1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022
  29. პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის და მერების შუალედური არჩევნები, 29 აპრილი, 2023
    შუალედური არჩევნები-2023



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 34
12

„ქართული ოცნების“ ოფისის გაძარცვის ფაქტი გორში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გორი , გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-13 2012 წლის 10 ივნისს გაიძარცვა კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისი. როგორც თანამშრომლები აცხადებენ, წაღებულია სხვადასხვა დოკუმენტაცია და ორი სამუშაო კომპიუტერი. ოფისის ხელმძღვანელის, თამაზ შიოშვილის თქმით ოფისის გაძარცვა დილის 6 საათზე მოხდა....

"მე-9 არხის" მძღოლ ელგუჯა ობოლაძის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფა ტყიბულში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ტყიბული , ტყიბული
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-13 2012 წლის 8 ივნისს, როდესაც ელგუჯა ობოლაძე იწყებდა „TV-9“-ის ოპერატორის ტრანსპორტირებას, მასთან მივიდა კახა ვახტანგაძე და მათივე განმარტებით, მიაყენა როგორც სიტყვიერი ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა. ობოლაძე აცხადებს, რომ ვახტანგაძე მოსახლეობას „ქართული ოცნების“ საწინააღმდეგოდ განაწყობდა მას კი რაიმე საპასუხო ქმედება არ ჩაუდენია....

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელ მთვარისა ნარაიძეზე განხორციელებული ზეწოლა ვერხვებში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გორი , ვერხვები
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-13 2012 წლის 26 ივნისს კოალიცია „ქართული ოცნების“ კარდაკარის რეგისტრატორი ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში მთვარისა ნარაიძე აცხადებს, რომ სიები გადამოწმების დროს მას უკან დაყვებოდა თეთრი „ნივა“ სანომრე ნიშნით GTR - 565, რის გამოც მათთან გასაუბრება არავინ აღარ ისურვა....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლა სკრაში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გორი , სკრა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-13 კოალიცია „ქართული ოცნების“ რეგისტრატორი მზია მამულაშვილი აცხადებს, რომ 2012 წლის 26 ივნისს სამი კოტეჯის გადამოწმების შემდგომ მასთან მივიდა სკრის დევნილთა ჩასახლების მამასახლისი კახა კახნიაშვილი და უთხრა, რომ დაეტოვებინათ ჩასახლება, რადგან იქ უკვე ჩატარებული იყო კარდაკარი. იმ შემთხვევაში თუ ისინი არ დატოვებდნენ ტერიტორიას, პრობლემები შეექმნებოდათ....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებზე განხორციელებული ზეწოლა კარალეთში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: გორი , კარალეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-13 ამომრჩეველთა სიის გადამოწმების - კარდაკარის პროცესის დროს პრობლემები შეექმნათ კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრებს, რომლებიც გადამოწმებას კარალეთის დევნილთა ჩასახლებებში ახორციელებდნენ. რეგისტრატორ ხათუნა ხათაშვილის თქმით, რვა ოჯახის შემოწმების შემდეგ, ერთ-ერთი ოჯახიდან გამოსულებს გარეთ შვიდი-რვა ქალბატონი და ერთი მამაკაცი დახვდათ, რომლებმაც ურჩიეს რომ წასულიყვნენ, რადგან მათ სამუშაოს გაგრძელების საშუალებას მაინც აღარ მისცემდნენ....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

ზეწოლა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე სოფელ ნახახულევში

თარიღი: 2012-07-13
ოლქი: ხონი , ნახახულევი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-13 2012 წლის 6 ივნისს წელს კოალიცია „ქართულ ოცნების“ წარმომადგენლები ხონის რაიონის სოფელ ნახახულევში შეხვედრას მართავდნენ ამომრჩევლებთან. შეხვედრის დასრულების შემდეგ, მოსახლეობის თქმით, მოვიდა ვინმე ეძგვერაძე რომელიც მუშაობს ხონის სამხედრო კომისარიატში და ტელეფონის საშუალებით სოფლის გამგებელს შეკრების შესახებ შეატყობინა. ამის შემდეგ ადგილზე მოვიდა სოფლის გამგებელი, დავით ჯოხიძე და შეკრებილ მოსახლეობას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა....

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელ ირაკლი მაჩიტაძეზე განხორციელებული ზეწოლა

თარიღი: 2012-06-30
ოლქი: გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-06-30 გორის მუნიციპალიტეტის თანამშრომელი, თენგიზ გოგოლაძე, დაჰყვებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ კარდაკარის რეგისტრატორ ირაკლი მაჩიტაძეს ყოველ ოჯახში და სთხოვდა სიების გადაცემას იმის შესამოწმებლად ყველაფერი სწორად იყო თუ არა ასახული. შემდეგ იგი შეეცადა სიის თან წაღებას და ასლების გადასაღებად დანარჩენი ფურცლებიც მოითხოვა და პირობა დადო, რომ არავის ეტყოდა ამის შესახე. ბოლოს მან ირაკლის ურჩია რაიმე ხიფათში არ გახვეულიყო....

