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით სოფელ შინდისში „ქართული ოცნების“ მხარდამჭრები ზვიად საბანაძე, გიორგი ჯანქანიძე და პეტრე თავლიაშვილი დააკავეს. მათი დაკავების მიზეზი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა და შინდისში მცხოვრები ირმა პაპუნაშვილის სიტყვიერი შეურაცხყოფა გახდა. ზვიად საბანაძეს, გიორგი ჯანქანიძეს და პეტრე თავლიაშვილს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით, წაეყენათ, რაც წვრილმან ხულიგნობას ითვალისწინებს. სასამართლომ ზვიად საბანაძე 100 ლარ...

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერის, მამუკა ჯანანაშვილი დაკავების ფაქტი ხოვლეში

თარიღი: 2012-09-23
ოლქი: კასპი , ხოვლე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-09-23 23 სექტემბერს, კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ხოვლეში მცხოვრები კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მამუკა ჯანანაშვილი დააკავეს. დაკავების ოპერაცია დილის 6 საათზე განხორციელდა, დაკავებულის დედის განმარტებით, ფაქტზე აღძრულია საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს. თუმცა როგორც ჯანანაშვილის დედა, აცხადებს მის შვილს ი...

„ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკავების ფაქტი რუსთავში

თარიღი: 2012-09-22
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-09-22 22 სექტემბერს რუსთავში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები, რომლებიც საარჩევნო პლაკატებს აკრავდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ შედგენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე დააკავეს. დაკავებულები არიან ძმები ზაზა და თორნიკე შენგელაიები, დავით დარბაიძე და ზაზა ზურაბიანი....

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ნოე ახაშვილის დაპატიმრება ბოლნისში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ბოლნისი , ბოლნისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-08-22 „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი ნოვიკ ახაშვილი შვილთან ერთად დაახლოებით საღამოს 22:00 საათზე ახსნა-განმარტების გარეშე სამართალდამცავებმა დააკავეს. სასამართლო პროცესი 2012 წლის 22 აგვისტოს გაიმართა და ახაშვილს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173-მუხლების ბრალდებით 85 დღიანი პატიმრობა შეეფარდა. კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აღნიშნულ ფაქტს ნოვიკ ახაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას უკავშირებენ....

კახაბერ მუმლაძის ხულიგნობის ბრალდებით დაკავება რუსთავში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-08-19 2012 წლის 19 აგვისტოს ადვოკატი კახა მუმლაძე კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ აქციას ესწრებოდა. წვიმის მოსვლის შემდეგ ადვოკატი კახაბერ მუმლაძე და მისი მეგობარი შარტავას მოედანზე მდებარე რესტორან „ელ-დეპოში“ შევიდნენ. მოგვიანებით, რესტორანში შევიდა სამი ახალგაზრდა, რომელთაგან ერთ-ერთს, აზარ მამედოვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მაისური ეცვა. როგორც კახა მუმლაძის ადვოკატი ირაკლი გაბრიჩიძე „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას აცხადებს, აზარ ...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

„ქართული ოცნების“ აქტივისტების დაკავება ხონში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ხონი , ხონი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-08-21 2012 წლის 21 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ ორი აქტივისტი - სოსო სულავა და კობა კუბლაშვილი ხონის მუნიციპალიტეტის სასაფლაოს მეურნეობის დირექტორთან - რომან ლიპარტელიანთან მივიდნენ, სამუშაო კაბინეტიდან გამოიხმეს და მოუწოდეს, რომ ამომრჩევლების დაშინება შეეწყვიტა. იმავე დღეს, რომან სოსო სულავა და კობა კუბლაშვილი როინ ლიპარტელიანის განცხადების საფუძველზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული, წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს. სასამართლომ თითოე...

"ქართული ოცნების" აქტივისტ გიორგი ჭინჭარაულის დაკავება სოფელ გამარჯვებაში

თარიღი: 2012-08-13
ოლქი: დედოფლისწყარო , გამარჯვება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-08-13 2012 წლის 6 აგვისტოს დედოფლისწყაროს ცენტრში დააკავეს სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები გიორგი ჭინჭარაული, რომელიც კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტია. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელს გიორგი ჭინჭარაულმა განუცხადა, რომ იგი სოფლიდან პირადი საქმეებთან დაკავშირებით რაიონში ჩამოვიდა, რა დროსაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლებმა ყოველივე მიზეზის გარეშე ჩასვეს საპატრულო პოლიციის მანქანაში და სიღნაღის დროებითი მოთავსების იზოლატორში წაიყვანეს. როგორც გიორგი ჭინჭ...

