1. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  2. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  3. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  4. თვითმმართველობები საპარლამენტო არჩევნების შემდგომ
    თვითმმართველობები
  5. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  6. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  7. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  8. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  9. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  10. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  11. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები - 31 ოქტომბერი, 2015
    არჩევნების დღე
  12. საკრებულოს შუალედური არჩევნები - 22 მაისი, 2016
    არჩევნების დღე
  13. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  14. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  15. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების შემდგომი პერიოდი
  16. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები - მეორე ტური
    არჩევნების დღე
  17. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  18. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  19. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  20. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინასაარჩევნო მონიტორინგის შუალედური ანგარიში
    წინასაარჩევნო პერიოდი
  21. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  22. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური
    არჩევნების დღე
  23. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    წინასაარჩევნო პერიოდი
  24. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები
    არჩევნების დღე
  25. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    წინასაარჩევნო კამპანია
  26. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები
    არჩევნების დღე
  27. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
    2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური - არჩევნების დღე
  28. პარლამენტის და საკრებულოს შუალედური არჩევნები, 2 აპრილი, 2022
    შუალედური არჩევნები-2022



გაფილტრეთ საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული ინფორმაცია მოცემული მახასიათებლების მიხედვით

ზეწოლა
ამომრჩევლის მოსყიდვა
ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება
სხვა
არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გამოვლენილი დარღვევები
მოქალაქეების მიერ გამოქვეყნებული დარღვევები
დარღვევების და დარღვევების კატეგორიების რაოდენობა განსხვავდება, რადგან ერთი გაცნხადება საარჩევნო დარღვევის შესახებ შესაძლებელია მოიცავდეს ორ ან მეტ დარღვევის კატეგორიას.

ჩანაწერების რაოდენობა: 42
123

პატრულის თანამშრომლის მიერ ამომრჩეველთა მონაცემების შეგროვება თბილისში

თარიღი: 2012-09-21
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა, სხვა

2012-09-12 მეზობელმა გააქირავა უცხოეთში წასული ნათესავის ბინა. დამქირავებელი არის პატრულის თანამშრომელი, რომელმაც მოითხოვა ბინის პატრონის პირადობის ნომერი. კითხვაზე - რატომ - უპასუხა, რომ დაგვავალეს თითომ 20 ხმა უნდა მოვაგროვოთო,(თუნდაც მიიტანონ მრავალჯერ განმეორებადი პირადობის ნომრები)....

მასწავლებლებისა და მშობლების პრეზიდენტთან შეხვედრაზე დასწრების იძულება სოფელ სართიჭალაში

თარიღი: 2012-09-20
ოლქი: გარდაბანი , სართიჭალა
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-09-21 გარდაბნის რაიონის სოფელ სართიჭალაში ნაცმოძრაობის შტაბის უფროსმა პაატა თეთრაულმა მასწავლებლებს განუცხადა შემდეგი: "თქვენი ხმა ყველა ჩვენია, ჩვენ გამარჯვებულები ვართ და არაფერი შეგეშალოთ". სოფელ სართიჭალის სკოლის დირექტორს ქალბატონ ირინა მაისურაძეს მისცეს დავალება, რომ უკლებლივ ყველა მშობელი და პედაგოგი აიძულოს შაბათს გარდაბანში მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრაზე ბავშვებით მივიდნენ. გარდაბნის რესურს ცენტრის ხელმძღვანელი ასეთ დავალებებს აძლევს რაიონის ყველა სკოლის დირექტორს....

თბილისის მერის Facebook-ის გვერდის წინასაარჩევნო მიზნებისთვის გამოყენება

თარიღი: 2012-09-17
ოლქი: თბილისი , თბილისი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა, სატრანსპორტო/საკომუნიკაციო/საოფისე საშუალებების გამოყენება

2012-09-12 IDFI-იმ პროექტის „ელექტრონული ჩართულობის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში დააფიქსირა წინასაარჩევნო დარღვევა. თბილისის მერის ოფიციალური Facebook-ის გვერდი საარჩევნო მიზნებისთვის გამოიყენება. მერის ოფიციალურ გვერდზე აქტიურად იდება ალბომები და ჩანაწერები, რომლებიც მაჟორიტარი დეპუტატების საკუთარ საარჩევნო რაიონებში წარდგენას შეეხება. გიგი უგულავა კი მოხსენიებულია როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და არა როგორც თბილისის მერი. იხილე...