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის მიერ განხორციელებული ზეწოლა რუსთავში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-06-15 2012 წლის 30 მაისს, ქალაქ რუსთავის მეჩვიდმეტე მიკრო-რაიონის კორპუს 12, ბინა #64-ში ქალბატონი მივიდა, რომელმაც ოჯახს თავი წარუდგინა როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა და მოითხოვა, ეთქვათ, თუ რომელი პარტიისათვის აპირებდნენ ხმის მიცემას. ოჯახის წევრს განუცხადა, რომ თქვენი შვილი, შორენა მჭედლიძე მუშაობს სახელმწიფო სამსახურში, კერძოდ „საქსტატში“, ამიტომ უნდა გვითხრათ ის ვის აძლევს ხმას....

მევლუდ შუშანაშვილზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა თიანეთში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: თიანეთი , თიანეთი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-06-15 თიანეთის მუნიციპალიტეტის მკვიდრი მევლუდ შუშანაშვილი აცხადებს, რომ მას პოლიტიკური საბაბით უკანონოდ მოეხსნა სოციალური დახმარება, ვინაიდან 2012 წლის 15 მაისს იმყოფებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გამართულ შეხვედრაზე. სოციალური აგენტის განცხადებით, მევლუდ შუშანაშვილს სოციალური დახმარება მოხსნილი არ აქვს. მას დახმარება დროებით შეუჩერდა, სანამ ხელხალა არ დაითვლება ქულები....

იხილეთ ყველა (2) კომენტარი

ირმა პეტრიაშვილზე პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა ახმეტაში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: ახმეტა , ახმეტა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-06-15 ირმა პეტრიაშვილი, რომელიც სამი შვილის დედაა, ახმეტაში, ჩოლოყაშვილის ქუჩა N88 ერთოთახიან ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. ირმა პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების განყოფილებამ საარსებო შემწეობა მას შემდეგ შეუწყვიტა, რაც ის კოალიცია „ქართულ ოცნების“ საქმიანობაში ჩაერთო....

აგრესია „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებლის მიმართ სამტრედიაში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: სამტრედია , სამტრედია
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-06-15 2012 წლის 17 მაისს კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართა „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიანი დამკვირვებელის შეხვედრა სკოლიდან დათხოვნილ პედაგოგებთან. აღნიშნულ შეხვედრაზე იმყოფებოდა კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი, ქეთევან ივანიშვილი, რომელმაც გამოხატა აგრესია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლის მიმართ. მისი აზრით, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ ეწინააღმდეგება საქველმოქმედო ფონდ „ქომაგის“ შექმნას, ამიტომ დამკვირვებელს „ერთიანი ნაციონალური ...

ჟურნალისტ რევაზ ნადირაძისთვის მიყენებული სიტყვიერი შეურაცხყოფა გორში

თარიღი: 2012-06-15
ოლქი: გორი , გორი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-06-15 2012 წლის 3 მაისს გორის ადგილობრივი გაზეთის, ფოტოკორესპონდენტი და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი, რევაზ ნადირაძე კარალეთის დევნილთა დასახლებაში ადგილობრივი პრობლემის გასაშუქებლად მივიდა, რა დროსაც მას ქურთის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა/მამასახლისმა ლევან მაისურაძემ სხვა პირებთან ერთად სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და არ მისცა საშუალება გადაეღო რეპორტაჟისთვის საჭირო კადრები....

პოლიტიკურად მოტივირებული თვითცენზურის სავარაუდო ფაქტი

თარიღი: 2012-03-27
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-18 2012 წლის 27 მარტს რევაზ საყევარიშვილი, "ფორბს ჯორჯიას" მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან გადადგა. მარტის გამოცემაში ამერიკულმა "ფორბსმა" თვალსაჩინო სტატია მიუძღვნაოლიგარქსა და ქართული ოპოზიციის ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ჟურნალის მიერ შემუშავებულ მილიარდელების სიაში 153-ე ადგილს იკავებს ყოფილი რედაქტორის თქმით, "ფორბსის" გამოცემის უფლებისმქონე კომპანია „მედია პარტნერსის" დამფუძნებელს, გაგიკ აღიზარიანმა საყევარიშვილს მოსთხოვა ისინი ჩაენაცვლებ...

”ქართული პარტიის” გენერალური მდივნის ირაკლი დოლაბერიძის თავისუფლად გადაადგილების შეზღუდვა

თარიღი: 2012-03-11
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, სხვა სახის ზეწოლა

2012-07-13 ”ქართული პარტიის” გენერალურ მდივანს ირაკლი დოლაბერიძეს უკანონოდ აქვს შეზღუდული გადაადგილების უფლება. 2012 წლის 11 მარტს ირაკლი დოლაბერიძე სტამბულის გავლით პარიზში მიემგზავრებოდა. საპასპორტო კონტროლის გავლის შემდეგ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა მას პასპორტი უკან დაუბრუნეს და უთხრეს, რომ მისი სახელი და გვარი იმ პირთა ბაზაში იყო შეტანილი, ვისაც ქვეყნის დატოვება ეკრძალებოდა. მსგავსი ფაქტი ასევე მოხდა 2012 წლის 6 იანვარსაც. ბატონი ირაკლი აღნიშნავს, რომ დაახლოებით ორი კვირის განმავლობ...