1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 30
12

პ/გ "ახალი მემარჯვენეების" მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო პლაკატების ჩამოხევა სოფელ დიმში

თარიღი: 2012-09-28
ოლქი: ბაღდათი , დიმი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-09-27 პ/გ "ახალი მემარჯვენეების" მაჟორიტარი კანდიდატის საარჩევნო პლაკატები სოფელ დიმში მასიურად არის ჩამოხეული და მის მაგივრად გადაკრულია ნაციონალური მოძრაობის, კერძოდ მისი მაჟორიტარი კანდიდატის თემურ კოხოძის საარჩევნო პლაკატები. იხილეთ ფოტოები: [url]http://minus.com/lbjUW1TKAmGDeA[/url] [url]http://minus.com/l2gFHYgHJJXnv[/url]...

ქართული ოცნების აქტივისტების მიერ ახალი მემარჯვენეების სარეკლამო პლაკატების ჩამოხევა ბაღდათში

თარიღი: 2012-09-24
ოლქი: ბაღდათი , ბაღდათი, დიმი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-09-23 22 სექტემბერს, შუა დღეს ქართული ოცნების აქტივისტები შეამჩნიეს ახალი მემარჯვენეების სარეკლამო პლაკატების მასიურ ჩამოხევისას, კერძოდ სოფ. დიმის ცენტრში გაჩერებაზე და ბაღდათში აკ. წერეთლის 18 კორპუსზე. მომდევნო დღეს კი დაზიანებულ პლაკატებზე გადაკრულ იქნა ქართული ოცნების საარჩევნო პოსტერები. იხილეთ ფოტო: [url]http://minus.com/lLE47FWYJ1Axs[/url]...

საკრებულოს წევრების დაპირისპირება „ქართული ოცნების“ აქტივისტებთან წყალტუბოში

თარიღი: 2012-09-23
ოლქი: წყალტუბო , წყალტუბო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-09-23 23 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ აქტივისტები (სალომე ნავროზაშვილი, ანა დოლაბერიძე, დათო როყვა, შოთა ჩარკვიანი, ლაშა ონიანი) განათების ბოძებზე „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, პაატა ზაქარეიშვილის პლაკატებს აკრავდნენ. ამ დროს მათთან მიიჭრა მოქალაქეთა ჯგუფი, მათ შორის: მამუკა საღარეიშვილი (საკრებულოს თავჯდომარე), ჯამბულ შუღლაძე (საკრებულოს წევრი), გაგა კვიცარიძე, დათო და თენგო ხიდაშელები, თენგიზ გოგელია, ზურაბ ჯანელიძე, იურა საღარეიშვილი და სხვანი. ისინი არაფხიზელ მდგომარეობა...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პოსტერების დაზიანების ფაქტი დუშეთში

თარიღი: 2012-09-17
ოლქი: დუშეთი , დუშეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-09-15 ქ. დუშეთში, ბაჩანას (ყოფილი შუშიაშვილის) და ფასანაურის ქ–ზე რამოდენიმე მისამართზე დაფიქსირებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პოსტერებზე საარჩევნო რიგითი ნომრის „5“–ს გამოსახულებაზე გადაკრული მცირე ზომის პოსტერი, რომელზეც გამოსახულია „ქართული ოცნების“ საარჩევნო რიგითი ნომერი „41“. პოსტერზე მითითებულია დამკვეთი – საარჩევნო ბლოკი “ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება“. იხილეთ ფოტოები: [url]http://minus.com/lCls7foxztOkY[/url] [url]http://minus.com/l1PaDZLUyuRhv[/url]...

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ თინა ხიდაშელის ამორჩევლებთან შეხვდრის ხელშეშლა იორმუღანლოში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: საგარეჯო , იორმუღანლო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-08-17 შეხვედრის დამთავრების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა "info-9“ ის ჟურნალისტს გიორგი ნანუაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გადამღები კამერა დაუზიანეს....

„ქართული ოცნების“ წევრ მანანა ბერიკაშვილის ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრისთვის ხელშეშლა გურჯაანში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-08-09 2012 წლის 9 გვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანის ოლქში მანანა ბერიკაშვილი ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა. შეხვედრაზე გურჯაანის გამგეობის სოციალური სამსახურის თანამშრომელი, ეკა ნაქევხიშვილი მივიდა, რომელსაც ხუთი ქალბატონი ახლდა თან. შეხვედრის დროს ქალბატონები აფიქსირებდნენ, რომ მადლიერები იყვნენ გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილის. ისინი თავიანთ აზრს ხმაურით აცხადებდნენ და იქნებოდა შთაბეჭდილება, რომ შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ.დაახლ...

„ქართული ოცნების“ კარდაკარის მონიტორების საქმიანობისთვის ხელის შეშლა ახალციხეში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ახალციხე , კლდე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-08-09 2012 წლის 9 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა სიების გადამოწმების პროექტის - კარდაკარის მონიტორები ნათია ბექტურაშვილი და დარეჯან ინასარიძე ამომრჩეველთა სიების გადამოწმებას სოფელ კლდეში ახორციელებდნენ. მონიტორებს სოფელ კლდის მკვიდრი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ჯაბა კურტანიძე თანმხლებ პირებთან ერთად გზაში დახვდა და უთხრა, რომ კლდე არის „ნაციონალების სოფელი“ და აქედან ვერც ერთი ამომრჩევლის ხმას ვერ მიიღებდნენ. რეგისტრატორებმა დააპირეს სიების გადამოწმების...