"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლების ინციდენტი შუახევში

თარიღი: 2012-08-07
ოლქი: შუახევი , შუახევი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-08-05 გიორგი ხურციძე 5 აგვისტოს დააკავეს ბათუმში, ამავე დღეს მოხდა ახალგაზრდული ჯგუფის წევრის გიორგი ობოლაძის აყვანაც ტყიბულში და დათო კუბლაშვილის თბილისში. როგორც დაკავებულთა ადვოკატმა, ირაკლი შავაძემ განაცხადა, სამივე მათგანი მოწმეების სტატუსით ქურდობისა და თავისუფლების უკანონოდ შეზღუდვის საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს და დაკითხვის შემდეგ მალე გაათავისუფლეს....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

მერაბ კაჭახიძის, თეიმურაზ შეყლაშვილისა და ტარიელ ქარდავას დაკავება

თარიღი: 2012-07-17
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-07-31 2012 წლის 17 ივლისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინფორმაცია გაავრცელა სამი პირის: მერაბ კაჭახიძის, თეიმურაზ შეყლაშვილისა და ტარიელ ქარდავას დაკავების შესახებ. შსს-ს ცნობით, კონსერვატიული პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მერაბ კაჭახიძემ მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეს ნაღდი ფულის სახით ხელზე გადასცა 7000 ლარი, რომელიც მისივე მითითებით წინასწარ მოძებნილ 6 ფიზიკურ პირზე გადანაწილდა. სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა, წინასწარ შედგენილი ...

სამართალდამცავების მხრიდან „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის წევრებზე განხორციელებული ზეწოლა

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ლაგოდეხი , ლაგოდეხი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-07-13 2012 წლის 29 ივნისს დილის 8 საათზე დაუდგენელმა პირებმა გაურკვეველი მიზეზით სახლიდან გაიყვანეს პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის რაიონული ორგანიზაციის წევრები გოგიტა კევლიშვილი, სლავა მეტრეველი და გიორგი ჯაჯანიძე. მოგვიანებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ ლაგოდეხის ორგანიზაციის ლიდერმა, ნუცა პაპავამ და სხვა წევრებმა გაარკვიეს,რომ ისინი სოფელ ჩალაუბნის ნარკოლოგიურ ცენტრში იყვნენ წაყვანილი ნარკოლოგიურ შემოწმებაზე. დაკავებულებს სისხლში ნარკოტიკული ნივთერებათა კვალი არ აღმოაჩნდ...

სოფელ დოესში მომხდარი ინციდენტი

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: კასპი , დოესი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-07-13 22 წლის 23 ივნისს კასპის რაიონის სოფელ დოესის მოსახლეობა სარწყავი წყლის გამართულად მიწოდების მოთხოვნით სოფლის ცენტრში შეიკრიბა. მოულოდნელად მათთან ახალგაზრდების 5-6 კაციანი ჯგუფი, კერძოდ, სოფლის გამგებლის გიორგი ხორბალაძის ძმის შვილი თანატოლებთან ერთად მივიდა. მან შეკრებილ ხალხს „პუტინის მოსყიდულები“ უწოდა. ამას კი აღელვებულ ხალხსა და მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა. 26 ივნისს კი ტარიელ და გია ოხანაშვილები კასპის პოლიციამ წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავა და ადმინისტრაციული პატი...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

"ქართული ოცნების" აქტივისტების პოლიტიკური ნიშნით დაკავება მერეთში მომხდარი ინციდენტის შემდეგ

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გორი , მერეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება, ფიზიკური ანგარიშსწორება

2012-07-13 2012 წლის 26 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ბიძინა ივანიშვილთან და ირაკლი ალასანიასთან ერთად შეხვედრას მართავდნენ სოფელ მერეთში, სადაც შეხვედრაზე კოალიციის მომხრეები და მოწინააღმდეგეები იმყოფებოდნენ. შეხვედრას ხელჩართული ჩხუბი მოყვა. სხეულის დაზიანებები მიიღო კოალიცია "ქართული ოცნების" შვიდმა წარმომადგენელმა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, 2012 წლის 27 ივნისს, ღამის სამ საათზე გორის რაიონულმა სასამართლომ ოთხ პიროვნებას 10 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუ...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

„ქართული ოცნების“ აქტივისტ გია პოპიაშვილის პოლიტიკური ნიშნით დაკავება გამარჯვებაში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: დედოფლისწყარო , გამარჯვება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-07-13 2012 წლის 10 ივნისს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ დაკავებული იქნა სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი, გია პოპიაშვილი. აღსანიშნავია, რომ გია პოპიაშვილმა 27 მაისს, კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ისევე როგორც 2 ივნისს დედოფლისწყაროში კოალიცია "ქართული ოცნების" გამართულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე სამარშუტო ტაქსით განახორციელა კოალიციის მხარდამჭერების ტრანსპორტირება.პოპიაშვილის დაკავებისთანავე დაინიშნა ...