სოფელ ხვანჭკარის გამგებლის მიერ მოქალაქეთა დასაქმება

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ამბროლაური , ხვანჭკარა
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-22 2012 წლის 22 აგვისტოს სოფელ ხვანჭკარის გამგებელი - ლევან მეტონიძე „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენლებს - ვეფხია ვაწაძეს და ალეკო გვენცაძეს და კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ - როსტომ ვაწაძეს დაუკავშირდა და მათ პირადობის მოწმობები მოსთხოვა, რათა მომავალში დასაქმების სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ვაკანსიებზე დაესაქმებინა. რამოდენიმე დღეში ისინი გამოცხადნენ სოციალური დახმარების სამინისტროს ამბროლაურის განყოფილებაში. ვეფხია ვაწაძესა და ალეკო გვენეტაძეს მართლაც გაუფორ...

პროდუქტების დარიგება ჭიათურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ჭიათურა , პერევი/წირქვალი/ზოდი/გეზრული
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა, საბიუჯეტო თანხების გამოყენება

2012-08-04 2012 წლის აგვისტოს დასაწყისში ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და ცენტრალური სტადიონის ტერიტორიაზე სხვადასხვა პროდუქტით დატვირთული ტომრები განთავსდა, რომელშიც მოთავსებული იყო ფქვილი, ზეთი, შაქარი. 2012 წლის 4 აგვისტოს აღნიშნული პროდუქტი დაურიგდა სოფელ პერევის მოახლეობას, ხოლო ტვირთის განაწილებას ახლდა ჭიათურის გამგებელი -პროკოფ ჩიკვილაძე. 6 აგვისტოს სოფელ წირქვალში პროდუქტის განაწილებისას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ზურაბ კეთილაძე იმყოფებოდა. სურსათი დაურიგდა ს...

პოლიციის მიერ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მაისურების დარიგება ბახმაროში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ჩოხატაური , ბახმარო
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-08-19 2012 წლის 19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი ბახმაროში მოსახლეობასთან შეხვედრას მართავდა. „გურია news”-ის მიერ დაფიქსირებულია კადრები, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო მაისურებს პოლიციის ფორმაში ჩაცმული ადამიანები არიგებენ. ისინი, ასევე, იღებენ მითითებებს სააგიტაციო მაისურების გავრცელებასთან დაკავშირებით....

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ თინა ხიდაშელის ამორჩევლებთან შეხვდრის ხელშეშლა იორმუღანლოში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: საგარეჯო , იორმუღანლო
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-08-17 შეხვედრის დამთავრების შემდეგ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა "info-9“ ის ჟურნალისტს გიორგი ნანუაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და გადამღები კამერა დაუზიანეს....

„ქართული ოცნების“ წევრ მანანა ბერიკაშვილის ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრისთვის ხელშეშლა გურჯაანში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-08-09 2012 წლის 9 გვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გურჯაანის ოლქში მანანა ბერიკაშვილი ამომრჩევლებთან წინასაარჩევნო შეხვედრას მართავდა. შეხვედრაზე გურჯაანის გამგეობის სოციალური სამსახურის თანამშრომელი, ეკა ნაქევხიშვილი მივიდა, რომელსაც ხუთი ქალბატონი ახლდა თან. შეხვედრის დროს ქალბატონები აფიქსირებდნენ, რომ მადლიერები იყვნენ გუბერნატორ გიორგი ღვინიაშვილის. ისინი თავიანთ აზრს ხმაურით აცხადებდნენ და იქნებოდა შთაბეჭდილება, რომ შეხვედრის ჩაშლას ცდილობდნენ.დაახლ...