„ქართული ოცნების“ მიერ გაკრული სააგიტაციო მასალის დააზიანება ყაზბეგში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ყაზბეგი , ყაზბეგი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-08-07 2012 წლის 7 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გაკრულ სააგიტაციო მასალა დააზიანეს, კერძოდ მას წითელი საღებავით შემოხაზული ციფრი „5“ გადააწერეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნული ქმედება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა გია ხუციშვილმა განახორციელა....

რწმუნებულის მიერ „ქართული ოცნების“ აქტივისტებისთვის საინფორმაციო პლაკატების გაკვრის ხელშეშლა წინანდალში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: თელავი , წინანდალი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-08-17 2012 წლის 17 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტები ნინო სამხარაძე, ნათია წითელაური, ნაზი წითელაური, ეკა ლობჟანიძე და რობიკო ჯავახიშვილი სოფელ წინანდლის გამგეობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც კანონით პლაკატების გაკვრა არ იკრძალება, საინფორმაციო ხასიათის პლაკატებს აკრავდნენ წარწერით, "ზარალი არ არის ანაზღაურებული". მათ სოფლის რწმუნებულმა არჩილ მეგუთნიშვილიმა მასალების გაკვრაში ხელი შეუშალა. მან აქტივისტებს ხმამაღალი ტონით მიუთითა, რომ ჩამოეხიათ გაკრული პლაკატები და...

"ქართული ოცნების" აქტივისტებისთვის პლაკატების გაკვრის აკრძალვა ქობულეთში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ქობულეთი , ქობულეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-08-03 2012 წლის 3 აგვისტოს კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები ანზორ ინაიშვილი, ზვიად ცივაძე და ვაჟა ცეცხლაძე დაბა ჩაქვის ტერიტორიაზე გარე განათების ბოძებზე 5 აგვისტოს დაგეგმილი აქციის შესახებ საინფორმაციო სახის პლაკატებს აკრავდნენ, რა დროსაც მათთან ჩაქვის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი მივიდა და პლაკატების გაკვრა აუკრძალა. ქობულეთის მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, აჩიკო დუმბაძის განცხადებით, არჩევნების დანიშვნიდან არაუგვიანეს 10 დღისა მუნიციპალიტეტ...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტის, ირაკლი ნაჭყებიას მიერ "ქართული ოცნების" აქტივისტის საქმიანობისთვის ხელის შეშლა ფოთში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ფოთი , ფოთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-08-03 2012 წლის 3 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები გაზეთებსა და მოსაწვევებს ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე არიგებდნენ. მათთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტი, ირაკლი ნაჭყებია მივიდა, გაზეთები გამოართვა, დახია და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სახეში შეაყარა. რამდენიმე წუთში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტებს აედევნა ავტომობილი სერიული ნომრით CJC 251. საჭესთან მჯდომმა პიროვნებამ ახალგაზრდებს უწმაწური სიტყვებით მიმართა. „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანმა...

„ქართული ოცნების“ აქტივისტ ჰასმიკ იეგიანის მიმართ განხორციელებული ზეწოლა ახალციხეში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ახალციხე , ახალციხე
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-08-12 2012 წლის 12 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ აქტივისტი ჰასმიკ იეგიანი სამ თანამოაზრესთან ერთად ახალციხეში, ივერიელის ქუჩაზე, კოალიცია „ქართული ოცნების“ ბუკლეტებს არიგებდა. ამ დროს მათთან აღასა ირიციანი თანმხლებ ორ პიროვნებასთან ერთად მივიდა, თავი პოლიციის წარმომადგენლად გააცნო და აქტივისტებს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდასაჭერი საქმიანობის შეწყვეტა მოსთხოვა, წინააღდეგ შემთხვევაში დაჭერით დაემუქრა. ირიციანმა დახია ბუკლეტების ნაწილი და გოგონებს მაისურების გახადა აიძულა. ჰასმ...

”ქართული ოცნების” კანდიდატის ირაკლი ტრიპოლსკის მოსახლეობასთან შეხვედრის ხელშეშლის ფაქტი დუშეთში

თარიღი: 2012-08-31
ოლქი: დუშეთი , დუშეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-08-09 2012 წლის 9 აგვისტოს ”ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ტრიპოლსკიმ შეხვედრა გამართა ქ. დუშეთის მოსახლეობასთან. შეხვედრაზე მისულ მოსახლეობასთან ერთად ბატონ ირაკლის ასევე დახვდნენ დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს თანამშრომლები, რწმუნებულები, ”ნაციონალური მოძრაობის” აქტივისტები და მათი შტაბის წევრები, რომლებიც ცდილობდნენ შეხვედრის ჩაშლას. შეხვედრაზე შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ”ქართული ოცნების” წარმომადგენლები და ბატონი ირაკლი ტრიპოლსკი იძულებუ...