"ქართული ოცნების" წარმომადგენლის, ზაქარია ქინქლაძის ადმინისტრაციული პატიმრობა

თარიღი: 2012-06-25
ოლქი: ახმეტა , ახმეტა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-07-09 2012 წლის 24 ივნისს ზაქარია ქინქლაძე "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელთან, პაატა სუხიშვილთან შელაპარაკების გამო დააკავეს და 25 დღით ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. საია დაკავებული პირის ინტერესებს იცავს....

იხილეთ ყველა (3) კომენტარი

კოალიცია "ქართული ოცნების“ აქტივისტ გია პოპიაშვილის დაკავების ფაქტი გურჯაანში

თარიღი: 2012-06-10
ოლქი: გურჯაანი , გამარჯვება
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-06-10 2012 წლის 10 ივნისს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიერ დააკავებული იქნა სოფელ გამარჯვებაში მცხოვრები კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი გია პოპიაშვილი. აღსანიშნავია, რომ გია პოპიაშვილმა 27 მაისს, კოალიცია "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებულ აქციაზე, ისევე როგორც 2 ივნისს დედოფლისწყაროში კოალიცია "ქართული ოცნების" გამართულ მოსახლეობასთან შეხვედრაზე სამარშუტო ტაქსით განახორციელა კოალიციის მხარდამჭერების ტრანსპორტირება ....

”თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრის კახა მიქაიას დაკავება

თარიღი: 2012-03-27
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-03-27 კახა მიქაიას ბრალი წვრილმან ხულიგნობაში წაუყენეს და ათდღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. თავად მიქაია აქტიური პოლიტიკური ფიგურაა ზუგდიდში და საკმაოდ ხშირად ხდება მის მიმართ ასეთი ფაქტები. სერგო ჩაჩიბაიას ერთ-ერთი პროცესის შემდეგ მიქაია სხვა აქტივისტებთან ერთად აწყობდა მსვლელობას და მეგაფონში აცხადებდა: „ძირს ახალაიას სასამართლო“, მასთან მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები და დააპატიმრეს წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით....

”თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრის სერგო ჩაჩიბაიას დაკავება

თარიღი: 2012-03-25
ოლქი: ზუგდიდი , ზუგდიდი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-07-13 2012 წლის 25 მარტს ზუგდიდის პოლიციამ ”თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის ორგანიზაციის წევრი სერგო ჩაჩიბაია დააკავა. ”თავისუფალი დემოკრატების” ზუგდიდის ორგანიზაციის ლიდერი გია ალასანია თანაპარტიელის დაკავებას ირაკლი ალასანიას მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ მწვავე განცხადებას უკავშირებს და ფაქტს აფასებს პოლიტიკურ დევნად. ბატონ სერგოს ბრალად პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ცივი იარაღის უკანონოდ ტარება ედება. მას სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. წყარო: http://www.tspr...

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

პოლიტიკური გაერთიანება ”თავისუფალი დემოკრატების” აქტივისტების: ელგუჯა მახარაშვილის, აკაკი ელიაშვილისა და ჯაბა ელიაშვილის დაკავება

თარიღი: 2012-02-17
ოლქი: გორი , მერეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, პოლიტიკური ნიშნით დაკავება

2012-07-13 2012 წლის 17 თებერვალს დააკავეს პოლიტიკური გაერთიანება ”თავისუფალი დემოკრატების” აქტივისტები, გორის რაიონის სოფელ მერეთში მცხოვრები ელგუჯა მახარაშვილი, აკაკი ელიაშვილი და ჯაბა ელიაშვილი. სამივე პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ. აღსანიშნავია, რომ ელგუჯა მახარაშვილის მამა გოდერძი მახარაშვილი პოლიტიკური გაერთიანება ”თავისუფალი დემოკრატების” გორის კოორდინატორია, სწორედ ამ ფაქტს უკავშირების ბატონი გოდერძი მისი შვილისა და მისი შვილის მეგობრების დაკავებას. ბატონი გოდერძი აღნიშნა...