„ქართული ოცნების“ მიერ გაკრული სააგიტაციო მასალის დააზიანება ყაზბეგში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: ყაზბეგი , ყაზბეგი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-08-07 2012 წლის 7 აგვისტოს კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ გაკრულ სააგიტაციო მასალა დააზიანეს, კერძოდ მას წითელი საღებავით შემოხაზული ციფრი „5“ გადააწერეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აღნიშნული ქმედება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა გია ხუციშვილმა განახორციელა....

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მიერ განხორციელებული ზეწოლა "ქართული ოცნების" წევრ ნიკოლოზ კიკილაშვილზე სიღნაღში

თარიღი: 2012-09-03
ოლქი: სიღნაღი , სიღნაღი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-08-03 2012 წლის 3 აგვისტოს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კოტე ჯანელიძემ და უშიშროების რეგიონული სამსახურის უფროსმა, სოსო ციციშვილმა წნორში მცხოვრებ ნიკოლოზ კიკილაშვილს „ურჩიეს“ დაეტოვებინა კოალიცია „ქართულ ოცნება“, რაზეც მისგან უარი მიიღეს. მათ კიკილაშვილი მანქანაში ჩასვეს და სიღნაღში წაიყვანეს, სადაც მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ. სიღნაღის საკრებულოს თავმჯდომარე „სამართლიანი არჩევნების“ გრძელვადიან დამკვირვებელთან საუბრისას აღნიშნულ ფაქტს პროვოკაციად აფასებს და არ გამორიცხავ...

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლა ვერხვების დევნილთა ჩასახლებაში

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: გორი , ვერხვები
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, ფიზიკური ანგარიშსწორება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-12 2012 წლის 12 ივლისს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები, კახა კალაძე, სოზარ სუბარი და სხვა მხარდამჭერები ვერხვების დევნილთა ჩასახლებას ეწვივნენ, სადაც მათ დევნილები, ჩასახლების მამასახლისები (ქურთისა და ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობების თანამშრომლები) ბესო კახნიაშვილი, ვიქტორ დათაშვილი, ვანო მიდოდაშვილი სხვა მხარდამჭერებთან ერთად დახვდნენ და კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს მოსთხოვეს დაეტოვებინათ ჩასახლების ტერიტორია. ერთ-ერთმა მოქალაქემ უწმაწური სიტყვებით მიმართ...

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრების პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლა ქარელში

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: ქარელი , ბრეთი/სასირეთი/ძლევიჯვარი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-12 2012 წლის 12 ივლისს კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები - გუგული მაღრაძე, დიმა ჯაიანი და პავლე ნოზაძე ქარელის რაიონის სოფლების - ბრეთის, ძლევიჯვრის და სასირეთის მოსახლეობას შეხვდნენ. კოალიციის წარმომადგენლებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაყვებოდნენ და შეკრებილ მოსახლეობას პრობლემებზე საუბრისაგან თავის არიდებას აიძულებდნენ. განსაკუთრებით აქტიურობდა სასირეთის გამგებელი - მელორ ელიაშვილი და ბრეთის გამგებელი - რამაზ ახალკაცი....

სოფელ ბახვის რწმუნებულ გოჩა შარაშიძის მიერ ნუკრი ბაჯელიძის წინააღმდეგ განხორციელებული ფიზიკური ანგარიშსწორება

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: ოზურგეთი , ბახვი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, ფიზიკური ანგარიშსწორება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-04 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი ბახვის რწმუნებულმა, გოჩა შარაშიძემ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა ამავე სოფლის მცხოვრებ ნუკრი ბაჯელიძეს. ნუკრი ბაჯელიძემ "სამართლიანი არჩევნების" გრძელვადიან დამკვირვებელს განუცხადა, რომ სანამ ოზურგეთში კოალიცია „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართებოდა, მას გოჩა შარაშიძემ დაურეკა და უთხრა, წამოსულიყო კოალიცია „ქართული ოცნებიდან“, უწმაწური სიტყვებით მიმართა და დაემუქრა. 4 ივლისს საღამოს სოფელ ბახვის ცენტრში გოჩა შარაშიძემ...