ქართული ოცნების პლაკატების ჩამოხევა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ კასპში

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: კასპი , კასპი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-07-14 2012 წლის 14 ივლისს კოალიცია ქართული ოცნების აქტივისტებმა ქალაქ კასპში პლაკატები გააკრეს, სადაც მითითებული იყო გორის აქციის ჩატარების ადგილმდებარეობა და საათი. ის პიროვნებები, რომლებიც ქართული ოცნების პლაკატებს ხევდნენ, მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივ თვითმმართველობაში მომუშავე პირების მანქანებით გადაადგილდებოდნენ. ვიდეო კადრებში დაფიქსირდა კასპის ქალაქის რწმუნებული მირიან ბერიანიძე, რომელიც საჭეს თავად მართავს და მიშკა მერებაშვილი- კასპის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამეურნეო ...

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლა ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: გორი , ვერხვები
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-12 2012 წლის 12 ივლისს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, კახა კალაძე, სოზარ სუბარი და სხვა მხარდამჭერები ვერხვების დევნილთა ჩასახლებას ეწვივნენ, სადაც მათ დევნილები, ჩასახლების მამასახლისები (ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობების თანამშრომლები) ბესო კახნიაშვილი, ვიქტორ დათაშვილი, ვანო მიდოდაშვილი სხვა მხარდამჭერებთან ერთად დახვდნენ და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოსთხოვეს დაეტოვებინათ ჩასახლების ტერიტორია. ერთ-ერთმა მოქალაქემ უწმაწური სიტყვებით მიმართ...

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლა ქარელში

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: ქარელი , ბრეთი/სასირეთი/ძლევიჯვარი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-12 2012 წლის 12 ივლისს კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები - გუგული მაღრაძე, დიმა ჯაიანი და პავლე ნოზაძე ქარელის რაიონის სოფლების - ბრეთის, ძლევიჯვრის და სასირეთის მოსახლეობას შეხვდნენ. კოალიციის წარმომადგენლებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაყვებოდნენ და შეკრებილ მოსახლეობას პრობლემებზე საუბრისაგან თავის არიდებას აიძულებდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა სასირეთის გამგებელი - მელორ ელიაშვილი და ბრეთის გამგებელი - რამაზ ახალკაცი....

ცუცხვათის თემის რწმუნებულ ჯემალ ობოლაძის მიერ განხორციელებული ზეწოლა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ თემურ კუპრაშვილზე

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: ტყიბული , ცუცხვათი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-14 2012 წლის 14 ივლისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ თემურ კუპრაშვილს ცუცხვათის თემის რწმუნებულმა - ჯემალ ობოლაძემ დაურეკა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. მოგვიანებით მათი შეხევდრა რწმუნებულის მხრიდან კვლავ სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა. კოალიცია "ქართული ოცნების" წევრების ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ თემურ კუპრაშვილი ორგანიზებას უწევდა კოალიციის წარმომადგენლების შეხვედრას ახალგაზრდებთან ცუცხვათის თემში. საბოლოოდ ახლგაზრდებთან შ...

თავდასხმა “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრებზე სოფელ თიკერში

თარიღი: 2012-08-07
ოლქი: ქობულეთი , თიკერი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-08-02 2012 წლის 2 აგვისტოს კოალიცია "ქართული ოცნების" აქტივისტები სალომე ბერიძე, გიორგი ახვლედიანი, მერი ტოტოღაშვილი და ვაჟა ცეცხლაძე სოფელ ცეცხლაურში თიკერის დასახლებაში კოალიცია „ქართული ოცნების“ გაზეთებს და 5 აგვისტოს ბათუმში დაგეგმილი აქციის მოსაწვევებს არიგებდნენ. სოფელ ცეცხლაურში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მათ ქვები ესროლეს, დაუზიანეს ტელეფონები და ავტომობილი, რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

მესტიაში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლის ფაქტი

თარიღი: 2012-07-27
ოლქი: მესტია , მესტია
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა

2012-07-27 მესტიაში კოალიცია ქართული ოცნების და მისი ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ამომრჩეველთან შეხვედრაზე მმართველმა პარტიის მხარდამჭერები მივიდნენ, რომლებიც გამომწვევად იქცეოდნენ: „მიშა, მიშას“ სკანდირებდნენ და უსტვენდნენ. [url]http://info9.ge/?l=G&m=1000&id=1812[/url]...

რეგიონებში ამომრჩეველთან შეხვედრების ხელის შეშლაში ცენტრალური ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირის მონაწილეობა - ლაგოდეხი

თარიღი: 2012-07-22
ოლქი: ლაგოდეხი , ლაგოდეხი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-22 გოგა ხაჩიძე - გარემოს დაცვის მინისტრი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისაგან აგრესიულად მოითხოვს გაატარონ, რადგან არის მინისტრი, მთავრობის წევრი და უნდა გაუშვან, რათა შეხვდეს „ქართული ოცნების“ ლიდერს. [youtube]35MJsZBUhCo[/youtube]...