ცუცხვათის თემის რწმუნებულ ჯემალ ობოლაძის მიერ განხორციელებული ზეწოლა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ თემურ კუპრაშვილზე

თარიღი: 2012-08-21
ოლქი: ტყიბული , ცუცხვათი
ინციდენტის კატეგორია: ზეწოლა, მუქარა/დაშინება, კამპანიის გაწევის ხელშეშლა, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-07-14 2012 წლის 14 ივლისს კოალიცია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ თემურ კუპრაშვილს ცუცხვათის თემის რწმუნებულმა - ჯემალ ობოლაძემ დაურეკა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა. მოგვიანებით მათი შეხევდრა რწმუნებულის მხრიდან კვლავ სიტყვიერი შეურაცხყოფით დასრულდა. კოალიცია "ქართული ოცნების" წევრების ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტი უკავშირდება იმ ფაქტს, რომ თემურ კუპრაშვილი ორგანიზებას უწევდა კოალიციის წარმომადგენლების შეხვედრას ახალგაზრდებთან ცუცხვათის თემში. საბოლოოდ ახლგაზრდებთან შ...

აგიტაცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სასარგებლოდ

თარიღი: 2012-08-19
ოლქი: ჩოხატაური
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-08-19 ბახმაროში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მაისურებს გუბერნატორის მოადგილე ლელა თავართქილაძე და ჩოხატაურის გამგებელი ლელა იმედაშვილი არიგებენ და შესაბამის მითითებებს იძლევიან თუ ვინ უნდა ჩაიცვას მაისური. ხოლო, პოლიციელები უზრუნველყოფენ მაისურებსი გადატანას. [url]//gurianews.com/index.php?option=com_seyret&Itemid=189&task=videodirectlink&id=229[/url]...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო მასალა მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს შენობაში

თარიღი: 2012-08-16
ოლქი: გურჯაანი , ჩალაუბანი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა, შენობა-ნაგებობების გამოყენება

2012-08-16 გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბნის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულის და სპეციალისტების სამუშაო ოთახებში დაფიქსირდა კედლებზე გაკრული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო პლაკატები, სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო ნომერი შენობის მეორე სართულზე და ფანჯრებზე. [youtube]xjWWjhoz83s[/youtube]...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო მასალა მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს შენობაში

თარიღი: 2012-08-15
ოლქი: რუსთავი , რუსთავი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა, შენობა-ნაგებობების გამოყენება

2012-08-15 ქ. რუსთავში ადგილობრივი თვითმმართველობის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსის მინდია აფციაურის კაბინეტში დაფიქსირდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სააგიტაციო პლაკატები....

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო მასალა მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს შენობაში

თარიღი: 2012-08-15
ოლქი: ლანჩხუთი , სუფსა
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა, შენობა-ნაგებობების გამოყენება

2012-08-15 მიმდინარე წლის 15 აგვისტოს ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ტერიტორიულ ორგანოს შენობაში, კერძოდ კი რწმუნებულის სამუშაო კაბინეტში დაფიქსირებულ იქნა პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო პლაკატი შემოხაზული საარჩევნო რიგითი ნომრით. [youtube]U2Rzaf0IsfE[/youtube]...

საჯარო პირების საარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობა

თარიღი: 2012-08-15
ოლქი: ოზურგეთი , ოზურგეთი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა

2012-08-15 15 აგვისტოს ქალაქ ოზურგეთში სოფელ ვაკიჯვარის რწმუნებული ვანო მდინარაძე ახდენდა რამდენიმე ათეული პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლის გადაღებას, უცნობია თუ რა გზით დაეუფლა რწმუნებული ამ დოკუმენტებს. [youtube]A-k-d58wuWQ[/youtube]...

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სააგიტაციო მასალა მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს შენობაში

თარიღი: 2012-08-13
ოლქი: გურჯაანი , გურჯაანი
ინციდენტის კატეგორია: ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, საჯარო მოხელეების მონაწილეობა, შენობა-ნაგებობების გამოყენება

2012-08-13 გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის სოციალური სამსახურის ერთ-ერთ ოთახში დაფიქსირდა კედლებზე გაკრული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სააგიტაციო პლაკატები და სახელისუფლებო პარტიის საარჩევნო ნომერი. [youtube]AU9tuJIHFQ0[/youtube]...